მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.10.2023. სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბასიანეს (ზმეევი), აგრეთვე მეტოქიონის მდივნისა და თანამშრომლის ბულგარეთიდან დეპორტაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 21 სექტემბერს იმ საბაბით მოხდა, რომ თითქოს ეს პირები „საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებას“, მეტოქიონის საქმიანობა დროებით შეჩერდა და მისი ტაძარი დაიხურა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი მიდის სალოცავად რუსული ეკლესიის დაკეტილ კართან. ბულგარეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები სიწმინდესთან ახლოს, ქუჩაში, ყვავილებსა და ბარათებს ტოვებენ, და პროტესტს გამოთქვამენ ბულგარეთის ხელისუფლების პოლიციის მოქმედებათა გამო.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილესადმი მიმართვაში, ბულგარეთის უწმინდესმა პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ შეშფოთება გამოთქვა სოფიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ლიტურგიული ცხოვრების შეჩერების გამო.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უპრეცედენტოა თანამედროვე ისტორიაში და ღრმა წუხილი გამოთქვა სასულიერო პირების მიმართ დამამცირებელი და დისკრიმინაციული ზომების გამოყენებისათვის. აქ მთავრობის მიზანი აშკარაა: ზიანი მიადგეს ძმურ ხალხებსა და და-ეკლესიებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. უწმინდესმა პატრიარქმა ბულგარეთის სამთავრობო ორგანოების ქმედება დაახასიათა, როგორც არამეგობრული და უსამართლო ქმედება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონთან მიმართებით და, ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის საპატრიარქო კვლავ ინარჩუნებს მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელოს ბულგარეთის პატრიარქის წარმომადგენლის დახმარება მოსკოვის საპატრიარქო საყდართან მსახურებაში ორი ეკლესიის საკეთილდღეოდ და ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა მოსკოვში ბულგარეთის ეკლესიის მეტოქიონის საქმიანობას.
გაიზიარა რა უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს შეშფოთება ღვთისმსახურების დროებით შეწყვეტისა და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დახურვასთან დაკავშირებით, და თანაგრძნობა გამოთქვა მისი მრევლისა და სოფიის ღვთისმოსავი მოსახლეობასადმი იმის გამო, რომ აღარ შეუძლიათ შევიდნენ და მოილოცონ ბოგუჩარის მთავარეპისკოპოს წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს საფლავი, უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა მეტოქიონის საქმიანობის შეჩერებაზე ეკისრება მათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება მისი წინამძღვრისა და თანამშრომლების დეპორტაციის შესახებ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ბულგარეთის პატრიარქს და სოფიის მიტროპოლიტს აცნობა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი უახლოეს დროში დანიშნავს ახალ წინამძღვარს, რათა რაც შეიძლება მალე გაიღოს რუსული მეტოქიონის კარი. წერილი ასევე შეიცავს თხოვნას, დაეხმარონ სასულიერო პირს სოფიაში საცხოვრებელი პირობების მოწყობაში.
წერილის დასასრულს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ გამოთქვა რწმენა, რომ პოლიტიკური ძალები, რომელთა უკან დგას კაცობრიობის მტერი, ვერ შეძლებენ გაანადგურონ ქრისტეში სიყვარულისა და ძმობის მრავალსაუკუნოვანი კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს რუსეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიების თანამშრომლობას.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024