მოსკოვის საპატრიარქო
სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: ჩვენ ვეწინააღმდეგებით დევნას, რომელსაც ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის მოსკოვის საპატრიარქოსთან მისი სულიერი ნათესაობის გამო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.06.2024. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებასა და დევნაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში „დასრულდება დიალოგით და ურთიერთგაგების გზების მოძიებით და არა ომის გზით, რომლის მსხვერპლნიც ხდებიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები“ და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით სამხედრო კონფლიქტის გამოყენებას კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის საბაბად უკრაინაში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში“.
ეპისკოპოსმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში, რომელსაც „ისტორიული არსებობა აქვს ამ ქვეყანაში“, შევიწროება „სხვადასხვა ხერხით ხორციელდება“.
„მოვუწოდებთ ესტონეთის მმართველ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დევნა და უსამართლო ქმედებები ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც არ არის რომელიმე პოლიტიკური ან სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, არამედ როგორც ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესია, არის მშვიდობის, სიყვარულის და ერთობის მაცნე“, – ამბობს სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამოყენება რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის მიზნით „არაადამიანური და არაცივილიზებული აქტია“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსოფლიოში ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა არის ეკლესიის სრული სისავსის დევნა,“ – ხაზი გაუსვა მთავარეპისკოპოს და მოუწოდა „ყველა ქრისტიან, სულიერ ლიდერს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ყურადღება მიაქციონ ესტონეთში მართლმადიდებელი ეკლესის წინააღმდეგ ცრუ საბაბით წარმოებულ დევნას“.
განცხადებაში ნათქვამია: „წმინდა აღდგომის დღეებში ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი და ვლოცულლობთ თქვენთვის, ჩვენო საყვარელო ძმებო, იმ იმედით, რომ სიკეთის ძალა გაიმარჯვებს ბოროტების ძალაზე, ხოლო სიცოცხლის ძალა იზეიმებს სიკვდილის ძალაზე. რადგან მან, ვის აღდგომასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, გვიბოძა სიცოცხლე, რაც თავისთავად არის ღვთიური მადლი და ღვთის კურთხევა. ამიტომ ვევედრებით და ვლოცულობთ, რომ მსოფლიოში ყველა ომი შეწყდეს: ღაზაში, უკრაინაში და ყველა სხვა ადგილას. როგორც ქრისტიანებს, ჩვენ არ გვწამს ომის, ძალადობისა და მკვლელობის ძალის, არამედ გვწამს სიყვარულის, გულმოწყალებისა და ადამიანური ერთობის ძალის. ჩვენი საერთო მოვალეობა ამჟამად არის მართლმადიდებელი ეკლესიების გვერდით დგომა, რომლებიც იდევნებიან მოსკოვის საპატრიარქოსთან სულიერი ნათესაობის გამო. და დღეს, როდესაც ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია უპრეცედენტო დევნას განიცდის, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ უსამართლო ზომები ამ მოძმე ეკლესიის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ, სასწრაფოდ შეწყვიტონ ეს დევნა“.