მთავარი გვერდი ახალი ამბები
ანტიოქიის პატრიარქი იოანე X: უკრაინაში მიღებული კანონი …

ანტიოქიის პატრიარქი იოანე X: უკრაინაში მიღებული კანონი გულისხმობს ამ ქვეყანაში უძველესი ლეგიტიმური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას


სსკგ-ის კომუნიკაციო სამსახური, 26.08.2024. 2024 წლის 24 აგვისტოს, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ წერილი გაუგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს, სადაც გამოხატა მისდამი თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინაში დისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში კანონიკური ეკლესიის ლიკციდაციაზეა მიმართული.

„ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი No 8371 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის, მისი არსებობის შეწყვეტისა და მთელი ქონების ჩამორთმევის შესახებ. ეს აკრძალვა წარმოადგენს მილიონობით მორწმუნის კოლექტიურ დასჯას, რომელთა ერთადერთი „ცოდვა“ არის ის, რომ ისინი ერთგულნი რჩებიან მოციქულებრივი მემკვიდრეობით წმინდანთაგან მიღებული მართლმადიდებლური სარწმუნოებისა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც გამომცემლობა OrthodoxTimes ციტირებს.

პატრიარქმა იოანემ დარწმუნებით განაცხადა, რომ „ანტიოქიის საპატრიარქო დგას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარეს, რომლის ერთგული მრევლი არის ქრისტეს აღმსარებელი და მოწმე“, და „კვლავ ადასტურებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა უკრაინაში, რომელიც ევქარისტიულ კავშირშია ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, სარგებლობს სამოციქულო მემკვიდრეობით და ჰყავს ჭეშმარიტი სამღვდელოება“.

„ამგვარად, ამ ეკლესიის აკრძალვისა და გაუქმების მცდელობა ნიშნავს ამ ქვეყანაში უძველესი ლეგიტიმური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას“, – განაცხადა ანტიოქიის პატრიარქმა.

მან მოუწოდა ყველა მორწმუნეს, აღავლინონ ლოცვები, რათა უფალმა ღმერთმა რწმენაში განამტკიცოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული იერარქი, სამღვდელოება, სამონოზვნო დასი და მრევლი, და დასძინა: „ღმერთმა მოგცეთ ძალა და მოთმინება თავსმოწეული უბედურების ასატანად, რათა შეინარჩუნოთ რწმენის სიწმინდე, მოიწმინდოთ თვალზე ცრემლი და აპატიოთ თქვენს მდევნელებს“.

„ანტიოქიის საპატრიარქო უერთდება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს თქვენი ეკლესიის დასაცავად და მოუწოდებს, მოწვეულ იქნას საყოველთაო კრება უკრაინის ეკლესიის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტის მოსაძებნად, – განაცხადა უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ. – ჩვენ კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხმა ავიმაღლოთ თქვენს დასაცავად და მივმართოთ ყველა კეთილ ადამიანს მსოფლიოში, განსაკუთრებით ყველა ქრისტიან ლიდერს, მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციას და ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დამცველებს თხოვნით, რომ ხელი შეუწყონ რელიგიური დისკრიმინაციისა და ძალადობის დასრულებას თქვენი ეკლესიის წინააღმდეგ, რაც საშიში პრეცედენტია ოცდამეერთე საუკუნეში, რომლის მოთმენა და დამკვიდრება შეუძლებელია“.

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب