
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს მისალოცები გაუგზავნა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქს იოანე X-ს, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქს თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, სერბეთის უწმინდეს პატრიარქს პორფირეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქს დანიელს, ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქს ნეოფიტეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს ანასტასის, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტს საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტს როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტს ტიხონს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
ქრისტე აღდგა!
გულითადად მოგესალმებით თქვენ ამ სასიხარულო შეძახილით და მოგილოცავთ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
იესო მაცხოვრის აღდგომა მესამე დღეს, წმინდა წერილის მიხედვით, – ქრისტიანობის ფუძემდებელი დოგმატია, რომლის აღმსარებლობის გარეშე, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ფუჭია ჩვენი ქადაგება, და ჩვენი რწმენაც (1 კორ. 15, 14). მსოფლიოს გამომსყიდველი, ჯვარზე განცდილი ვნებებისა და სიკვდილის შემდეგ, აღდგა საფლავით, რათა ყოველი, რომელიც ირწმუნებს მას, არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო (ინ. 3:16).
სიხარულით აღსასვსე ამ სააღდგომო დღეებში, ვევედრები განსვენებულთა პირმშოს (1 კორ. 15, 20), რომ ნუ იქნება ჩვენ შორის განხეთქილება (1 კორ. 1, 10), რათა მომავალშიც ერთსულოვნად და ერთხმად ვადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას (რომ. 15, 6).
ლოცვით გისურვებთ თქვენ ყოვლადუხვი შემოქმედისგან სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს მაღალი საწინამძღვრო მსახურების აღსასრულებლად, ჩვენს წმინდა ეკლესიებს კი – მშვიდობასა და კეთილდღეობას.
მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის მიერი ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021