
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის პატრიარქი პორფირე: ჩვენ გავაგრძელებთ მიტროპოლიტ ონოფრესა და მისი ეკლესიის მხარდაჭერას

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ჟურნალთან, «Международная жизнь», ინტერვიუში უკრაინაში არსებულ საეკლესიო ვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოზიციას. უზრუნველვყოფთ და გავაგრძელებთ მიტროპოლიტ ონოფრესა და მისი ეკლესიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას “.
მე-20 საუკუნის ბოლოს მომხდარი აჯანყებების დროს, რასაც თან სდევდა სახელმწიფოების დაშლა, „მართლმადიდებლობის მტრებმა – და მე ვიტყოდი: ქრისტიანობის მტრებმა – ნახეს შესაძლებლობა, გაეხლიჩათ ავტოკეფალიური ან ავტონომიური ეკლესიები“, – აღნიშნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
„ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. აქედან გამომდინარე, ძალიან ვაფასებთ იმას თუ, როგორ მართავდა უნეტარესი პატრიარქი ალექსი რუსეთის ეკლესიის საჭეს იმ ბობოქარ და ურთულეს დროში და, ასევე, თამამად ვაცხადებ, ტრიუმფალურად მართავს პატრიარქი კირილე მას მესამე ათასწლეულში. ყველაზე ფართო თავისუფლება, მმართველობის სრული ავტონომია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა, უმაღლესი იკონომიისა და საეკლესიო ცნობიერების გამოვლინების საუკეთესო მაგალითია“.
ინტერვიუში ასევე საუბარი შეეხო იმ რთული სიტუაციის დაძლევის შესაძლო გზებს, რომელიც შეიქმნა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინელი სქიზმატიკოსების მხარდასაჭერად მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ.
„მიუხედავად იმ წარმოუდგენელი გულგრილობისა, რომლითაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ იგნორირება გაუკეთეა წმიდა კანონებს, ეკლესიოლოგიას, მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვან წესრიგს, წმინდა გადმოცემას, ჩვენ არსებითად – ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია – არ უარვყოფთ დედა-ეკლესიის სიყვარულს, და ვლოცულობთ იმის იმედით, რომ მოვა დრო, და რაც შეიძლება მალე, როცა უკუგდებული იქნება არამართლმადიდებლური ანტიეკლესიური გავლენა და არაეკლესიური პროექტები, – რომლებსაც, როგორც ვხედავთ, კარგი არაფერი მოუტანიათ უკრაინისთვის, – და ჩვენ ყველანი დავუბრუნდებით ძმურ სიყვარულს და ყველა პრობლემის მართლმადიდებლურ გადაწყვეტას ეკლესიის კათოლიკურობის სულისკვეთებით“, – აღნიშნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021