მთავარი გვერდი ახალი ამბები
ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600&…

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა


კომუნიკაციის სამსახური, 17.07.22. 2022 წლის 17-18 ივლისს წმინდა სერგის სამების ლავრა და რუსეთის მთელი მართლმადიდებელი ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილებისა და ლავრის სამების საკათედრო ტაძრის დაარსების მე-600 წლისთავს.  

საიუბილეო ღონისძიებების ცენტრალური მოვლენები იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიერ აღსრულებული საზეიმო ღვთისმსახურებები მღვდელთმთავართა და სამღვდელოთა კრებულის თანამსახურებით წმინდა სერგის სამების საკათედრო ტაძრისწინა მოედანზე.

17 ივლისს, ღირსი სერგის პატიოსანი წმინდა ნაწილების მოპოვების (1422) დღესასწაულის წინა საღამოს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრის საკათედრო ტაძრისწინა მოედანზე ღამისთევის მსახურება აღასრულა.

18 ივლისს, რუსეთის მიწის იღუმენის პატიოსანი წმინდა ნაწილების პოვნის 600 წლის თავზე, უწმინდესმა მეუფემ ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურება სავანის საკათედრო ტაძრისწინა მოედანზე ჩატარდა ღირსი სერგი რადონეჟელის პატივდებული ხატის წინაშე.

საყდარი დადგმული იყო საფარქვეშ ფიცარნაგზე, წმინდა სერგის სამების ლავრის მიძინების ტაძრის წინ.

მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუააზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში, კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პირველი ვიკარიოსი ქ. მოსკოვში, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; სამარისა და ახალკუიბიშევის მიტროპოლიტი სერგი; ლიპეცკისა და ზადონის მიტროპოლიტი არსენი; იაროსლავისა და როსტოვის მიტროპოლიტი ვადიმი; უფისა და ბაშკირეთის მიტროპოლიტი ნიკონი; ტობოლისა და ტიუმენის მიტროპოლიტი დიმიტრი; კურსკისა და რილის მიტროპოლიტი გერმანე; ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი; ივანე-ფრანკოვსკისა და კოლომის მიტროპოლიტი სერაფიმე; ყაზანისა და თათარეთის მიტროპოლიტი კირილე; ივანო-ვოზნესენსკისა და ვიჩუგის მიტროპოლიტი იოსები; ბრიანსკისა და სევის მიტროპოლიტი ალექსანდრე; მონასტრებისა და მონაზონთა შესახებ საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე; ტამბოვისა და რასკაზოვის მიტროპოლიტი თეოდოსი; ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი; ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამროსი; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპატრიარქო ეგზარქოსი, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგი; ლუგანსკისა და ალჩევის მიტროპოლიტი პანტელეიმონი; ორლოვისა და ბოლხოვის მიტროპოლიტი ტიხონი; სარანსკისა და მორდოვის მიტროპოლიტი ზინობი; ხაბაროვსკისა და ამურისპირეთის მიტროპოლიტი არტემი; ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტი პავლე; სარატოვისა და ვოლსკის მიტროპოლიტი ეგნატე; ვლადივოსტოკისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ირკუტსკისა და ანგარის მიტროპოლიტი მაქსიმილიანე; ბარნაულისა და ალტაის მიტროპოლიტი სერგი; პენზისა და ნიჟნელომოვის მიტროპოლიტი სერაფიმე; სმოლენსკისა და დოროგობუჟის მიტროპოლიტი ისიდორე; ჩიტისა და პეტროვ-ზაბაიკალიის მიტროპოლიტი დიმიტრი; კორეის მთავარეპისკოპოსი თეოფანე; წმინდა სერგის სამების წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სერგი-პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოსი თომა; მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი, ზვენიგოროდის ეპისკოპოსი თეოდორიტე; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა კრებული.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შემდეგი მღვდელთმთავრებმი და სასულიერო პირები: ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი; ჩეხეთის მიწებისა და სლოვანეთის წარმომადგენელი მოსკოვის პატრიარქის საყდართან, არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი).

უწმინდეს მეუფეს ასევე თანამსახურებდნენ: ეკლესიის ისტორიის დოქტორი, წმინდა სერგის სამების ლავრის ბინადარი, არქიმანდრიტი მაკარი (ვერეტენიკოვი); მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქ. მოსკოვში, პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი; უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); რიგი სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვართა ადგინმონაცვლენი; წმინდა სერგის სამების ლავრისა და სავანის მეტოქიონის მკვიდრნი სასულიერო პირნი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი ეპარქიების სამღვდელოება.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ა.დ. ბეგლოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის (სათათბიროს) საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პ.ე. სლუცკი; რფ-ის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ს.ა. პახომოვი; რფ-ს ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის საკუთრების, ქონებისა და მიწის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი ს.ა. გავრილოვი; რფ-ს ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ქ. მოსკოვის მერის მრჩეველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი მშენებლობის საკითხებში, ქ. მოსკოვში მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის პროგრამების კურატორი ვ.ი. რესინი; მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მ.იუ. პტიცინი; რუსეთის ქიმიკოსთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ა.გ გურიევი; რუსეთის სასუქის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ა.ა. გურიევი; «ГМК "Норильский никель"» ПАО-ს ფინანსური დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტი ს.გ. მალიშევი; ზოგადრუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის, „მართლმადიდებლური რუსეთი“, სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი; სერგი-პოსადის საქალაქო ოლქის მეთაური მ.იუ. ტოკარევი.

ლიტურგიაზე ლოცულობდნენ მონასტრებისა და მონაზონთა შესახებ საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ზაჩატიევის სტავროპიგიალური მონასტრის იღუმენია იულიანია (კალედა); სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვრები, მონაზვნები და წმინდა სერგის სამების ლავრაში ზეიმზე მოსული მრავალრიცხოვანი მომლოცველები.

საღვთისმსახურო გალობები შეასრულეს რუსეთის მონასტრების გაერთიანებულმა გუნდმა რეგენტ გიორგი საფონოვის ხელმძღვანელობითა და წმინდა სერგის სამების საძმოს გუნდმა მღვდელმონაზონ ნესტორის (ვოლკოვი) რეგენტობით.

მონასტრების გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში შევიდნენ: დანილოვის სტავროპიგიალური მონასტრის მგალობელთა გუნდი (რეგენტი გიორგი საფონოვი); ვოზნესენსკის დავიდოვის უდაბნოს მგალობელთა გუნდი „დერჟავა“ (რეგენტი ილია მელნიკოვი); ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრის სამღვდელთმთავრო გუნდი (დირიჟორი დმიტრი სტეპანოვი); ალექსანდრე სვირელის წმინდა სამების ქრისტესშობის მეტოქიონის გუნდი (რეგენტი რაფაელ ოსმანოვი); ქ. მინსკის ყოველთა წმინდანთა სახელობის „ყოველთა წმინდანთა“ ძეგლი-ტაძრის კაცთა გუნდი (რეგენტი დმიტრი ტოკმაკოვი); დონის სტავროპიგიალური მონასტრის კაცთა გუნდი (რეგენტი პავლე მუნტიანი).

ტელეარხებზე – „სოიუზი“, „სპასი“ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე, Патриархия.ru, საპატრიარქო ღვთისმსახურება პირდაპირი ტრანსლიაციიით გადაიცემოდა. მრავალრიცხოვან მომლოცველთა რელიგიური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ტრანსლიაცია გამოტანილი იყო ლავრის საკათედრო ტაძრისწინა და კრასნოგორის მოედნებზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ბრძანებულებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე რიგი ყოვლადუსამღვდელოესი მწემსთმთვარი და მწყემსი სტავროპოგიალური მონასტრების ადგილმონაცვლებად დადგინებასთან დაკავშირებით აყვანილ იქნენ იღუმენის ხარისხში მათთვის რწმუნებულ მონასტრებში იღუმენის კვერთხის ბოძებით.

მცირე გამოსვლისას იღუმენის კვერთხი მისი უწმინდესობის ხელიდან მიიღეს:

  ·       მოჟაისკის ეპისკოპოსმა იოსებმა, ოპტინის უდაბნოს ვედენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლე;

·        ლუხოვიცკის ეპისკოპოსმა ეფთვიმემ, ვისოკო-პეტროვის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლე;

·        არქიმანდრიტმა სერგიმ (ვორონკოვი), იოსებ ვოლოცკის სტავროპიგიალური მონასტრის ადგილმონაცვლე;

·        იღუმენმა დიონისემ (შლენოვი), ანდრეევის სტავროპიგიალური მონასტრის ადგილმონაცვლე;

·        მღვდელმონაზონმა კირილემ (ზენკოვსკი), ნიკოლო-უგრეშის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლე;

·        მღვდელმონაზონმა იოანემ (ლუდიშჩევი), სრეტენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლე;

პატრიარქის ბრძანებულებით, წმინდა ეკლესიის სასარგებლოდ გულმოდგინე შრომის დაფასების ნიშნად და ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით არქიმანდითის ხარისხი მიენიჭათ:

·        იღუმენ ევსტათის (სოლნცევი), წმინდა სერგის სამების ლავრის მკვიდრი;

·        იღუმენი მანუილი (ლიტვინკო), წმინდა სერგის სამების ლავრის მკვიდრი.

ზიარების წინ ქადაგება წარმოთქვა ლავრის მკვიდრმა იღუმენმა ილარიონმს (გოიუკი).

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებმა და ლავრაში ზეიმზე მოსულმა ყველა იერარქმა ღირსი სერგი რადონეჟელის პარაკლისი გადაიხადეს.

შემდეგ ლავრის ადგილმონაცვლე, სერგი-პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოსი თომა მიესალმა უწმინდეს მეუფეს და მის უწმიდესობას რუსეთის მიწის იღუმენის პატიოსანი წმინდა ნაწილების პოვნის ხატი მიართვა.

პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მისალმება ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების პოვნის 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული ზეიმის მონაწილეებს წაუკითხა სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ა.დ. ბელოვმა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილ სამწყსოს საწინამძღვრო სიტყვით მიმართა.

უწმინდესმა მეუფემ სავანეს საჩუქრად გადასცა წმინდა მოციქულთასწორის კირილესა და წმინდა მოციქულთასწორის დიდი მთავრის ვლადიმერის ხატი.

„დევანდელი ზეიმის სამახსოვროდ მინდა გადმოგცეთ იმ წმინდანების ხატი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს სულიერ ცხოვრებასთან; ესენია ჩვენი სულიერი წინაპრები – წმინდა მოციქულთასწორი კირილე, სლავთა განმანათლებელი და წმინდა მოციქულთასწორი დიდი მთავარი ვლადიმერი, რუსის მომნათლავი. დაე მათი ღვაწლი სლავი ხალხების, რუსი ერის მართლმადიდებლურ რწმენაზე მოქცევის საქმეში ყოველთვის ყოფილიყოს ცხოველი და ქმედითი“, – გამოთქვა სურვილი უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

„წმინდა ღირსი და ღმერთშემოსილი მამის ჩვენის, სერგი რადონჟელის, წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და ვლადიმერის ლოცვებით, დაე დაიცვას უფალმა ჩვენი მიწა, ჩვენი ეკლესია და, რაც ყველაზე მთავარია, მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი ერის გულში!“ – ბრძანა დასასრულ წინამძღვარმა.

შემდეგ ლავრის საპატრიარქო მოსასვენებლის სატახტო დარბაზში უწმინდესმა მეუფემ საეკლესიო ჯილდოები გადასცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებს მათ სამახსოვრო თარიღებთან დაკავშირებით, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

 

გაზიარება:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب