მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ…

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.02.2024. 2024 წლის 25 თებერვალს ქალაქ კოტაიამში (კერალას შტატი, ინდოეთი) გაიმართა სამახსოვრო ღონისძიებები წმინდა თომა მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის 1950 წლისთავის აღსანიშნავად. მის ხსოვნას ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ინდოეთის მალაბარის სანაპიროზე, სადაც წმინდა მოციქული 52 წელს ჩავიდა და იმ ადგილებში პირველი საეკლესიო თემი დააარსა.

ზეიმი დაიწყო ღვთისმსახურებით, რომელიც მალანკარის ეკლესიის წინამძღვარმა და წმინდა სინოდის წევრებმა აღასრულეს. შემდეგ კოტაიამის ქუჩებში მრავალათასიანი ჯვაროსნული მსვლელობა მოეწყო სამღვდელოებისა და ერისკაცების მონაწილეობით. ზეიმის კულმინაცია გახდა შეკრება ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, რომელშიც ასი ათასზე მეტი მომლოცველი იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიებაში საპატიო სტუმრების რანგით მონაწილეობდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; ეთიოპიის ეკლესიის წარმომადგენელი, გურაგის მთავარეპისკოპოსი მელქისედეკი; კერალის შტატის გუბერნატორი არიფ მუჰამედ კხანი; გოას შტატის გუბერნატორი პ.ს. სრიდხარანი პილეი; კერალის კოოპერატიული საზოგადოებების მინისტრი ვ.ნ. ვასავანი; კერალის ჯანდაცვის მინისტრი ვინა ჯორჯი; ქ. კოტაიამის საკანონმდებლო კრების წევრი ტირუვანკორ რადკხაკრიშნანი; ქ. პუტუპალის საკანონმდებლო კრების წევრი ჩადი ომენი და სხვა პირები.

მიტროპოლიტ ანტონის თან ახლდნენ სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი) და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი დიაკონი ნიკოლოზ ვასინი.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ინდოეთის საზოგადოების ცხოვრებაში ასრულებს წმინდა თომა მოციქულის მემკვიდრეობის მცველი მალანკარის ორთოდოქსალური სირიის ეკლესია. მისი წინამძღვარი, უწმინდესი კათალიკოსი ბასილი მარ თომა მათე III განსაკუთრებით მიესალმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის. მალანკარის კათოლიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი ათწლეულის განმავლობაში ინდოელი ქრისტიანების ერთგული მეგობარია. მისმა უწმინდესობამ გულწრფელი მადლიერება გამოთქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ, ორ ეკლესიას შორის დიალოგის განვითარებისადმი მისი პირადი ყურადღებისთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ. იგი ზეიმის მონაწილეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სახელით მიესალმა. მეუფემ აღნიშნა წმინდა თომა მოციქულის მნიშვნელობა ინდოეთისთვის: „როდესაც ჩვენი უფლის თორმეტმა უახლოესმა მოწაფემ სახარების ქადაგება დაიწყო მთელი დედამიწის ზურგზე, მოციქულმა თომამ ყველაზე შორეული გზა გაიარა და ინდოსტანის მალაბარის სანაპიროზე მივიდა, სადაც ის კაცთა მესათხევლე გახდა (მთ. 4:19), მოისროლა თავისი ბადე და მდიდარი ნადავლი მიიღო. სხვა მოციქულების მსგავსად, წმინდა თომაც დიდი ძალით მოწმობდა უფალ იესო ქრისტეს აღდგომას (საქ. 4:33). ინდოეთის მიწაზე მან დააარსა ქრისტიანული თემი, რომელიც დღემდე მოქმედებს“.

როგორც მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა, მოციქული თომა არის ინდოელი ხალხის მფარველი წმინდანი, რომელმაც მრავალი განსაცდელი გადაიტანა ინდოეთის მიწაზე ქრისტიანობის თითქმის ორათასწლიანი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად მრავალი უცხო ძალის ჩარევისა, ინდოელმა ქრისტიანებმა შეძლეს საკუთარი იდენტობის, საღვთისმსახურო ტრადიციისა და ენის შენარჩუნება.

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მალანკარის ორთოდოქსალური სირიული ეკლესია, როგორც ინდოეთის ძირძველი ქრისტიანული თემი, ღირსეულ ადგილს იკავებს ინდოეთის საზოგადოების ცხოვრებაში, ხელს უწყობს კონფესიათაშორის დიალოგს და რელიგიათაშორის მშვიდობას.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ძმური ურთიერთობების უპრეცედენტო დონე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მალანკარის ეკლესიას შორის, რომლებსაც კეთილი ისტორია აქვთ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებაში“, – აღნიშნა იერარქმა.

დასასრულ, სსკგ-ის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მალანკარის ეკლესიის წინამძღვარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაგზავნილი მოწვევისთვის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად და მის უწმინდესობასა და მალანკარის ეკლესიას სამახსოვრო საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب