
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 45 წლისთავი მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.2022. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ინტრონიზაციის 45 წლისთავი მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო!
გულითადად გილოცავ ღირსშესანიშნავ თარიღს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 45 წლისთავს.
თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის საწინამძღვრო მსახურება – უამრავი მოვლენით სავსე მთელი ეპოქაა ივერიის უძველესი ეკლესიის ცხოვრებაში. ეს არის ღვთისმბრძოლობის მძიმე ათწლეულებიც, რომლებიც ჩვენმა ძმურმა ხალხებმა ერთად განიცადეს, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთული წლებიც და საერთაშორისო კრიზისებისა თუ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური რყევების დრამატული ეპიზოდებიც. თქვენი ბრძნული წინამძღვრობით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსეულად გადალახა ყველა ეს განსაცდელი.
ღვთის წყალობით, წმინდა ნინოს მიწაზე დადგა დრო ღვთივკურთხეული საეკლესიო აღორძინებისა: ფრიად განმრავლდა მორწმუნეთა რიცხვი (საქ. 6:7), აღდგა და აშენდა ტაძრები და მონასტრები, გაიხსნა სასულიერო სკოლები, დინამიური განვითარება ჰპოვა სოციალურმა და საეკლესიო საქმიანობის სხვა მნიშვნელოვანმა მიმართულებებმა.
თქვენი პატრიარქობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თქვენ მოიხვეჭეთ უდავო ავტორიტეტი მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, საქართველოს მღვდელთმთავრების, სამღვდელოების და მრევლის გუწრფელი სიყვარული. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში თქვენ ასევე ღრმა პატივს მოგაგებენ და ლოცულობენ თქვენი ჯანმრთელობისა და ცხონებისათვის.
ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შუამდგომლობით, დაე უფალი თანა-შეგეწიოთ თქვენს შემდგომ საწინამძღვრო მსახურებაში, – სულის სიმშვიდის, გულის სიხარულის და ძალების სიმტკიცის გარდამოვლენით მრავალჟამიერ.
ურყევი ძმური სიყვარულით უფალ იესოში
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
16.03.2023
24.02.2023