
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

სერბეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამას მოწმობს სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის საიტის მონაცემები, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა 90%-ზე მეტი ხმების დათვლის საფუძველზე. „იგი [ვუჩიჩი] მართლაც გამორჩეული პოლიტიკოსია“, – კომენტარი გააკეთა სსკგ-ის მეთაურმა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
„სერბეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ადამიანი პირველივე ჯერზე მეორე ვადით აირჩიეს, ანუ პირველივე ტურში იღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც ამოწმებს მისდამი დიდ ნდობას სერბი ხალხის მხრიდან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. მისი აზრით, ეს ნდობა არის შედეგი ვუჩიჩის მიერ გატარებული როგორც ეკონომიკური, ისე ბალანსირებული საგარეო პოლიტიკისა. „ის არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ის ითვალისწინებს პრორუსულ განწყობას, რომელიც ძალიან ძლიერია სერბ ხალხში“.
სსკგ-ის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვუჩიჩს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელთანაც რუსეთის ეკლესიას აკავშირებს „მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, თანამშრომლობა, ურთიერთაგება“, ასევე „საერთო პოზიცია მრავალი თანამედროვე პრობლემის შესახებ, მათ შორისაა, უკრაინაში მართლმადიდებლობის პრობლემა და განხეთქილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ“.
ორ ერს შორის მეგობრობის ხილული ძეგლია – წმინდა საბას სახ. ტაძარი ბელგრადში, რომელიც უმსხვილესი ტაძარია ბალკანეთში. მის გამშვენებაში მონაწილეობდნენ რუსი მოზაიკისტები“, –- აღნიშნა მიტროპოლიტმა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
ფოტო: სსს რფ
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021