მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.03.22. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური იუწყება, რომ 2022 წლის 18 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას. სხდომის გახსნისას უწმინდესმა მეუფემ მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა.

გულითადად მივესალმები უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ყველა წევრს.

ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან საკმაოდ დიდ დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მოვლენა მოხდა. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები დღის წესრიგიდან გამომდინარე, მაგრამ, გარდა ამისა, გავცვლით აზრებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს არის ის ამბები, რაც უკრაინაში ხდება, და როგორ აისახება ეს მართლმადიდებელთა შორის და კონფესიათა შორის ურთიერთობებზე. გაგიზიარებთ ინფორმაციას ჩემი შეხვედრების შესახებ რომის პაპთან და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ვიდეოკავშირის საშუალებით. ძალიან დეტალური განხილვა გვქონდა. მსჯელობა დავიწყეთ უკრაინაში ხალხის უსაფრთხოების საკითხით, შევეხეთ ასევე უკრაინის თემასთან დაკავშირებულ მეორე საკითხს – მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის დამოკიდებულებას. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობის ასპექტში კათოლიკურ ეკლესიასთან, ანგლიკანურ საზოგადოებასთან და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის ასპექტში პატრიარქსა და ამ ეკლესიების წინამძღვრებს შორის. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრას – მართალია, ვიდეოკავშირით, მაგრამ მაინც პირისპირ რეალური შეხვედრით –­ დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე კეთილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩვენს ეკლესიებს შორის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, საზოგადოების ფორმირების თვალსაზრისითაც უკრაინის მოვლენებთან მიმართებით.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ჩვენგან მოითხოვს არა მხოლოდ სერიოზულ ანალიზს ეკლესიური თვალსაზრისით, არამედ – ლოცვებსაც. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ რუსეთის ეკლესია, მიუხედავად ძალიან ნეგატიური პოლიტიკური კონტექსტისა, დღეს მოწოდებულია შეინარჩუნოს ჩვენი ხალხების – რუსი და უკრაინელი ხალხების – სულიერი ერთობა, როგორც კიევის სანათლავი ემბაზიდან გამოსული ერთ ხალხისა. საომარმა მოქმედებებმა ეს ერთობა აშკარად საშიშროების წინაშე დააყენა, ხოლო თუ გარეგან ფაქტორებზე ვილაპარაკებთ, ინტერნეტ სივრცე, ინფორმაციული სივრცე ასევე ბრძოლის ველად იქცა. ამ სივრცეში კი ბევრი დეზინფორმაცი, აშკარა სიცრუე და პროვოკაციული განცხადებებია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების ნეგატიური გრძნობები აღძრან, რაც ხელს უშლის კონფლიქტის სასწრაფო გადაჭრასა და შერიგებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რაც დღეს ჩვენს ეკლესიაში ხდება – რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, ბელარუსში, სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, ეკლესიის პოზიცია შეიძლება გახდეს რეალური სამშვიდობო ფაქტორი, რომელიც დადებითად იმოქმედებს ჩვენს მოძმე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ განსაკუთრებული მოშურნეობით უნდა აღვავლინოთ ლოცვები მშვიდობისათვის და, რა თქმა უნდა, ისინი გამყარებულ უნდა იქნეს კონკრეტული საქმეებით. ხოლო ყველაზე კონკრეტული და მთავარი საქმე დღეს არის დახმარების გაწევა მათთვის, ვინც ამ კონფლიქტისგან დაზარალდნენ. ესენი არიან ლტოლვილები, რომელთა ნაწილიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კონფლიქტისგან დაზარალებულ ადამიანთა დახმარება ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას პოულობს. ჩვენ განზრახული გვაქვს გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, ვემსახუროთ მოყვასს და ჩვენს ხალხებს შორის შერიგების საქმეში ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ ისტორიულ პირობებში გვმართებს ჩვენი ჩვეულებრივი მსახურების გულმოდგინე აღსრულება, რომლისკენაც მე ყველას მოვუწოდებ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლოცვის ღვაწლი და მოუკლებელი ძალისხმევა ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ ამ კოფლიქტში. ეკლესიას არ შეუძლია სხვა რამ მოწოდება გააკეთოს, გარდა მშვიდობისა – ყველგან ხომ ჩვენი სამწყსოა, ბარიკადების ორივე მხარეს.

ახლა რამდენიმე სიტყვა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ მთელ რიგ საკითხებს, კერძოდ, სემინარიებისთვის დისტანციური განათლების სისტემის შემოღების თემას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება სასწავლო კომიტეტის ხაზით სასულიეროი განათლების რეფორმების ჩარჩოებში და უმაღლესი საეკლესიო საბჭოსთვის განმსჭვალ თემას წარმოადგენს. დღეს ჩვენ კვლავ მივაპყრობთ ყურადღებას ამ თემას, რომელიც დიდი ხანია მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს დღის წესრიგში. ვფიქრობ, დისტანციური ფორმატი, რომლის დანერგვაც სასულიერო განათლების სისტემაში დაიწყო, სემინარიებსა და აკადემიებში აამაღლებს განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხს, საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს მისი მოცულობა, ანუ მუშაობის წარმართვა შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიაზე.
ტექნიკურად ახლა ყველაფერი ძალიან სრულყოფილია, სატელევიზიო სურათის ხარისხი მშვენიერია, ასე რომ, მართლაც იქმნება ერთ დარბაზში ყოფნის ილუზია. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ცხადია, რომ დისტანციური ფორმატი არ არის საკმარისი, და ის შესაძლებელია მხოლოდ იმის გაგების კონტექსტში, რომ ეს მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია საგანმანათლებლო პროცესისთვის. არაცერთ შემთხვევაში, როგორი მომხიბლავიც ეს არ უნდა ჩანდეს, დისტანციური ფორმატი არ უნდა გახდეს მთავარი, ძირითადი, წამყვანი ­ – ის შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ დამხმარრე და დამატებითი საშუალება.

დღის წესრიგის შემდეგ პუნქტთან დაკავშირებულია მღვდელმსახურთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამ სფეროში ჩვენ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას დღეს უკვე დადებითი შედეგები მოაქვს. ჩვენ დღეს ამ სისტემაზეც ვისაუბრებთ და მამა მაქსიმეს ვთხოვთ, წარმოგვიდგინოს თავისი მოსაზრებები.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ეთმობოდა და ეთმობა იმას, რაც უკრაინაში ხდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმის მნიშვნელობას, რაც ჩემს პირად კონტაქტებში ვიდეო სისტემით რომის პაპთანაც და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთანაც გამოიკვეთა თანხმობისა და გაგების მაღალი ხარისხი. მთავარი შთაბეჭდილება, რაც მე შემექმნა, შესაძლოა იყოს ის, რომ ჩვენი თანამოსაუბრენი არ გაგვერიდნენ და არ იქცნენ ჩვენს მტრებად. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონტექსტი, ღვთის წყალობით, ვერ არღვევს იმ კავშირებს, რომლებსაც ვამყარებდით ჩვენს თანამოძმეებთან, ან, როგორც ახლა იტყვიან, პარტნიორებთან, მიუხედავად გამანადგურებელი კრიტიკისა ჩვენი საეკლესიო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. თქვენ გახსოვთ ეს მოწოდებები: გამოდით მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან, შეწყვიტეთ ორმხრივი ურთიერთობა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ეკლესიის ღალატია და ა.შ. დღეს კი ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ყოველივე ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ეკლესია სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებოდა და არანაირი საშულება არ გვექნებოდა, გადაგვეცა ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაციის ჩვენეული გაგება, მოვლენების ჩვენეული ხედვა. და რაც ყველაზე მთავარია, შანსი აღარ გვექნებოდა იმისა, ამ პარტნიორებში დაგვენახა ადამიანები, ვინც გაგებით ეკიდებიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. ამიტომ ჩვენ ცხოვრებისგან მივიღეთ დამაჯერებელი დადასტურება მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ურთიერთობის განვითარების იმ კურსის სისწორისა, რომელსაც ჩვენი ეკლესია ომისშემდგომ წლებში დაადგა. რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ურთიერთობების განვითარებისა და ნდობის გარკვეული ატმოსფეროს შექმნისათვის, რაც დღეს, ამ პირობებში, ძალიან გვეხმარება..

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب