
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.05.22. ეკლესია ცდილობს, მთელი თავისი რესურსი გამოიყენოს ადამიანების დასახმარებლად უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში, – ბრძანა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეგადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“.
„ჩვენ ვხედავთ, რაოდენ დიდ სამუშაოს აწარმოებს ტანჯულთათვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უწმინდესი პატრიარქის კირილეს ხელმძღვანელობით – პირველ რიგში იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ; მათი რიცხვი უკვე მილიონზე მეტია. ჩვენ ვხედავთ, რაოდენ დიდ სამუშაოს ეწევა ახლა შიდა გადაადგილებულ პირთა მიმართ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარებიან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები უბედურებაში აღმოჩენილ ადამიანებს, უკრაინელ ლტოლვილებს, კერძოდ, პოლონეთსა და რუმინეთში“, – განაცხადა მღვდელთმთავარმა.
ამასთან, მეუფე ილარიონმა აღნიშნა, რომ ეკლესიას „არ შეუძლია პირდაპირ იმოქმედოს მოლაპარაკებების მსვლელობაზე ან საომარ მოქმედებებზე“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021