მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და სა…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.03.2023. 2023 წლის 11 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რიგ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წერილებით მიმართა, სადაც გაუზიარა ღრმა შეშფოთება უკრაინის მართლმადიდებელ ქრისტიანებზე სახელმწიფოს ზეწოლის მკვეთრი გაძლიერების გამო. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 10 მარტს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ეროვნული ნაკრძალის „კიევ-პეჩერის ლავრის“ ხელმძღვანელობამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის მიძინების კიევ-პეჩერის ლავრის თემს აცნობა ტაძრებითა და მონასტრის ნაგებობებით სარგებლობით შეთანხმების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა სავანის ტერიტორიის დატოვება 29 მარტამდე.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ზეწოლის მთელი რიგი ზომები კიევ-პეჩერის ლავრის სამონასტრო თემზე. მან, კერძოდ, გაიხსენა 2022 წლის ნოემბერში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მონასტრის შენობებისა და ბინადართა საცხოვრებელი ადგილების დამამცირებელი ჩხრეკა და იმავე წლის 31 დეკემბერს მონასტერთან ხელშეკრულების გაწყვეტა სავანის ორი უდიდესი ტაძრის გამოყენების თაობაზე. ზეწოლას წარმოადგენს ასევე მრავალთვიანი ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო მედია და ტელეარხების საშუალებით, აგრეთვე რადიკალი პოლიტიკოსების, რელიგიური და საზოგადო მოღვაწეების ჩართულობით, რომელიც მიმართულია მონასტრის წინააღმდეგ თემისთვის მისი ჩამორთმევის და ძალადობრივი მიტაცების მოწოდებითაც კი.

„კიევ-პეჩერის ლავრა – ეს არის კიევის რუსის პირველი მონასტერი, რომელიც XI საუკუნიდან არსებობს და წარმოადგენს რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხების საერთო სულიერ და მონაზვნური ტრადიციების ფუძემდებელს. ეს არის ჩვენი ცივილიზაციისა და ეროვნული კულტურების აკვანი, – იხსენებს პატრიარქი კირილე. – აქ დაიწერა ძველი რუსეთის პირველი ისტორიული ძეგლი –„გასული წლების ზღაპარი", აქედან იღებს სათავეს ჩვენი ხალხების მწერლობა და ლიტერატურა. მონასტრის ათასწლიანი ისტორიის მანძილზე მას არაერთხელ განუცადა დარბევები, უცხოური დაპყრობები და ქრისტიანთა აშკარა დევნა. მაგრამ მხოლოდ მე-20 საუკუნეში მებრძოლი ათეისტური ხელისუფლების ზეობის პერიოდში იდევნებოდნენ მოანაზვნების კიევ-პეჩერის ლავრის მონასტრიდან“.

ამასთან, როგორც უწმინდესმა მეუფემ აღნიშნა, „მონაზონთა ახალმა თაობებმა კვლავ აღადგინეს სავანე და კოლოსალური შრომა და დიდი სახსრები ჩადეს სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დახმარების ან საერთოდ მისი არარსებობის პირობებში – იყო ეს სავანის რესტავრაცია თუ მიძინებისა და სატრაპეზოს ამჯერად წართმეული ტაძრების აღდგენა, მაგრამ რაც მთავარია – ეს იყო მასში ძველი სულიერი ტრადიციებისა და სრულფასოვანი სამონასტრო ცხოვრების აღორძინება“.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა, რომ დღეს კიევ-პეჩერის ლავრა არის საყოველთაო მართლმადიდებლური მნიშვნელობის სიწმინდე, რომლის ტაძრებსაც ათასობით მომლოცველი სტუმრობს. მან აღნიშნა: „ლავრა რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს მართლმადიდებლურ მონასტრად მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს ორასზე მეტ მონაზონსა და მორჩილს. მის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ცენტრი, ცხოვრობს ასობით მომავალი მღვდელმსახური – კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმას, რომ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული სახელმწიფო ხელისუფლების წაყენებული ულტიმატუმი კიევ-პეჩერის მონასტრისადმი, „ყურადღებას იქცევს მასში იურიდიული დასაბუთების არარსებობით“. თანაც, „გარკვეული კომისიის მუშაობა მონასტრის ეკონომიკურ საქმიანობაში დარღვევების მოსაძიებლად არ იყო გამჭვირვალე და მისი რეპრესიული მიზანი – ლავრიდან მონაზონთა სრული განდევნა – არ დაუმალავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც საერო ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს“.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როდესაც უკრაინის სახელმწიფო ხელმძღვანელობა აცხადებს თავის ერთგულებას დემოკრატიული ნორმების, განვითარების ევროპული გზის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისადმი, ეს უფლებები და თავისუფლებები ახლა ყველაზე აშკარად ირღვევა“, – ხაზგასმით აღნიშნა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემა.

მისმა უწმინდესობამ მიმართა რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოწოდებით, რომ „ყოველგვარი ძალისხმევა გამოიჩინონ, მონასტრის იძულებითი დახურვის თავიდან ასაცილებლად, რაც გამოიწვევს მილიონობით უკრაინელი მორწმუნის რელიგიური თავისუფლების უფლების დარღვევას, რაც გარანტირებულია უკრაინის კონსტიტუციით, ასევე გაეროს წესდებით და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით; დეკლარაციით რელიგიაზე ან რწმენაზე დაფუძნებული შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და მრავალი სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის აქტით“.

მიმართვები გაეგზავნათ, კერძოდ, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს; რომის პაპ ფრანცისკეს; კოპტური ეკლესიის პატრიარქ ტავადროს II-ს; ანგლიკანური საზოგადოების მეთაურს, კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის; ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ ჯერი პილეუს; გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ფოლკერ ტიურკუს; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორს მატეო მეკაჩს.

 

 



 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

04.06.2023

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით შედგა უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადაცემა

08.06.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

04.06.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب