
მოსკოვის საპატრიარქო
შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.04.2022. წლის 27 აპრილს ვიდეოკავშირების საშუალებით შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საუბარში მონაწილეობა ასევე მიიღეს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა და სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა.
სერბეთის ეკლესიის მხრიდან მონაწილეობას იღებდა ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი.
ორი ეკლესიის მეთაურებმა ერთმანეთში გაცვალეს საპასექო მისალმებები და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის გულითადი მილოცვები.
ხანგრძლივი ძმური საუბრის პროცესში განხილულ იქნა უკრაინის მოვლენები. საუბრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჰუმანიტარულ დახმარებას დონბასში. პატრიარქმა კირილემ მადლობა გადაუხადა სერბეთის პატრიარქს კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. „დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ძნელ დროში სერბეთის ეკლესია ჩვენთან არის“, – აღნიშნა მისმა უწმინდესობამ.
მან მადლიერებით აღნიშნა, კერძოდ, ეკლესიური დახმარება უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნებში ჩადიან, რომლებსაც სულიერად სერბეთის საპატრიარქო კვებავს. ცალკე იყო მოხსენებული სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირეს ლოცვა-კურთხევით სერბეთის ტაძრებში ორგანიზებული შემოწირულებათა შეკრება, – მათი შემდგომი გადაცემისათვის კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესათვის.
საუბრის მსვლელობისას მოსკოვისა და რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანამოსაუბრეს სთხოვა, მადლიერების სიტყვები გადაეცა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩისთვის იმ დახარებისთვის, რომელიც სერბეთის სახელმწიფომ უკრაინელ ლტოლვილებს აღმოუჩინა.
საუბრის მნიშვნელოვან თემად იქცა ის ვითარება, რომელშიც ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უწმინდეს პატრიარქ პორფირეს უამბო კანონიკური ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე, მის შევიწროებაზე. „მე ქედს ვიხრი თქვენი სასულიერო დასის წინაშე“, – აღნიშნა მან.
უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ბრძანა, რომ უკრაინის მოვლენები პირდაპირ ეხება მის გულს, თანამოძმე-მღვდელთმთავრების გულებს და მთელს მართლმადიდებელ სერბ ხალხს, რომელმაც ასევე გადაიტანა მძიმე განსაცდელები მე-20 ს-ს ბოლოს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს განცდებს, ვლოცულობთ თქვენთვის და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ მხარში ამოვუდგეთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მორწმუნე ერს რუსეთსა და უკრაინაში“, – აღნიშნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.
პატრიარქ კირილეს მან ასევე უამბო სერბეთის საპატრიარქოს საეკლესიო ცხოვრების აქტუალურ მოვლენების შესახებ. განიხილეს ვითარება მსოფლიო მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებელთაშორისი დამოკიდებულებების სფეროში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძმურ ურთიერთობას სხვადასხვა ფორმატში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021