მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქად მანჰეტენ…

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქად მანჰეტენის ეპისკოპოსი ნიკოლოზი გამოარჩიეს


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.09.2022. 13 სექტემბერს საღმრთო ლიტურგიისა და პარაკლისის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის (აშშ) ზნამენიეს საკათედრო ტაძარში მუშაობა დაიწყო რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრებამ. მასში მონაწილეებმა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქად მანჰეტენის ეპისკოპოსი ნიკოლოზი გამოირჩიეს, – იტყობინება რსმე-ის საიტი.

2007 წლის 17 მაისის კანონიკური ერთობის აქტის შესაბამისად, რსმე-ის სამღვდელთმთავრო კრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გაუგზავნის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ აქტს შემდგარი გამორჩევის თაობაზე, აგრეთვე შუამდგომლობას პირველიერარქად სახელდებულის მხრიდან ძმები-მღვდელთმთავრების მიერ მასზედ დაკისრებულ თანამდებობებზე კურთხევის მიღებაზე და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მისი გამორჩევის დამტკიცების შესახებ.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ახალგამორჩეული პირველიერარქის აღსაყდრება 18 სექტემბერს არის დაგეგმილი. მას გადაეცემა სამღვდელთმთავრო კვერთხი, რომელიც ნაკურთხია წმინდა მღვდელთმთავრისა და აღმსარებლის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ტიხონის პატიოსანი ნაწილების ლუსკუმაზე.

*

ეპისკოპოსი ნიკოლოზი დაიბადა 1974 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ტრენტონში (აშშ, ნიუ-ჯერსის შტატი).

1998 წ. დაამთავრა წმიდა სამების სასულიერო სემინარია ჯორდანვილში ღვთისმეტყველების ბაკალავრის ხარისხით. სემინარიაში სწავლის პერიოდში მუშაობდა წმიდა სამების მონასტერში წიგნსაკინძ და ხატების დასამზადებელ სახელოსნოებში და 2002 წლამდე – მონასტერის ტიპოგრაფიაში.

2000 წ. დაამთავრა State University of New York Technology School ინფორმაციისა და კომუნიკაციის ბაკალავრის ხარისხით.

1999 წ. მარტიდან 2008 წ. მარტამდე მთავარეპისკოპოს ლავროსის (შკურლა; 2001 წ. მარტიდან 2008 წ. მარტამდე – მიტროპოლიტი) მესენაკის მორჩილებას ასრულებდა 2004 წლის მაისში რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქს მიტროპოლიტ ლავროსს თან ახლდა რუსეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას. 2006 წლის მაისში მონაწილეობდა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის IV გაფართოებული კრების მუშაობაში.

2004 წლის 12 ივნისს აღმოსავლეთ-ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტ ლავროსის მიერ ხელთდასხმულ იქნა დიაკვნად ჯორდანვილის წმიდა სამების მონასტერში.

2007 წლის მაისში მონაწილეობდა კანონიკური ერთობის აქტის ხელმოწერის ზეიმში, რის შემდეგაც მიტროპოლიტ ლავროსის თანმხლები გახდა კურსკის ეპარქიასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობით მოგზაურობაში.

2008 წლის სექტემბერში რსმე-ის სამღვდელთმთავრო სინოდის კაცელარიის თანამშრომლად დაინიშნა.

2009 და 2010 წლებში რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დელეგაციაში თან ახლდა კურსკის კორენის ღვთისმშობლის ხატს რუსეთსა და უკრაინაში. 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა ამ ხატის მცველად. მას შემდეგ ამ სიწმინდეს არაერთხელ ახლდა სხვადასხვა ქვეყანაში და კონტინენტზე.

2011 წლის იანვრიდან ნიუ-იორკის ზნამენიეს საკათედრო ტაძრის კლირიკოსია.

რსმე-ის სამღვდელთმთავრო სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანჰეტენის ეპისკოპოსად და აღმოსავლეთ-ამერიკის ეპარქიის ვიკარიუსად. ეს გამორჩევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2014 წლის 19 მარტის განჩინებით დაამტკიცა.

2014 წლის 4 აპრილს ჯორდანვილის წმიდა სამების მონასტერში სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლუკამ (მურლიანკა) მონაზვნად აღკვეცა ნიკოლოზის სახელით (წმიდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზ იაპონელის საპატივცემულოდ). 27 აპრილს ბერლინისა და გერმანიის მთავარეპისკოპოსმა მარკოზმა არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

ეპისკოპოსად სახელდება შედგა 28 ივნისს, ქიროტონია – 2014 წლის 29 ივნისს სან-ფგრანცისკოში ღვთისმშობლის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახ. საკათედრო ტაძარში. საღმრთო მსახურებას უძღვებოდა აღმოსავლეთ-ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ილარიონი.

რსმე-ის სამღვდელთმთავრო სინოდის 2022 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა რსმე-ის პირველიერარქის კანცელარიის გამგედ.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქ ილარიონის (კაპრალი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 17 მაისს დაინიშნა აღმოსავლეთ-ამერიკის ეპარქიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად.

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს ანგელოზის დღე მიულოცა

17.12.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

28.12.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის რიგი თანამშრომლები დააჯილდოვა

27.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ს საწინამძღვრო მსახურების 45 წლისთავი მიულოცა

25.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب