
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში
2022 წლის 17 იანვარს მოსკოვის დიდ თეატრში ჩატარდა რუსეთის სახალხო არტისტის, დირიჟორისა და კომპოზიტორის, გენერალ-ლეიტენანტ ვ.მ. ხალილოვის (1952-2016) სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნის ცერემონია.
პირველად ფესტივალი 2020 წელს ჩატარდა. მუსიკალური ფორუმი მიეძღვნა იმპერატორ პეტრე I-ის დაბადებიდან 350 წლისთავს და ვალერი ხალილოვის დაბადებიდან 70 წლისთავს.
საფესტივალო პროგრამის გახსნამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამ მუსიკოსისა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 2016 წლის 25 დეკემბერს დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. თვითმფრინავ Ту-154-ის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც სირიაში მიფრინავდა, დაიღუპნენ რუსეთის არმიის ა.ვ. ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის არტისტები ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ჟურნალისტებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ფონდის „Справедливая помощь“ (სამართლიანი დახმარება) დირექტორთან ელიზავეტა გლინკასთან ერთად.
მიმართა რა დამსწრეთ გახსნის ცერემონიაზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა: „ვალერი მიხეილის ძე შესანიშნავი ადამიანი იყო მრავალი თვალსაზრისით. ის იყო თავისი საქმის პროფესიონალი, სამხედრო მუსიკოსების დინასტიის შთამომავალი. მე სამხედრო-მუსიკალურ სამსახურს კარგად ვიცნობ, რადგან თავად გავატარე ამ სფეროში ვადიანი სამსახურის ორი წელიწადი. ვიცი, რას ნიშნავს აღლუმებში მონაწილეობა, – წითელ მოედანზე ოთხ აღლუმში მაქვს მონაწილეობა მიღებული მოსკოვის გარნიზონის გაერთიანებული ანსამბლის შემადგენლობაში და მახსოვს, რა არის ეს. ყოველი აღლუმი – ორთვიანი სამზადისია. ყოველდღიურად გამთენიიდან შუადღემდე, ხან თავსხმა წვიმაში, ხან ძლიერ ქარში ტარდება მზადება და მთავარი რეჟისორი უცვლელად დგას თავის პოსტზე. ვალერი მიხეილის ძე რუსეთის მთავარი სამხედრო დირიჟორი იყო მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, როგორ ოსტატურად ხელმძღვანელობდა ის გიგანტურ ათასკაციან ორკესტრს. ჩვენ სამუდამოდ დაგვამახსოვრდა მისი მკვეთრი ჟესტი, რომლითაც ადამიანთა ამ გიგანტურ მასას უნდა დაეწყო მუსიკის შესრულება“.
როგორც მეუფე ილარიონმა აღნიშნა, ვ.მ. ხალილოვი სიღრმისეულად გრძნობდა მუსიკას და არა მარტო სამხედრო მუსიკას: ის კომპოზიტორიც იყო და კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების ორანჟირების ავტორიც. მაგალითად მან ბახის საორღანო პასაკალია ორკესტრისთვის გადააწყო, შექმნა საორკესტრო პარტიტურა. მღვდელთმთავარმა დასწრეთ გაუზიარა ვალერი ხალილოვთან ურთიერთობის შესახებ პირადი მოგონებები. „წილად მხვდა ბედნიერება ვალერი მიხეილის ძესთან ერთად მემოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ის ჩემი „საშობაო ორატორიის „პირველი შემსრულებელი იყო, – ბრძანა მეუფე ილარიონმა. – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრთან, რომელსაც ვალერი მიხეილის ძე ხელმძღვანელობდა, და კულტურის მაშინდელ მინისტრთან ა.ს. სოკოლოვთან ერთად ამერიკის რამდენიმე ქალაქში ვიმოგზაურე. უნდა გენახათ, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები ჩვენს სამხედრო მუსიკოსებს, როგორ ასრულებდა მუსიკას ჩვენი გუნდი ვაშინგტონის ვაჟთა გუნდთან ერთად ვალერი მიხეილის ძის ხელმძღვანელობით“.
განსვენებული ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, დასძინა მეუფემ, – გაიხსენა რა მუსიკოსის სიტყვები: „არ მესმის, როგორ შეიძლება ეკლესია არ გიყვარდეს“.
„მას ძალიან უყვარდა ეკლესია. მან დიდი ძალისხმევა მოახმარა რუსული მუსიკის საზღვარგარეთის ქვეყნებში პროპაგანდას. ვალერი მიხეილის ძე ძალიან საინტერესო, სიმპათიური და ნათელი ადამიანი იყო. ეს ახსოვს ყველას, ვინც მას იცნობდა. ჩვენ გვახსოვს მისი ენერგია, ღიმილი, მისი განსაკუთრებული თვალები. ჩვენ დაგვამახსოვრდა ის, როგორც ადამიანი, რომელიც თითქოს არასდროს იღლებოდა, ყოველთვის მხნე და შემართული იყო, ირგვლივ ყოველთვის ხალისს ასხივებდა, რაც სხვებზე გადამდებად მოქმედებდა “, - გაიხსენა იერარქმა.
მან აღნიშნა, რომ ამ საერთაშორისო ფესტივალზე აჟღერებული მუსიკა ეძღვნება ვალერი ხალილოვის და ასევე ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის მუსიკოსების ხსოვნას, რომლებიც 2016 წლის ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა. „უფალმა განუსვენოს მისი და მასთან ერთად დაღუპული ყველა ადამიანის სული, მათი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“, – ბრძანა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
კონცერტის პირველ ნაწილში აჟღერდა ს.ვ. რახმანინოვის მესამე სიმფონია თათარსტანის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრის შესრულებით და ალექსანდრე სლადკოვსკის ხელმძღვანელობით.
მეორე განყოფილებაში გამოვიდა რუსეთის არმიის ცეკვისა და სიმღერის ა.ვ. ლექსანდროვის სახელობის ანსამბლი (ანსამბლის ხელმძღვანელი – გენადი საჩენიუკი). მუსიკალურმა კოლექტივმა შეასრულა ცნობილი სამხედრო და ხალხური სიმღერები, ასევე სიმღერები „არმია და ფლოტი“ (ილია რეზნიკის ლექსზე) და „სამარდჟამოდ დიადი ქვეყანა“ (ალექსნდრე სავიცკის ლექსზე), რომელთა მუსიკაც ვალერი ხალილოვს ეკუთვნის.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021