მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა…

შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.09.2022. 1 სექტემბერს ქ. კარლსრუეში (გერმანია) შედგა შეხვედრა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობასა და მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას შორის, რომელსაც მეთაურობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპლიტი ანტონი.

ემს-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იოანე საუკა, ემს-ს ცენტრალური კომიტეტის მოდერატორი დ-რი აგნეს აბუომი, ემს-ს ცენტრალური კომიტეტის ვიცე-მოდერატორები ტირგოვიშტის მიტროპოლიტი ნიფონი და მერი ენ სვენსონი, ემს-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის თანა-მოდერატორი კონსენსუსისა და თანამშრომლობის საკითხებში ეპისკოპოსი სიმო პეურა.

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის მიმართ მისასალმებელ სიტყვაში დეკანოზმა იოანე საუკამ, კერძოდ, თქვა: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ჩვენ ვსაუბრობთ რწმენის, და არა პოლიტიკის ენაზე, ჩვენ ყველასთვის ღია პლატფორმა ვართ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი საძმოს სრულფასოვანი წევრია“. მან ისაუბრა უკრაინის თემასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კონფრონტაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ გენერალურ ასამბლეაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რაიმენაირი იზოლაციის თაობაზე.

ემს-ს ცკ-ის მოდერატორმა აღნიშნა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პოზიცია ამ ორგანიზაციაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობასთან დაკავშირებით, შეესაბამება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილიბებს, რომელთა თანახმადაც ემს ყველა ქრისტიანისთვის უნდა რჩებოდეს ღია სადიალოგო პლატფორმად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მიმართ სიტყვაში ემს-ს ცკ-ის ვიცე-მოდერატორმა ტირგოვიშტის მიტროპოლიტმა ნიფონმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია „ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, მიუხედავად ყველა არსებული სირთულისა“.

საპასუხო სიტყვაში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბრძანა: „ემს-ს XI გენერალურ ასამბლეაზე ჩვენ ჩამოვედით როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქო ემს-ში გაწევრიანდა 1961 წელს, კაცობრიობამ მრავალი რყევა განიცადა, მრავალჯერ შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ შეგვიძლია დაუბრკოლებლად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმსხვილესი რელიგიური ორგანიზაციის მუშაობაში, რომლის მიზანია – ილაპარაკოს არა პოლიტიკაზე, არამედ მსოფლიოსთვის ქრისტიანულ გზავნილზე“.

სსკგ-ის თავმჯდომარე შეეხო უკრაინის კრიზისს და აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად. იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით ტაძრებში ყოველი საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აღევლინება ლოცვები მშვიდობის დამყარებისთვის, ეკლესია მონაწილეობს სამხედრო ქმედებებისგან დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში, ახორციელებს მასშტაბურ პროგრამებს ლტოლვილების შესაწევნელად.

ამასთან კავშირში მიტროპოლიტმა ანტონიმ კატეგორიულად გააპროტესტა გფრ-ის პრეზიდენტის ფ.-ვ. შტაინმაიერის დაუსაბუთებული კრიტიკა საკუთარ გამოსვლაში მოსკოვის საპატრიარქოსთან მიმართებით და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რელიგიური ფაქტორის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

შეხვედრის დასასრულს ემს-ს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

 

გაზიარება:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب