
მოსკოვის საპატრიარქო
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა როსტისლავმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს სამღვდელთმთავრო მსახურების 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.
გზავნილის ტექსტი ქვემოთ სრულადაა მოყვანილი.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ძვირფასო მეუფევ!
გულითადად გილოცავთ საეპისკოპოსო კურთხევის 20 წლის იუბილეს!
სამღვდელთმთავრო მსახურება – ეს არ არის დიდება და პატივი, არამედ ყოველდღიური მუშაკობა: ლოცვა, საეკლესიო ადმინისტრაციული სამუშაო, გულმოდგინე ზრუნვა ახლობლებისა და შორეულების მიმართ. ხელთდასხმის პირველ დღეს ეპისკოპოსად დადგინებულზე დადებული საეპისკოპოსო კვართის ელემენტები ამაზე მიანიშნებს: ომოფორი – ეს სამწყსოა, რომელზედაც ამიერიდან ის კიდევ უფრო დიდი თავდადებით უნდა ზრუნავდეს; მიტრა, მიუხედავად მისი აშკარა გარეგნული სილამაზისა, მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინის, ტკივილისა და ტანჯვის სიმბოლოა, რაც შეიძლება მწყემსთმთავარს ღვაწლის თანმხლევი იყოს.
მიიღეთ რა საეპისკოპოსო ქიროტონიის მადლი, თქვენ კვლავ ღირსეულად ატარებთ საკუთარ მხრებზე ღვთისგან ბოძებულ სამწყსოზე ზრუნვას, შრომობთ საეკლესიო და დიპლომატიურ სფეროში, მთელი გულით გტკივათ ის ჭრილობები და საეკლესიო განხეთქილებები, რომლებსაც ხვდებით იერარქიისგან მიღებული ამ კურთხევის აღსრულების პროცესში. დაბოლოს, თქვენი მუსიკალური ნაწარმოებები და თქვენი წიგნები ავლენს თქვენს შინაგან სულიერ სამყაროს, რომელიც ღვთისკენ მიისწრაფის ყოველჟამიერი ლოცვითი ღვაწლით.
თქვენი პირადი სიხარულის ამ დღეს გისურვებთ მტკიცე ხორციელ ჯანმრთელობას და ღვთის კურთხეულ შეწევნას, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება თითოეულ ქრისტიანს თავის ყოველდღიურ შრომასა და საზრუნავში.
ღვთის კურთხევას გამოვითხოვ თქვენზე!
+ როსტისლავი,
პრეშოვის მთავარეპისკოპოსი,
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021