
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.08.2023წ. 29 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქს, სან-პაულოსა და სრულიად ბრაზილიის მიტროპოლიტ დამასკინს შორის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იერარქის თანმხლები სან-პაულოს მიტროპოლიის სასულიერო პირი, მღვდელი პაისი დიასი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი მოსკოვის ოლქში, დეკანოზი დიონისე კაზანცევი და სსკგ-ის სამდივნოს თანამშრომელი მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში დიაკონი სერგი მონახოვი.
მიტროპოლიტი ანტონი გულთბილად მიესალმა სტუმარს და გაუზიარა მიმდინარე წლის თებერვალში ლათინურ ამერიკაში, კერძოდ, ბუენოს-აირესში თავისი ვიზიტის შთაბეჭდილებები, სადაც ის მონაწილეობას იღებდა მრგვალი მაგიდის სხდომებში – „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და თანამემამულენი: ლათინური ამერიკის ქვეყნებში თანამშრომლობის გამოცდილება“. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დამასკინმა სიხარული გამოთქვა, რომ რუსეთში ვიზიტის შესაძლებლობა მიეცა და აღნიშნა, რომ წარსულში არაერთხელ წვევია მოსკოვის საპატრიარქოს. იერარქებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთისა და ანტიოქიის დებ-ეკლესიებს შორის უცვლელად მეგობრული ურთიერთობა.
ძმური საუბრის პროცესში განხილულ იქნა დიასპორაში სამწყსო მოღვაწეობის ორგანიზიციული საკითხები, ასევე ეკლესიის ერთობის პრობლემატიკა და მართლმადიდებლთაშორის ურთიერთობებში არსებული თანამედროვე მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.11.2023
13.11.2023
13.10.2023