
მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.03.22. 2022 წლის 24 მარტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ფარგლებში მოსმენილ იქნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს ცნობა რომის პაპ ფრანციკესთან და კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბთან საუბრების შესახებ. აღნიშნული საუბრები გაიმართა მიმდინარე წლის 16 მარტს ვიდეოკავშირის საშუალებით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მათში მონაწილეობა მიიღო ასევე საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
საუბრის პროცესში განხილეს ვითარება უკრაინაში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დეტალურად ჩამოაყალიბა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაწყებული 2014 წლიდან.
წმინდა სინოდმა დაადგინა: „მნიშვნელოვნად ჩაითვალოს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გაცნობა უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის, აგრეთვე, ერთობლივი სამშვიდობო და ჰუმანიტარული დახმარების საინიციატივო გეგმები“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021