მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი ს…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.09.2023. 2023 წლის 5 სექტემბერს, მიტროპოლიტ ნიკოდიმის (როტოვი) გარდაცვალების 45 წლისთავთან დაკავშირებოთ აღსრულებული პანაშვიდის შემდეგ, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიესალმა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრებს და წარმოადგინა დღის წესრიგი, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს:

1. მოხსენება შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების მუშაობის შესახებ (სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე, დეკანოზი დიმიტრი ვასილენკო).

2. წლიური ანგარიში: საბაზისო საღვთისმეტყველო განათლების სისტემის განვითარება მონოზვნებისთვის. 2022 წლის შედეგი და 2023 წლის პერსპექტივები (კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე, იღუმენი პეტრე (ერემეევი).

3. წლიური ანგარიში: საპატრიარქო საბჭოს საქმიანობა კულტურის სფეროში (ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი).

4. სლავური ლიტერატურისა და კულტურის დღის აღნიშვნის რეგიონული კომპონენტის გაფართოების შესახებ (ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი).

5. საღვთისმსახურო სახარების წარდგენა ინგლისურ ენაზე (ბალაშიხასა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი).

უმაღლეს საეკლესიო საბჭოში, რომელსაც უწმინდესი პატრიარქი თავმჯდომარეობს, შედიან:

მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ეპარქიების საქმეთა სამმართველოს უფროსი, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე;

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე;

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე, კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი; მონასტრებისა და ბერმონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი ფეოგნოსტე;

კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე;

ფიზიკური კულტურისა და სპორტის საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე, მურმანსკისა და მონჩეგორსკის მიტროპოლიტი მიტროფანე;

კულტურის სფეროში საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე, ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი;

რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი;

მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს უფროსი, ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა;

საპატიმროებში მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, რამენის ეპისკოპოსი ირინარქე;

საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ვერეის ეპისკოპოსი პანტელეიმონი; ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე;

სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, ლუხოვიცის ეპისკოპოსი ეფთვიმე;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი;

მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნიკანდრო (პილიშინი);

ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა;

მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველოს უფროსი, იღუმენია ქსენია (ჩერნეგა).

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ, ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე, ზელენოგრადის ეპისკოპოსი საბა; მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, ბალაშიხასა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაზონთა განათლების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იღუმენი პეტრე (ერემეევი); მთავარი სამხედრო მღვდელმსახური იმ სასულიერო პირთა შორის, რომლებიც ზრუნავენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების სულიერ გამოკვებაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, დეკანოზი დიმიტრი ვასილენკოვი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. შჩიპკოვი.

შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საეკლესიო ჯილდოები გასცა.

გულმოდგინე მღვდელთმთავრული შრომის გათვალისწინებით და დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტავროპოლის მიტროპოლიის მეთაური, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე დაჯილდოვდა მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტის წმინდა მღვდელთმთავარ ინოკენტის II ხარისხის ორდენით.

წმიდა ეკლესიის საკეთილდღეოდ ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით და დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქ. მოსკოვის წმინდა მოწამეთა მიხეილისა და თეოდორე ჩერნიგოველთა სახ. ტაძრის წინამძღვარი, რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, წმინდა მციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი პატრიარქის სიგელით დაჯილდოვდა.

გაზიარება:
რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13.10.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب