
მოსკოვის საპატრიარქო
ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი ვლადიმერი (კოტლიაროვი)

2021 гწლის 19 იანვარს 93 წლის აღესრულა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი იერარქი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვლადიმერი (კოტლიაროვი), რომელიც ამ დროისათვის პენსიაზე იყო გასული.
განსვენებული მწყემსთმთავრის ხანგრძილვი ცხოვრება აღსავსე იყო მრავალი საზრუნავით, შრომითა და ღვაწლით, რომელთაც ის წმინდა მართლმადიდებლობის განსადიდებლად აღასრულებდა. ეკლესიის მეთაურობას არაერთხელ დაუწესებია მეუფე ვლადიმერისთვის მნიშვნელოვანი მორჩილებები საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში. თავის დროზე მას, კერძოდ, წილად ხვდა ყოფილიყო იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის უფროსის მოადგილე, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ანტიოქიის პატრიარქთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი.
სასულიერო პირის მრავალშვილიანი ოჯახის უმცროსი ვაჟი, ვლადიმერი მამის კვალს გაჰყვა და საშუალო სკოლისა და ჯამბულის სტატისტიკის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ვლადიმერი ყაზახეთში დაბრუნდა და 1952 წელს ალმა-ატის ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მედავითნე გახდა.
1953 წლის 22 მაისს წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ალმა-ატის მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის (მოგილევსკი) მიერ ის ხელთდასხმული იქნა დიაკვნად, 24 მაისს – მღვდლად აკურთხეს და მსახურებისათვის იმავე ტაძარში დაადგინეს.
1953 წელს მან ლენინგრადის სასულიერო სემინარიის დაუსწრებელ სექტორზე ჩააბარა, 1954 წლის სექტემბერში სტაციონალურ სწავლებაზე გადავიდა, რომელიც 1958 წელს დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.
1958-1962 წლებში ასწავლიდა ლენინგრადის სასულიერო სკოლებში. მამა ვლადიმერი ასევე ხუთი წელი ასრულებდა ალექსანდრე ნეველის ლავრის სასულიერო კორპუსის 1961 წელს დახურული ლენინგრადის მიტროპოლიტის ჯვრის ეკლესიის მღვდელმსახურის მორჩილებას.
1961 წელს ის იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრი ნიუ-დელის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სხდომაზე.
1962 წელს ის ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის ხარისხში აყვანილი დაინიშნა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის უფროსის მოადგილედ.
1962 წლის ოქტომბერში, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს დამკვირვებელი, ესწრებოდა რომში ვატიკანის II კრების სხდომებს, იმავე წლის 29 ნოემბერს კი ეპისკოპოსის წოდებით დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლად ჟენევის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან. არქიმანდრიტ ვლადიმერის სამღვდელთმთავრო ქიროტონია და მისი ზვენიგოროდის ეპისკოპოსად და მოსკოვის ეპარქიის ვიკარიუსად კურთხევა შედგა 1962 წლის 30 დეკემბერს.
1964 წელს ყოვლადუსამღვდელოესი ვლადიმერი ვორონეჟის კათედრაზე დაინიშნა, 1965 წლის თაბერვლიდან კი პოდოლსკის ეპისკოპოსის წოდებით ასრულებდა დამასკოში ანტიოქიის პატრიარქთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლის მორჩილებას.
1966 წლის 19 ნოემბერს ის კიროვისა და სლობოდის ეპისკოპოსია, 1967 წლიდან კი – ბერლინისა და შუა ევროპის ეპისკოპოსი, შუა ევროპაში პარტრიაქის ეგზარქოსი; 1967 წლის 20 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსის ხარისში იქნა აყვანილი.
სხვადასხვა წლებში მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვლადიმერი მართავდა როსტოვის, ირკუტსკის, ვლადიმირის, კრასნოდარის, ფსკოვის ეპარქიებს.
1992 წელს მთავარეპისკოპოსი ვლადიმერი მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი.
1995 წლის 27 დეკემბერს ის სათავეში ჩაუდგა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი გახდა. ჩრდილოეთის დედაქალაქში თავისი ჩასვლის შესახებ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვლადიმერი საუბრობდა, როგორც 33 წლის შემდეგ იმ ქალაქში დაბრუნებაზე, რომელსაც უკავშირდება მისი მღვდელმსახურად ჩამოყალიბების წლები. სანქტ-პეტერბურგის კათედრაზე მსახურებისას მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, კერძოდ, შეძლო დაეწყო სტაბილური და ურთიერთნდობაზე დამყარებული დიალოგი ხელისუფლების ორგანოებთან, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციასთან, კეთილგანწყობითი ურთიერთობები დაემყარებინა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, კულტურულ ცენტრებთან.
გარდაცვლილი მღვდელთმთავარი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში საეკლესიო ხელმძღვანელობის მიერ მისთვის დაკისრებულ ყველა მორჩილებას აღასრულებდა მისთვის ჩვეული გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით, რითაც კეთილი ხსოვნა დატოვა სასულიერო თუ საერო პირთა, ყველა იმ ადამიანის გულში, რომელთაც მასთან ურთიერთობა მოუხდა.
დაე მართალთა სავანესა დააწესოს უფალმა თავისი ერთგული მსახურის, ახლადშესვენებული მიტროპოლიტის ვლადიმერის სული.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021