მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზ…

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.21.2023. 21 მაისს, აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირას, მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თათარსტანის სამიტროპოლიტოში პირველიერარქიული ვიზიტის ფარგლებში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქ. ყაზანში ყაზანის ღვთისმშობლის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახ. საკათედრო ტაძარში.

უწმინდეს პატრიარქს საკათედრო ტაძრის კარიბჭესთან შეეგებნენ: თათარსტანის სამიტროპოლიტოს მეთაური, ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე; თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იუ.ზ. კამალტინოვი; თათარსტანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ო.ვ. კორობჩენკო.

საკათედრო ტაძარში მისვლისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მარჯვენა ეკვდერისკენ გაემართა, სადაც თაყვანი სცა კიდობანში მოთავსებულ წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილ გიორგის ნეშტის წმინდა ნაწილაკს და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის განდიდებულ ასლს. წმინდა გიორგის ნეშტის წმინდა ნაწილაკი ყაზანში 19 მაისს რუსეთის სახალხო მსოფლიო კრების დელეგაციამ ჩამოაბრძანა და დასვენებულია ყაზანის საკათედრო ტაძარში მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის. მიმდინარე წლის მაისიდან სექტემბრამდე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, კიდობანი წმიდა დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილით რუსეთის 100 ქალაქს მოივლის.

ლიტურგიაზე უწმინდეს პატრიარქს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; იოშკარ-ოლას და მარის მიტროპოლიტი იოანე; ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე; ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი; ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის მიტროპოლიტი სავატი; სარანსკისა და მორდოვას მიტროპოლიტი ზინობი; პენზისა და ნიჟნელომოვსკის მიტროპოლიტი სერაფიმე; ჩისტოპოლისა და ნიჟნეკამსკის ეპისკოპოსი პახომი; ალმეტევისა და ბუგულმინის ეპისკოპოსი მეთოდე; მს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); თათარსტანის სამიტროპოლიტოს მდივანი, მღვდელმონაზონი კირილე (კორიტკო); ყაზანის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (ვილენსკი); საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, დეკანოზი ლეონიდ კალინინი; ყაზანის ეპარქიისა და ქალაქ მოსკოვის სამღვდელოება.

წირვას ესწრებოდნენ: თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იუ.ზ. კამალტინოვი; თათარსტანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ო.ვ. კორობჩენკო; რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს სახელმწიფო სათათაბიროს დეპუტატი ტ.პ. ლარიონოვა; ქ. ყაზანის მერის პირველი მოადგილე დ.გ. კალინკინი; ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; რუსეთის სახალხო მსოფლიო კრების თავმჯდომარის მოადგილე კ.ვ. მალოფეევი; თათარსტანის რესპუბლიკის რაიონული ხელმძღვანელები.

საღვთისმსახურო საგალობლები შეასრულეს შერეულმა სამღვდელთმთავრო გუნდმა მარინა ლიტვინენკოს ხელმძღვანელობით და ყაზანის ღვთისმშობლის მონასტრის მამაკაცთა სამღვდელთმთავრო გუნდმა დენის როგოვის ხელმძღვანელობით.

სატელევიზიო არხის „თათარსტანი – ახალი ეპოქა“ ტექნიკური მხარდაჭერით, ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეარხებზე: «Союз», «Спас» და პორტალზე: «Православие в Татарстане». მორწმუნეებს ასევე შეეძლოთ ტრანსლიაციისთვის თვალყური ედევნებინათ მონასტრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით.

სამშვიდობო კვერექსი შესრულდა საეკლესიო-სლავურ და კრიაშენულ ენებზე, მცირე კვერექსი – კრიაშენულ ენაზე.

მრჩობლ კვერექსზე აღესრულა საგანგებო ვედრებები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წაიკითხა ლოცვა წმიდა რუსეთისთვის.

მიცვალებულთა კვერექსზე აღესრულა ლოცვა მარადსახსენებელ მიტროპოლიტ თეოფანეს სულის საოხად (აშურკოვი; 1947 წლის 21 მაისი - 2020 წლის 20 ნოემბერი).

ზიარების წინ ქადაგება წარმოთქვა ყაზანის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ქ. ყაზანის ქრისტეს შობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვლადიმერ სამოილენკომ,

წირვის დასრულების შემდეგ ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე უწმინდეს პატრიარქს მიესალმა და მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მღვდელმოწამე ერმოგენეს ხატი, რომელიც დაწერილია 1913 – მისი წმინდანად შერაცხვის – წელს.

ღვთისმსახურების მონაწილეებს პირველიერარქიული სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

ყაზანის საკათედრო ტაძარს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა საჩუქრად ტრაპეზის სახარება გადასცა, ხოლო ყაზანის მიტროპოლიტ კირილეს –სამკერდე ჯვარი. მორწმუნეებს კი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მღვდელთმთავარ ერმოგენეს მცირეზომის ხატები დაურიგდათ.

შემდეგ გაიმართა საეკლესიო ჯილდოების გადაცემა.

* წმიდა ეკლესიის სასიკეთოდ მოღვაწეობის გათვალისწინებით და დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დეკანოზი ანდრია დუბროვინი, ქ. ნაბერეჟნი ჩელნის ვოზნესენსკის სამაღვდელთმთავრო მეტოქიონის წინამძღვარი, ზაკამსკისა და მამადიშსკის საეკლესიო ოლქების კეთილმოწესე, თათარსტანის რესპუბლიკაში „რუსეთისა და საზღვარგარეთის კაზაკი მეომრების კავშირის" რეგიონალური ფილიალის სულიერი მოძღვარი, ყაზანის ეპარქიის კაზაკებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე დაჯილდოვდა ღირსი სერაფიმე საროველის III ხარისხის ორდენით.

* წმიდა ეკლესიის სასიკეთოდ მოღვაწეობის გათვალისწინებით და დაბადების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მღვდელმონაზონი რომანი (მოდინი), ქ. ყაზანის ახალიერუსალიმის სამღვდელთმთავრო მეტოქიონის წინამძღვარი, ყაზანის ეპარქიის სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ქ. ყაზანის მოწყალების დების სულიერი მოძღვარი დაჯილდოვდა ღირსი სერაფიმე საროველის III ხარისხის ორდენით.

* აქტიური სოციალური საქმიანობის გათვალისწინებით და დაბადების დღის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ო.ს. ვარგანოვი, თათარსტანის სამიტროპოლიტოში სოციალური საქმიანობის კოორდინატორი, ქ. ყაზანში მართლმადიდებლური დახმარების სამსახურის, «Милосердие»-ს ხელმძღვანელი დაჯილდოვდა მოსკოვის მთავრინას, ღირსი ევფროსინას ორდენის მედლით.

შემდეგ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ და ღვთისმსახურებაში მონაწილე ეპისკოპოსებმა ყვავილებით შეამკეს მიტროპოლიტ თეოფანეს (აშურკოვი) საფლავი, რომელიც მდებარეობს ყაზანის საკათედრო ტაძრის საკურთხევლის უკან. შესრულდა პანაშვიდი, გაჟღერდა „საუკუნოდ იყოს ხსენება“, ბოლოს კი იგალობეს სააღდგომო ტროპარი „ქრისტე აღდგა“.

შემდეგ შედგა უშუალო ურთიერთობა მის უწმინდესობასა და თათარსტანის რესპუბლიკაში რუსეთის სახალხო მსოფლიო კრების რეგიონალური განყოფილების წევრებს შორის, რომლებიც საპატრიარქო წირვაზე ლოცულობდნენ.

„ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ წინსვლის და გარკვეული მიზნების მისაღწევად; სწორედ ამისთვის შეიქმნა რუსეთის სახალხო მსოფლიო კრება. როდესაც ეს აზრი მომივიდა, მაშინ ჯერ კიდევ მიტროპოლიტი ვიყავი, ყველაფერი მარტივი არ იყო. ბევრმა გაკვირვება გამოთქვა, იყო კრიტიკა ჩვენი ლიბერალი კოლეგების მხრიდან. მაგრამ შემდეგ ცხოვრებამ აჩვენა, რომ კრება მართლაც იქცა თანამოაზრეების შეხვედრის პლატფორმად, რომლებიც ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ მართლმადიდებლური იდეები, მართლმადიდებლური სულიერი და ზნეობრივი ნორმები შეიწყნაროს ჩვენმა საზოგადოებამ. მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის დიდი კულტურული სამუშაო, რასაც კრება ასრულებს“, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

***

ქ. ყაზანის ღვთისმშობლის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის სახ. საკათედრო ტაძარი 1798-1808 წლებში აშენდა ყაზანელი არქიტექტორის ფ.ე. ემელიანოვის მიერ ი.ს. სტაროვის პროექტით. ტაძარი აშენდა ძველი საკათედრო ტაძრის ადგილზე, რომელიც ააგეს 1595 წელს, ხოლო დაანგრიეს (ააფეთქეს) – 1932 წელს.

2015 წლის 4 ნოემბერს თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რ.ნ. მინიხანოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზანის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ. 2016 წლის 21 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტაძრის საძირკველი აკურთხა ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის გამოჩენის ადგილზე.

დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მშენებლობას ეხმარებოდნენ, ასევე, ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი თეოფანე (1947-2020) და თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი, თათარსტანის რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღორძინების რესპუბლიკური ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მ.შ. შაიმიევი.

ყაზანის საკათედრო ტაძრის აღდგენის პროექტი შეიმუშავა სახელმწიფო უნიტარული საწარმო „Татинвестгражданпроект“-ის გუნდმა, მშენებლობის გენერალური კონტრაქტორი გახდა კომპანია „Евростройхолдинг“. ტაძრის მოხატვა, კანკელების დეკორი და ხატების დაწერა კანკელებისთვის შეასრულა „პახომოვის სახელოსნომ“ (სტავროპოლი), გამოქვაბულის ტაძრის გამშვენება – კომპანია „Домострой“-მ (მოსკოვი).
ისტორიულად ტაძრის ფასადებს ამშვენებდა მეტალზე შესრულებული ხატები, ახალი ტაძრის ფასადები კი მოზაიკით არის შემკული.

ისტორიულ საძირკველზე აღმართული ტაძრის ახალი შენობა თათარსტანის დედაქალაქის ერთ-ერთ არქიტექტურულ დომინანტად იქცა.

2021 წლის 21 ივლისს, ქალაქ ყაზანში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების (1579 წ.) დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ აღორძინებული ყაზანის საკათედრო ტაძრის დიდი კურთხევის წესი შეასრულა.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს კიევ-პეჩერის ლავრის დაპყრობის ახალ მცდელობებთან დაკავშირებით მიმართა

14.07.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება კიევ-პეჩერის ლავრიდან მორწმუნეთა გაძევების მცდელობებთან დაკავშირებით

14.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას სსკგ-ის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს

21.06.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

16.06.2023

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა წმინდა ეგიდის თემის ხელმძღვანელობასთან

15.06.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა წმიდა საყდრის მდივანთან სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში

15.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب