მთავარი გვერდი ახალი ამბები
დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ა…

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა


   

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.09.2022. 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გერმანის ქალაქ კარლსრუეში ჩატარდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მეთაურობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, საპატრიარქო ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ: საპატრიარქო ეგზარქოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგი; საპატრიარქო ეგზარქოსი აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე; ასტანის ეპარქიის ვიკარი, კასკელენის ეპისკოპოსი გენადი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოზე და ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში, დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი; სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მართლმადიდებლური წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი, დეკანოზი ვალენტინ ვასეჩკო; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ვლადიმერ ხულაპი; სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთა შორის ურთიერთობათა საკითხებში, მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის უფროსი, მღვდელი ილია კოსიხი; მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი, მღვდელი ანტონი ბორისოვი; სსკგ-ის სანკტ-პეტერბურგის ფილიალის რეფერენტი, მღვდელი ვიაჩესლავ ზავალნი; სსკგ-ის თავმჯდომარის რეფერენტი, მღვდელი ალექსანდრე ერშოვი; სსკგ-ის ქრისტიანთაშორისო ურთიერთობების სამდივნოს თანამშრომელი, ბერდიაკონი პეტრე (ახმატხანოვი); სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის საკითხებში ვ.ვ. ყიფშიძე; სსკგ-ის სამდივნოს თანამშრომლები ქრისტიანთაშორისო ურთიერთობებში მ.ბ. ნელიუბოვა და ს.ვ. ჩემპიონი; ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდანთა მეთოდესა და კირილეს სახ. თეოლოგიური ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდოლოგიური განყოფილების მეთოდისტი ე.ვ. ერტოში.

გახსნის ცერემონია 31 აგვისტოს კარლსრუეს კონგრეს-ცენტრში შედგა.

ასამბლეის სხდომებზე განხილულ საკითხებს შორის იყო – ქრისტიანული სოლიდარობა და ურთიერთდახმარება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ქრისტიანთა დევნის რეალობაში, წმინდა მიწაზე ქრისტიანთა მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარებები, ევროპაში მშვიდობიანი თანაარსებობის საკითხები. განხილულ იქნა ასევე ეკონომიური და სოციალური უსამართლობის, რასიზმისა და ქსენოფობიის, ადამიანთა უფლებების დარღვევის პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში. იყო მსჯელობა ასევე ეკოლოგიისა და COVID-19 პანდემიის შედეგებთან დაკავშირებით.

საერთო ჯამში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობвф ორი ათასზე მეტი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან.

ემს-ს ასამბლეის მუშაობის პირველი დღის დასრულების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ თათბირი გამართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან. მეუფემ მათ კეთილი სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან. დელეგაციის მეთაურმა დელეგატებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომიტეტების მუშაობაში, ასევე, მტკიცედ გამოხატონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ასამბლეა წამოჭრის.

იგი ასევე კომენტარებით გამოვიდა გფრ-ის პრეზიდენტის ფ-ვ. შტაიმაინერის განხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ფორუმის გახსნაზე თავის სიტყვაში ეჭვქვეშ დააყენა ასამბლეაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

1 სექტემბერს შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან, რომლის მსვლელლობაშიც ხაზგასმულ იქნა, რომ ემს უნდა რჩებოდეს ყველა ქრისტიანისთვის ღია სადიალოგო პლატფორმად, და რომ ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რაიმენაირი იზოლაციის თაობაზე.

ასამბლეაზე შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის შეხვედრები ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-თან, ინგლისის ეკლესიების მეთაურთან, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბთან, კოპტის ეკლესიის დელეგაციასთან, მსოფლიო ევანგელისტური ალიანსის გენერალურ მდივანთან ტ. შირმახერთან, ესტონეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოს ურმას ვილმოსთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის იერარქებთან – ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტ მარკოზთან და შტუტგარდის ეპისკოპოს იობთან, ასევე ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველთან – მთავარეპისკოპოს ტიხონთან.

8 სექტემბერს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალურიმ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მიღებულ იქნა რიგი შემაჯამებელი დოკუმენტი, მათ შორის, ემს-ს შიდა მოწყობის შესახებ, ქრისტიანების წინაშე მდგარი გამოწვევების თეოლოგიური გააზრების შესახებ, ასევე ვითარებების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში: ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, კორეის ნახევაკუნძულზე, ოკეანეთსა და ევროპაში. აღნიშნეს რა XI გენერალური ასამბლეის მთავარი თემა „ქრისტეს სიყვარულს მიჰყავს მსოფლიო შერიგებისა და ერთობისკენ“, დელეგატებმა აღიარეს ემს-ს წევრებს შორის არსებული თეოლოგიური, კანონიკური და სხვა სახის განსხვავებები, თუმცა სურვილი გამოთქვეს, შემდგომშიც ერთობლივად იმოქმედონ ქრისტიანთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე სახარებისეული სწავლების დამოწმების საქმეში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურმა კომენტარი გააკეთა ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტზე – „ომი უკრაინაში, მშვიდობა და სამართლიანობა ევროპის რეგიონში“.

 

გაზიარება:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب