
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.08.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიუსამძიმრა 3 აგვისტოს შოვში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო!
მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. სტიქიამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, დაიკარგა და დღემდე ნანგრევების ქვეშ იმყოფება.
ვწუხვარ მოძმე ივერიელე ხალხთან ერთად და ვიმედოვნებ, რომ რთულ პირობებში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მალე წარმატებით დასრულდება და სასიხარულო ამბავს მოუტანს ყველას, ვინც ახლობლების ბედზე წუხს.
უფალმა ჩვენმა იესომ, აღდგომამ და ცხოვრებამ (ინ. 11:25), დაე განუსვენოს მიცვალებულთა სულნი, გარდამოუვლინოს ნუგეში მათ ახლობლებს და დაშავებულთ კურნება მისცეს.
ქრისტეში ძმური სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.11.2023
13.11.2023
13.10.2023