მთავარი გვერდი ახალი ამბები
სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირი: დევნა და ანტიეკლე…

სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირი: დევნა და ანტიეკლესიური ტერორი უკრაინაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს


სსკგ-ის კომუნიკაცის სამსახური, 20.07.2024. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები, სასულიერო პირები და მორწმუნე ხალხი ღია დევნას განიცდიან, რომელსაც  უმოწყალოდ ახორციელებს მათ მიმართ უკრაინის ხელისუფლება. ამის შესახებ ნათქვამია სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირის წერილში, რომელიც მან პასუხად გამოუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავის მიმართვაზე, სადაც საუბარი იყო უკრაინაში მართლმადიდებელი მღვდელთმთავრების, მღვდელმსაუხრებისა და ერისკაცების დევნის აღმაშფოთებელ ფაქტებზე, ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკის გაშუქების ონლაინ საინფორმაციო რესურსების აკრძალვასა და დაბლოკვაზე, No8371 კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებისთვის მზადებაზე, რომლის მიზანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტობრივი აკრძალვა.

„ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალებით ეცადონ, შეაჩერონ შეიარაღებული კონფლიქტი ორ მოძმე ხალხს შორის, რომლებიც მარადიულ ცხოვრებაში ერთი სანათლავიდან იშვნენ, მზაკვარის შხამიანი სიძულვილით აღძრული ბოროტმოქმედნი, არ წყვეტენ მცდელობებს გაანადგურონ უკანასკნელი ბასტიონი მათი ერთობისა უფლის სიყვარულში, რომელიც სწორედ რომ არის – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, – აცხადებს პატრიარქი პორფირი. – მისი იერარქები, რომლებიც არა მხოლოდ ღიად და უშიშრად ამხელენ უღვთო ხელისუფლების ბოროტებას, არამედ არსებულ ვითარებაში უფრო მეტად იტანჯებიან, ვიდრე სხვები, – როგორც ქრისტეს ეკლესიის ერთგული მწყემსები, – დღეს შეთითხნილი სასამართლო პროცესების მთავარ ფიგურანტებად იქცნენ, და ისეთ სასჯელს ადებენ, რომელიც ყველაზე საზიზღარი დანაშაულისთვის არის განსაზღვრული. მათ ურყევ მოშურნეობას სარწმუნოებაში და ღვთის ერის სასარგებლოდ მსახურებას ყველაზე ზუსტად გამოხატავს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვები: „მე – ღვთის ხორბალი, დაე დამფქვან მხეცების კბილებმა, რათა ქრისტეს წმინდა პურად ვიქცე“. ვიცით რა მათი მზადყოფნა, თავგანწირვისა და ვაჟკაცობისათვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენ ძმურ ვალდებულებასა და იმის აუცილებლობას ვგრძნობთ, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე დავამოწმოთ მათი ტანჯვა, რასაც, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო ძმაო ქრისტეში, ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ უფლის მიმართ ლოცვებითა და სასოებით“.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა დიდი სინანულით აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხის გოდება, – რომელიც ერთგულია თავისი კანონიკური ეკლესიისა, – „არ აღწევს მათ ყურამდე, ვის ხელშიც კონცენტრირებულია ძალაუფლება და ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის მთავრობაზე, რათა შეწყდეს დევნა და ანტიეკლესიური ტერორი, რომელიც სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს“.

მიმდინარე კონფლიქტი „გამოიყენება იმ გეგმის განხორციელების საბაბად. რომლის მიხედვიდაც ქვეყანაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა საბოლოოდ უნდა აიკრძალოს, რათა მთელი სულიერი და მატერიალური კაპიტალი, რასაც აღნიშნული ეკლესია ფლობს, ფსევდოეკლესიის ხელში აღმოჩნდეს“, – აცხადებს უწმიდესი პატრიარქი. მისი აზრით, ამ პირობებში „ჩვენი მართლმადიდებელი ძმების ამჟამინდელი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება“, და ხაზი გაუსვა შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას“.

„ჩვენ მომავალშიც ვეცდებით, გამოვიყენოთ ყველა სათანადო შემთხვევა იმისათვის, რომ ქრისტიანული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ მათი ტანჯვისკენ, მოვუწოდოთ ყველა გავლენიან ინსტიტუციას, შეწყვიტონ თვალის დახუჭვა ყველა იმ სისასტიკეზე, რაც ჩადენილია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკანასკნელი თვეებისა და წლების განმავლობაში. და, ბოლოს და ბოლოს, მივიღოთ ზომები ამ უკანონობის დასასრულებლად“, – აცხადებს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა და აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთში კვლავ განაგრძობენ მოუკლებელ ლოცვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ტანჯული მორწმუნე ხალხისთვის.

„მკვდრეთით აღდგომილმა ღვთის მარადიულმა ლოგოსმა, დაე, უხვი კურთხევა მოუვლინოს მრავალტანჯულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის დედა-ეკლესიას – უწმინდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. თქვენ კი, თქვენო უწმინდესობავ, ისევე როგორც მთელ იერარქიას, კლირსა და მორწმუნეებს, დაე, გარდამოგცემოდეთ ყოველგვარი კეთილი საბოძვარიი მისი მარადმოუკლებელი საგანძურიდან!“ – ნათქვამია სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირის წერილში.

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب