მთავარი გვერდი ახალი ამბები
პატრიარქი პორფირე: კოსოვო და მეტოქია – ჩვენი სულიერი იე…

პატრიარქი პორფირე: კოსოვო და მეტოქია – ჩვენი სულიერი იერუსალიმია


„ჩვენთვის ყველაფერზე მთავარი ისაა, რომ კოსოვო და მეტოქია – ჩვენი სულიერი იერუსალიმია“, – ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ რუსული ჟურნალის «Международная жизнь» კორესპონდენტის კითხვებზე პასუხისას. მან დასძინა, რომ როგორც გამოსვლის შემდეგ ათასწლეულების განმავლობაში ესალმებოდნენ ებრაელები დიასპორაში ერთმანეთს სიტყვებით „შევხვდებით მომავალ წელს იერუსალიმში“, ისევე სერბი ახალგაზრდები ესალმებიან ერთმანეთს სიტყვებით „მომავალ წელს პრიზრენში შევხვდებით“, და ამით გვიჩვენებენ, რომ ინახავენ პრიზრენის – სერბ მეფეთა ქალაქის, სატახტო ქალაქის, მეფე დუშანის ქალაქის ხსოვნას. „რათა ყველამ იცოდეს, რომ, მაგალითდ, ლევიშკის ღვთისმშობლის ტაძრის ფასეულობა, რომელსაც ასე შუა საუკუნეების ტოპონიმის მიხედვით ეწოდა, განუზომელია და ვერანაირი მიწიერი საგანძურით ვერ აიწონება“, – განაგრძო მისმა უწმინდესობამ.

ამასთან, სერბეთის ეკლესიის მეთაურმა ბრძანა, რომ ამგვარ მისალმებაში არ არის მოწოდება კონფლიქტის ან რაიმე სახის აგრესიისაკენ: „ჩვენი გზა, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის გზა – ეს არის დიალოგის, მშვიდობიანი თანაარსებობის, ყოველი ადამიანის, ნებისმიერი დადებითი ადამიანური მრწამსის პატივისცემის გზა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია ამ მხრივ რაიმე სახის რელატივიზმს ავლენს. კოსოვოსა და მეტოქიის, სერბეთის აღთქმული მიწის საკითხში ეკლესია და პირადად პატრიარქი ისწრაფვის პირდაპირ, სისტემურად, სხვადასხვა ხერხებით მოახდინოს გავლენა დროის სულისკვეთებაზე, თვით ხალხის ბუნებაზე, სახელმწიფოში არსებულ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ გარემოებათა ერთობლიობაზე იმგვარად, რომ ახალგაზრდა თაობების შეხედულებათა ხასიათი, რომელიც გადმოცემულია მაქსიმაში: „შევხვდებით მომავალ წელს პრიზრენში“, მუდმივ პარადიგმად რჩებოდეს“.

მან ღრმა მადლიერება გამოხატა „სამართლიანობისა და მშვიდობისათვის, კოსოვოსა და მეტოქიისათვის ბრძოლაში რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული მხარდაჭერისათვის, რომელიც უყოყმანოდ იყენებს ვეტოს უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და როგორც ბერძნული, ისე სლავური სამყაროს სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი და პაპი ფრანცისკესადმი“.  

ცოტა ხნის წინ კოსოვოსა და მეტოქიაში მოგზაურობის შესახებ საუბრისას პატრიარქმა პორფირემ პარალელი გაავლო ამ მხარის სულიერ ცხოვრებასა და ევროპის სულიერ ცხოვრებას შორის. „სამხრეთ სერბეთის მხარეში მრავალი ეკლესიაა დანგრეული, გაძარცვული, შეურაცხყოფილი – და ამის გამო უკაცრიელი. ევროპაშიც მრავლადაა ცარიელი ტაძრები. იმ განსხვავებით, რომ ეს ეკლესიები არც დანგრეული და არც შეურაცხყოფილია მათ მიერ, ვისაც ქრისტე და მისი ეკლესია არ სურს. ტაძრები, სადაც საუკუნეობით წირვებს აყენებდნენ, ახლა რესტორნებად, სავაჭრო ცენტრებად, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად, დისკოთეკებად და მასობრივი გართობის სხვა მსგავს ადგილადაა ქცეული“.

