
მოსკოვის საპატრიარქო
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით
დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის მეცამეტე წლისთავი მიულოცა.
მისალოც წერილში ნათქვამია:
უნეტარეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, ქრისტე უფალში საყვარელ ძმას!
უდიდესი სიხარულით ვეამბორებით უფლისმიერ საყვარელ თქვენს ნეტარებას და მოგესალმებით შემდეგი სიტყვებით:
ქრისტე არს ჩვენ შორის.
გთხოვთ მიიღოთ, ჩემი თბილი მოლოცვები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქების ტახტზე აღსვლის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით.
მიგყავთ რა ცხონებისაკენ თქვენს მზრუნველობას რწმუნებული ქრისტეს სამწყსო, და ასწავლით რა მორწმუნეთ, იყვნენ მოშურნე დამცველნი მათი მამების წმინდა სარწმუნოებისა, თქვენ ეწევით თქვენს საპასუხიმგებლო და მრავალტევად საწინამძღვრო მსახურებას სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა (1 კორ. 4. 21).
ამ საზეიმო დღეს ლოცვით ვუსურვებ თქვენს ნეტარებას სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს, მშვიდობას და ღვთის ულევ შეწევნას.
მრავალ-მრავალ ჟამიერ, მეუფევ!
+ იოანე Х,
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021