
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
მიიღეთ გულითადი მოლოცვა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით.
სამოციქულო ღვაწლს უაღრესი ისტორიული მნიშვნელლობა აქვს. ყოვლადბრძნული განგებულებით სახარების მსახურებად ქრისტემ თავის გამორჩეულ მიმდევრებს მოუწოდა, აქცია ისინი კაცთა მებადურებად (მთ. 4. 19) და მშვილდისა საღმრთოისა მორთხმულად, ისრად წარავლინა ყოველთა ცის-კიდეთა (მე-5 ხმის ხუთშაბათის ცისკრის კანონი). უფალმა წმინდა ნინოს განუწესა სახარებისეული ჭეშმარიტების ნათლით გაენათლებინა ივერიის მიწა, რომელიც ამჟამად მრავალი ღვთისსათნო წმინდანის გამობრწყინებით განიდიდება.
დაე ლოცვითა მოციქულთასწორისა ნინოსი გარდამოუვლინოს მოწყალე მაცხოვარმა ჩვენმა თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ურყევი ჯანმრთელობა და თავისი უხვი შეწევნა მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოყვარე სამწყსოს – მშვიდობა და კეთილდღეობა.
უფლისმიერი ძმური სიყვარულით
† კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021