მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინო…

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.16.2023. 16 მარტს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა:

„გულითადად მივესალმები წმინდა სინოდის ყველა წევრს.

თქვენთან ერთად შევიკრიბეთ მორიგ სხდომაზე და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის წმინდა სინოდის რიგით მე-80 სხდომა საპატრიარქო ტახტზე ჩემი არჩევის შემდეგ. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის თუ საიუბილეო არა, მრგვალი თარიღი მაინც.

მე ახლახან მქონდა შესაძლებლობა, ტელევიზიით გამოვსულიყავი და გამომეთქვა ჩემი ღრმა შეშფოთება იმის შესახებ, რაც კიევში ხდება. კიევის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს თავის ერთგულებას განვითარების ევროპული გზისადმი და, მაშასადამე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, უხეშად არღვევს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს და პრაქტიკულად აძევებს სამონასტრო თემს კიევ-პეჩერის ლავრიდან. რა არის ეს, თუ არა თვით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპის აბუჩად აგდება? შეიძლება განა დაუჯერო რეჟიმს, რომელიც აცხადებს, რომ იცავს განვითარების დემოკრატიულ გზას, და აქვე უხეშად არღვევს უფლებებსა და თავისუფლებებს ისე, როგორც საბჭოთა დროშიც კი ასე ყოველთვის არ ირღვეოდა? ეს ნიშნავს, რომ ამ ორაზროვნებაში ვლინდება რაღაც ღრმა შიდა კონფლიქტი უკრაინული საზოგადოებისა, რაღაც ონტოლოგიური უსამართლობა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ, რომ უფალმა მისცეს ძალები ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში, რომ გაუძლონ მორიგ დევნას – ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. ჩვენ ყველანი მათთან ერთად უნდა ვიყოთ ლოცვაში. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, რათა მივაპყროთ ყურადღება ევროპის ცენტრში ამ ამაზრზენ უმსგავსოებას. კარგი არაფერი გამოვა აქედან! მთელი საბჭოთა კავშირი თავისი ათეისტური ძალით, ანტირელიგიურ საქმიანობაზე ორიენტირებული, ცდილობდა მართლმადიდებლური სარწმუნოების მოსპობას, მონასტრების დახურვას. ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდა ეს – გაქრა ათეისტური ძალა, ეკლესია კი, როგორც იყო, ისევ ისეა. რატომ? იმიტომ რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას (მთ. 16:18). დროდადრო უფალი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, შესაძლოა იმიტომ, რომ განვმტკიცდეთ რწმენაში, ღვთის სასოებაში, რათა ჩვენი ლოცვა გაძლიერდეს და ჩვენი მიდგომა ამ პრობლემებისადმი, რომლებიც დღეს ჩვენს სამწყსოს არელვებს, მწყემსურად მგრძნობიარე გახდეს.

კვლავ და კვლავ ყველას მოგიწოდებთ, ილოცოთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ჩვენი ძმებისა და დებისთვის, და ვთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი ძალით, თავისი მადლით გააძლიეროს ჩვენი ტანჯული ძმები აღმსარებლობით გზაზე“.

შემდეგ წმინდა სინოდის წევრები შეუდგნენ მუშაობას დღის წესრიგის მიხედვით. სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება სინოდის ჟურნალები.

წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსონოფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოს პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი.

წმინდა სინოდის დროებითი წევრები არიან: ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი; ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი; კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი; პეტროპავლოვსკისა და კამჩატკის მთავარეპისკოპოსი თეოდორე; კალაჩინისა და მურომცევის ეპისკოპოსი პეტრე.

 

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

04.06.2023

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით შედგა უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადაცემა

08.06.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

04.06.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب