მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.07.2023. 19 ივლისს, წმინდა სერგის სამების ლავრაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ.
მღვდელთმთავართა სათათბირო მოწვეულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (ჟურნალი № 121): „ეკლესიური ცხოვრების მიმდინარე საკითხების ძმური განხილვისთვის 2023 წლის 19 ივლისს მოწვეულ იქნას მღვდელთმთავართა სათათბირო, რომელზე დასწრებაც სავალდებულოა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიების ყველა ეპარქიალური და ვიკარული ეპისკოპოსებისთვის, ხოლო საზღვარგარეთ მოქმედი ეპარქიების იერარქთა დასწრება – მოსკოვში ჩამოსვლის შესაძლებლობის მიხედვით“.
მღვდელთმთავართა სათათაბიროს გახნამდე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცა, სადაც თაყვანი სცა ღირსი სერგი რადონეჟელის პატიოასან ნეშტს. უწმინდესმა მეუფემ ასევე თაყვანი სცა ნიკონოვის ეკვდრისა და სერაპიონის პალატის სიწმინდეებს.
შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემიის დიდ სააქტო დარბაზში დაიწყო მღვდელთმთავართა სათათბიროს მუშაობა.
კრების პრეზიდიუმში იმყოფებიან: მიტროპოლიტი იუბენალი (პოიარკოვი); ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის მიტროპოლიაში პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე.
თათბირს ასევე ესწრებიან: ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი; სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი; ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო ტახტთან, არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო ტახტზთან, დეკანოზი დანიელ ანდრეიუკი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა, სადაც მიესალმა დამსწრეებს და წარმოადგინა მღვდელთმთავართა სათათბიროს შემდეგი დღის წესრიგი:
1. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მოხსენება.
მოხსენების განხილვა, საეკლესიო ცხოვრების მიმდინარე საკითხების განხილვა.
2. სინოდალური ბიბლიურ-ღვთისმეტყველური კომისიის თავმჯდომარის, უნგრეთის და ბუდაპეშტის მიტროპოლიტ ილარიონის მოხსენება კომისიის მიერ დოკუმენტის – „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებსა და მისი წარმომადგენლების გამოსვლებში ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯების შესახებ“ – მომზადებასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის განხილვა.
3. მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელის იღუმენია ქსენიას (ჩერნეგა) მოხსენება საერო კანონმდებლობაში ცვლილებების თაობაზე.
4. მღვდელთმთავართა სათათბიროს შემაჯამებელი დოკუმენტის განხილვა და მიღება (მომხსენებელი: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე).
შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წარმოადგინა ძირითადი მოხსენება, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024