
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, უწმიდეს პატრიარქ ნეოფიტეს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა.
გზავნილის ტექსტი სრულად არის გადმოცემული ქვემოთ.
თქვენო უწმინდესობავ!
გულითადად გილოცავთ თქვენი მოსახელე წმინდანის ხსენების დღეს.
თქვენი უწმინდესობის ზეციერი მფარველი, ქრისტეს მოწამე ნეოფიტე, ცნობილი გახდა სულიწმიდის ნიჭის საოცარი სიმრავლით, რაც უკვე ადრეულ, სიყრმის წლებში გამოიხატა მის ასკეტურ საქმეებში, სასწაულთქმედებებში, განკურნების უნარსა და მდევნელთა წინაშე რწმენის ურყევ სიმტკიცეში
წმიდა ეკლესია პატივს მიაგებს რა წმინდანს, მორწმუნეებს ახსენებს პირველი საუკუნეების ქრისტიანთა ამაღლებულ ცხოვრებას, რომლებიც წინასწარმეტყველის თქმით, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა (იერ. 31:34) ელტვოდნენ სიწმინდესა და ღვთის შემეცნებას, ასევე, კეთილკრძალული აღზრდის მნიშვნელობის გააზრებას, რომელიც დაეხმარა ბავშვის წმინდა გულს, საღვთო მადლის ჭურჭელი გამხდარიყო.
ბრძანდებით რა დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა (ეფეს. 4:12), თქვენი უწმინდესობის საწინამძღვრო მოღვაწეობა დიდად ეხმარება რელიგიური განათლების აღორძინებასა და ახალგაზრდა თაობის ზიარებას წმინდა მამებისეულ სარწმუნოებასთან. თქვენ საკუთარი ღვთისმოსავი ცხოვრებისა და შთამაგონებელი სამქადაგებლო სიტყვის მაგალითზე ასწავლით რა ცხოვრებას ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა (ეფეს. 5:8-9), ამით მწყემსებსა და სამწყსოს ქრისტეს მცნებების გზაზე განამტკიცებთ.
თქვენთვის ამ საზეიმო დღეს, ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას მშვიდობასა და სულიერ სიხარულს, ასევე ფიზიკურ სიმრთელესა და უშრეტ ზეციურ წყალობას თქვენი საპატრიარქო მსახურების ღვაწლში.
უფალში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021