
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს
2022 წლის 24 თებერვალს მოსკოვის და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა სიტყვით მიმართა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და ყველა ერთგულ შვილს.
მიმართვაში ნათქვამია:
თქვენო ნეტარებავ! მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და უსამღვდელოესნო! ძვირფასო მამანო, ძმანო და დედანო!
ღრმა და გულისშემძვრელ ტკივილს განვიცდი ადამიანების ტანჯვის გამო, რომელიც მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.
როგორც სრულიად რუსეთის პატრიარქი და მეთაური ეკლესიისა, რომელსაც სამწყსო ჰყავს რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, ღრმად თანავუგრძნობ ყველას, ვისაც უბედურება შეეხო.
მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
მივმართავ მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებსა და ერისკაცებს, აღმოუჩინონ ყოველმხრივი დახმარება ყველა დაზარალებულს ლტოლვილებისა და უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილი ადამიანების ჩათვლით.
რუს და უკრაინელ ხალხებს საერთო მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, რომელიც წმინდა მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის მიერ რუსეთის მოქცევიდან იღებს სათავეს. მწამს, რომ ღვთის ნაბოძები ეს ერთობა შეგვაძლებინებს იმ დაყოფისა და წინააღმდეგობების დაძლევას, რომლებმაც ამჟამინდელ კონფლიქტამდე მიგვიყვანა.
მოვუწოდებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს, აღავლინონ განსაკუთრებული, მხურვალე ლოცვა მშვიდობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
დაე ყოვლადმოწყალე უფალმა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდანთა მეოხებით დაიფაროს რუსი, უკრაინელი და სხვა ხალხები, რომელთაც სულიერად აერთიანებს ჩვენი ეკლესია!
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021