„შესაძლოა, სწორედ აქედან იღებდეს სათავეს ევროპის ამ ნაწილში ეკლესიების განადგურებისა და ქრისტიანების ტანჯვისადმი გულგრილობა“, – გამოთქვა ვარაუდი უწმინდესმა მეუფემ.

მან გულისტკივილით ისაუბრა იმის შესახებ, რომ XIV საუკუნის მუშუტიშტეს მონასტერი, სადაც მისი ხელთდასხმა შესრულდა 1985 წელს, 1999 წელს ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ ძირისძირამდე იქნა დანგრეული. დანგრეულია სამრევლო ეკლესიაც, რომელიც ასევე XIV ასწლეულით თარიღდება, გადამწვარია სერბების ყველა სახლი. „სოფელ მუშუტიშტედან განდევნილი სერბები, თუ წინააღმდეგობებს არ უქმნიან, ყოველ წელს ჩადიან იმ ეკლესიის ნანგრევებთან, რომელშიც მე მაკურთხეს, სულთმოფენობას – ტაძარი წმინდა სამებისა იყო – და იქ აღესრულება წმინდა ლიტურგია. ასეთია სულიერი ცხოვრების სურათი კოსოვოსა და მეტოქიაში. იმ ადგილას, სადაც დანგრეული ან გადამწვარი ეკლესია იყო, თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ამას, წელიწადში ერთხელ წირვა ტარდება იმ წმინდანის ხსენების დღეს, ვის სახელზეც იყო ტაძარი აგებული. ამ დღეს იკრიბებისნ მორწმუნენი“.

„კოსოვოს მხარის ჩრდილოეთით, სადაც მართლმადიდებელი სერბი ხალხი აბსოლუტურ უმრავლესობაშია, საეკლესიო ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ნორმალურად, ჩვეულებრივად მიდის, როგორც სერბეთის სხვა რაიონებში, სერბეთის რესპუბლიკაში, ჩერნოგორიაში და სხვ.“, – ბრძანა უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ.

ის ასევე შეეხო ეგრეთწოდებულ სერბულ ანკლავებში არსებულ ვითარებას, იქ სადაც ალბანური მოსახლეობა ჭარბობს, და ხაზი გაუსვა, რომ ეს „არსებითად, ნამდვილი გეტოა“. ამგვარი გეტოების არსებობა მას XXI საუკუნის ევროპის უდიდეს სირცხვილად მიაჩნია. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამგვარ გეტოებში სულიერი ცხოვრება არსებობს, ყოველ ანკლავში არის მღვდელი, რომელიც მუდმივ საფუძველზე ატარებს წირვებს ტაძარში. „შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება. ოღონდ ეს „ჩვეულებრივად“ ძალზე პირობითად უნდა გავიგოთ: ყოველდღიური ცხოვრება ანკლავებშია ჩაკეტილი, ზოგჯერ ეს სულ ერთი ან ორი ქუჩაა, და გარეთ გასვლა ძალზე სარისკოა, განსაკუთრებოით ქალებისა და ბავშვებისათვის“ – გულისტკივილით აღნიშნა სერბეთის ეკლესიის მეთაურმა.

„ამ მხარეში სულიერი ცხოვრების ორგანიზაცია და შენარჩუნება – რეშისა და პრიზრენის ეპისკოპოსის თეოდოსის დიდი დამსახურებაა, რომელსაც ბერმონაზვნობა, სამღვდელოება და ერთგული ხალხი უდგას მხარში“, – დასძინა სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურ

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب