
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო“-ს ეთერში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ 10 იანვარს ჟენევაში გამართული რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა.
რუსეთი ამ მოლაპარაკებებში დაჟინებით მოითხოვდა იურიდიულად სავალდებულო გარანტიების უზრუნველყოფას რამდენიმე პუნქტში: რომ ნატო არ მიიღებდა ახალ წევრებს და უარს იტყოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოცხადებულ განზრახვაზე, მიეღო უკრაინა და საქართველო ალიანსში; რომ ორგანიზაცია უარს იტყვის იმ ქვეყნების მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე, რომლებიც ემუქრებიან რუსეთის ფედერაციას, რომლებიც ალიანსს 1997 წელში რუსეთ-ნატოს ფუძემდებელი აქტის ხელმოწერის შემდეგ შეუერთდნენ; რომ სამხედრო ბლოკი არ განათავსებს იარაღს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყას. 10 იანვარს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამი პუნქტიდან განხილვის საგანი მხოლოდ ბოლო დარჩა.
„მხარეები სამ საკითხს შეეხნენ, რომელთაგან ორზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ ერთ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩემი აზრით, ეს უკვე კარგია, რადგან ორ დიდ სახელმწიფოს შორის შექმნილი კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს“, – მიიჩნევს სსკგ-ის ხელმძღვანელი.
„სავსებით ბუნებრივია, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, რათა ნატოს იარაღი არ განლაგდეს პირდაპირ მის საზღვრებთან და არ იყოს მიმართული რუსეთის ქალაქებისკენ, – ხაზგასმით აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. – თუკი მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ამ საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელი გახდება, ეს თავისთავად ოპტიმიზმის საფუძველს მოგვცემს. ჯერ-ჯერობით შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან შედეგი, როგორც ასეთი, ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი დაწყებულია, რომელიც გაგრძელდება და იმედი გვაქვს, წარმატებამდე მიგვიყვანს“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021