მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთშ…

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში


 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.07.2022. 29 ივლისს მოსკოვში დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა იორდანიის ხაშიმატის სამეფოს ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ხალიდ შავაბკოსთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი).

ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას შეხვედრის შესაძლებლობისთვის და პატრიარქ კირილეს გადასცა პატივისცემის დამადასტურებელი სიტყვები იორდანიიის მეფე აბდალა II-ისგან, – მის მიერ ეკლესიისა და ქრისტიანული წმინდა ადგილების სასიკეთოდ გაწეული ღვაწლისთვის.

მისმა უწმინდესობამ გულთბილი მადლობა გადაუხადა გადაცემული მისალმებისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიას დიდი ხანია იორდანიასთან მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. მათ რიცხვში პატრიარქმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ ფაქტორისათვის ხელშემწყობ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ამგვარი კონტაქტებისადმი მისი აღმატებულების იორდანიის მეფე აბდალა II-ისა და მისი ოჯახის მხრიდან, ასევე ამ ქვეყნის ხალხის მხრიდან.

„სახელმწიფო საზღვრები არ ყოფს წმინდა მიწას – ის ერთიანია. იორდანია ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწილია წმინდა მიწისა. სწორედ ამიტომ ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ აგვეშენებინა მომლოცველობის ცენტრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა რუსეთიდან ჩამოსულ მომლოცველებს, რომლებსაც წმინდა მიწაზე მოგზაურობა სურთ, შესაძლებლობა მიეცეთ, მოილოცონ როგორც ისრაელი, ისე იორდანია, ასევე, რა თქმა უნდა, პალესტინის ავტონომია, – განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. – თვით ის ფაქტი, რომ წმინდა მიწა რუსი მართლმადიდებლების გულის ნაწილია, ძალიან დიდ პერსპექტივებს უხსნის მომლოცველობის შემდგომ განვითარებას, რაც ნიშნავს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“.

პატრიარქმა კირილემ განსაკუთრებით გაიხსენა თავისი ვიზიტი იორდანიაში 2020 წლის თებერვალში და მისი შეხვედრა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებთან და წარმომადგენლებთან. უწმინდესმა მეუფემ აღნიშნა, რომ ამ ისტორიულ შეკრებას „დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიების კონსოლიდაციის საქმეში საკმაოდ რთულ პერიოდში“. მან მადლიერებით აღნიშნა ასევე ამ ინიციატივისადმი „ფრიად დადებითი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება“ მისი აღმატებულების მეფე აბდალა II-ის მხრიდან.

უწმინდესი მეუფე შეეხო აგრეთვე იორადანიასთან თანამშრომლობის რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას. მან, კერძოდ, გაიხსენა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომაწილეობით სკოლების მშენებლობა ქ. დიბინში, ასევე სტუდენტების სწავლის პროგრამების რეალიზაცია, რომლებიც იორდანიიდან რუსეთის ფედერაციაში ჩადიან. „ყველა ეს ინიციატივები და პროგრამები, რომლებიც კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ხორციელდება, – რადგან არაფერი აყენებს ჩრდილს ჩვენს ურთიერთობებს, – ნამდვილად ეხმარება ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებას“, – ბრძანა პატრიარქმა კირილემ. მან იმედი გამოთქვა ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ორი ქვეყნის მორწმუნე ხალხს შორის – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და იორდანიის რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით. კერძოდ, იერუსალიმის საპატრიარქოს მონაწილეობით, რომლის კანონიკურ ტერიტორიასაც მიეკუთვნება ეს ქვეყანა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

06.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب