
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ილარიონს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვა თქვენი სამღვდელთმთავრო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით.
ისურვეთ რა თქვენი ცხოვრება მიგეძღვნათ სამების ერთი ღვთაებრივი ძის მსახურებისთვის, რომელიც მიწიერთ დაუღამებელი ნათლით და სამნათელი ღვთაების ბრწყინვალებით ანათლებს (1-ლი ხმის კანონი, კვირა დილით, შუაღამიანზე), თქვენ მიიღეთ სამონაზვნო აღკვეცა და სამღვდელო ხარისხი.
ქრისტეს ვენახში მოღვაწეობით, თქვენ წარმატებით შეუთავსეთ სამოძღვრო საქმიანობა სამეცნიერო მუშაობას. მაცხოვარმა იხილა თქვენი ძალისხმევა და აღგრაცხათ მოციქულთა მემკვიდრეთა შორის, რათა თქვენ დაუღალავად იქადაგოთ მისი სახელი და აღმატებული დიდება (1-ლი ხმის კანონი ხუთშაბათს დილით).
მადლობელი ვარ თქვენი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე მსახურებით, იმ მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც წმიდა მართლმადიდებლობის ერთობისთვის ამ რთულ დროში ავლენთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი მისიონერული ძალისხმევა მედია სივრცეში, კერძოდ, თქვენი საავტორო გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“, სადაც თქვენ ადამიანებს ხელმისაწვდომი ფორმით უმოწმებთ რწმენის გარდამქმნელ ძალაზე, ტრადიციული ზნეობრივი ფასეულობების უცვლელობის შესახებ, განმარტავთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას საკითხთა ფართო წრესთან დაკავშირებით.
ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფალი ღვთისმშობლის ლოცვით, რომელიც გვამდიდრებს ჩვენ ზეციური და ღვთაებრივი მადლით (მე-5 ხმის კანონი პარასკევის მწუხრზე) დაე, უფალმა გარდამოგივლინოთ ძალთა სისავსე და თავისი გულუხვი შეწევნა თქვენს შემდგომ სამწყემსთმთავრო მსახურებაში და თქვენზე დაკისრებული სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მორჩილების შესრულებაში.
ქრისტეში სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021