
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში დონელის მონასტერში ლოცვით პატივი მიაგეს მონასტერში დაკრძალულ ქართული სამეფო და სათავადო გვარების წარმომადგენელთა ხსოვნას





სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.09.2023. 16 სექტემბერს მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ქ. მოსკოვის დონელის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარმა, კაშირის მიტროპოლიტმა თეოგნოსტემ მონასტრის დიდ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
მიტროპოლიტ თეოგნოსტეს ლოცვა-კურთხევით დონელის მონასტერში უკვე ტრადიციულ ღვთისმსახურებაზე მიიწვიეს ქართული თემის სასულიერო პირები და ერისკაცები, რათა პატივი მიეგოთ მონასტრის სრეტენიის (მირქმის) ტაძარში დაკრძალული ქართული სამეფო და სათავადო გვარების წარმომადგენელთა ხსოვნას.
ლიტურგიაზე მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებდნენ მოსკოვის გარეთ არსებული სტავროპიგიული სამრევლოებისა და საპატრიარქო მეტოქიონების კთილმოწესე, დეკანოზი ვიქტორ სანდარი; ქ. მოსკოვის ქართული დიასპორის დიდმოწამე გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი; ქ. სანკტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე; დონელის მონასტრისა და წმინდა გიორგის ტაძრის სასულიერო პირები.
ლიტურგიული გალობები შეასრულეს დონელის მონასტრისა და ქართული დიასპორის წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ტაძრის მგალობელთა გუნდებმა.
ლიტურგია რუსულ და ქართულ ენებზე აღევლინა.
წირვის დასასრულს მეუფე თეოგნოსტემ მორწმუნეებს სამღვდელთმთავრო სიტყვით მიმართა.
შემდეგ სრეტენიის ქვედა ტაძარში ქართულ ენაზე მიცვალებულთა ლიტია აღესრულა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.11.2023
13.11.2023
13.10.2023