
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა














სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.03.22. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, 2022 წლის 24 მარტს მოსკოვში დანიელის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით მუშაობას შეუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომა გახსნა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. სინოდის წევრებს მან შესავალი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი წარუდგინა.
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინევისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუააზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე.
სინოდის საზაფხულო (მარტი-აგვისტო) სესიაში მონაწილეობისათვის მოწვეულნი არიან: ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი; ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი; სტავროპოლისა და ნევინამინსკის მიტროპოლიტი კირილე; ხაბაროვსკისა და ამურისპირეთის მიტროპოლიტი არტემი; კამენსკისა და კამიშლოვის ეპისკოპოსი მეთოდე.
საერთაშორისო ვითარების გამო სხდომას ვერ დაესწრნენ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი და ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021