
მოსკოვის საპატრიარქო
კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე: ჩვენ არ დავარღვევთ აფრიკული სამრევლოების ადგილობრივ წესებსა და ტრადიციებს
2021 წლის 29 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საპატრიარქო ეგზარქოსად დაინიშნა მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი), რომელსაც მიენიჭა ტიტული „კლინელი“. «Интерфакс-Религия»-ს კორესპონდენტთან, ელენა ვერევკინასთან ინტერვიუში იერარქმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ და ვისი ფულით განვითარდება ახალი სამრევლოები, შესაძლებელია თუ არა რასიზმის გამოვლენა რუსეთის ეკლესიაში და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთების ახალ მსურველებს.
– რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ნაწილი აფრიკული სამრევლოების შესვლასთან დაკავშირებით, მთელი რიგი სრულიად ახალი კითხვები ჩნდება. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ეკლესია არ შეეჯახება რაიმე ახალ გამოწვევებს – მაგალითად, მოციქულების ან ქრისტეს შავკანიანად გამოსახვის მოთხოვნებს, როგორც ეს ზოგიერთ პროტესტანტურ ეკლესიაშია? შეიძლება თუ არა ეკლესიაში წარმოიშვას კითხვა რასიზმის შესახებ და როგორია თქვენი ზოგადი დამოკიდებულება მოძრაობა Black Lives Matter-ის მიმართ, ხომ არ შეუძლია მას ეკლესიამდეც მოაღწიოს?
– ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეკლესიაში „არა არს წარმართ და ჰურია“ (კოლ. 3.11), ამიტომ მართლმადიდებლურ ტრადიციებში ნაციონალურ სიმბოლიკებთან დაკავშირებული ესა თუ ის სურათი არ ჭარბობს. მართლმადიდებელ ეკლესიაში რასიზმს წარმოქმნა არ შეუძლია, თუ ამისთვის ეთნოფილეტური ნიადაგი არ ჩამოყალიბდა. ყველაფერი ყოველთვის იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებსაც თავიანთი სამწყსო ცხონებისკენ მიჰყავთ.
რაც შეეხება BLM მოძრაობის საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მართლმადიდებლობაში ხსნა შესაძლებელია მორწმუნეებისთვის დამოუკიდებლად კანის ფერისა, ნაციონალური და ენის კუთვნილებისა, ყველასთვის, ვინც ცდილობს ღვთის მცნებები დაიცვას და ეკლესიის კანონებს არ გადაუხვიოს.
– აფრიკაში მართლმადიდებელი მღვდლების მომზადებისა და განათლებისთვის სემინარიები მოეწყობა?
– დღეს ჩვენ ახლა ვიწყებთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. უდავოა, რომ განათლების საკითხი – ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ჩვენ ვიცით მისი მოგვარების გზები. სტუდენტების სწავლისა და მომზადებისათვის შესანიშნავი საღვთისმეტყველო სკოლები არსებობს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, აფრიკის კონტინენტის ტერიტორიაზე რიგი სასწავლო დაწესებულებები შევქმნათ.
– პოსტსაბჭოთა განათლებაში, განსაკუთრებით სემინარიის, ენებთან დაკავშირებით ყოველთვის საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო, აქ კი აფრიკული ენები. ვინ მოამზადებს ხალხს აფრიკაში სამუშაოდ?
– რუსეთში საკმარისი რაოდენობის უნივერსიტეტია, სადაც შეიძლება ენების მცოდნე სპეციალისტების მომზადება. გარდა ამისა, აფრიკის ქვეყნებში საუბრობენ ინგლისურ, ფრანგულ, სუაჰილის ენებზე, ადგილობრივ დიალექტებზე. დღეს ენის მწვავე პრობლემა არ ადგას. ჩვენ ვურთიერთობთ ჩამოთვლილ ენებზე. არსებობს ბეჭდური გამოცემები, რელიგიური ლიტერატურა, საღმრთო ლიტურგიის თანმიმდევრობა, ღვთისმსახურების შესასრულებლად აუცილებელი ტექსტები კონტინენტის სხვადასხვა ენაზე. აუცილებლობის შესაბამისად განხორციელდება მთარგმნელობითი საქმიანობა. სპეციალისტების მომზადების საკითხი ფართო სპექტრში განიხილება.
– არიან თუ არა რუსეთის ეკლესიაში ადამიანები – მეცენატები, იერარქები, რომლებიც მზად არიან ფინანსურად დაუჭირონ მხარი ამ აფრიკულ სამრევლოებს? ესენი ხომ თავის მასაში ძალიან ღარიბი თემებია, სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. ვინ დააფინანსებს მათ?
– დიახ, რუსეთის ეკლესიაში არიან ქველმოქმედნი, რომლებიც დახმარებას უწევენ მის მსახურებას მრავალი მიმართულებით და, გულგრილი არ რჩებიან მსოფლიო მართლმადიდებლობის ბედისადმი, მზად არიან თავიანთი გულუხვობით მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიას აფრიკაში. ჩვენ ვმადლობთ მათი იმისთვის, რომ ესმით: ახლა რუსეთის ეკლესია მართლმადიდებლობის დამცველი ხდება, ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების სასარგებლოდ წმინდა კანონების გათელვის საშუალებას არავის მისცემს.
– რა უახლოესი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ რუსეთის ეკლესიაში ამ ახალი სამრევლოების განვითარებასთან დაკავშირებით?
– წმინდა სინოდის ისტორიული გადაწყვეტილების მომენტიდან მხოლოდ ორი კვირა გავიდა, ამიტომ დაგეგმილ ნაბიჯებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ბოლომდე ვიმედოვნებდით, რომ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა გაიგებდა მათი სვლების მთელ ტრაგედიას და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა – უარს იტყოდა სქიზმის მხარდაჭერაზე. ჩვენ წინასწარ ამისთვის არ ვემზადებოდით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის პრობლემა. ახლა მუშავდება სრულმასშტაბიანი პროგრამა არა მხოლოდ სამრევლოების განვითარებისთვის, არამედ კონტინენტზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულფასოვანი არსებობისთვის, საღვთისმსახურო, საგანმანათლებლო, სოციალური, ჰუმანიტარული შემადგენლობის ჩათვლით.
– რამდენად განსხვავდება ამ სამრევლოების ლიტურგიკული და სამრევლო ცხოვრების მიმდინარეობა ჩვენი ეკლესიის სამრევლოებში არსებული ტრადიციული წესრიგისგან?
– თითოეულ საზოგადოებაში თავისი მახასიათებლებია. მართლმადიდებლობა უნიკალურია იმით, რომ არ განაყენებს, არ ანეიტრალებს ნაციონალურ ტრადიციებს, კულტურას – ის აერთიანებს ყველაფერს და ყველას ქრისტეში. მე ამაზე არაერთხელ მითქვამს, ვატარებ რა ჩემს მორჩილებას როგორც საზღვარგარეთ, ისე რუსეთში. ჩვენ არ დავარღვევთ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. მართლმადიდებლობა ყოველთვის გამოირჩეოდა მოთმინებითა და სიყვარულით. ამიტომ, პირიქით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და შევინარჩუნებთ კონტინენტზე თითოეული საზოგადოების ინდივიდუალურობას, თუ მისი თავისებურებები არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. ღვთისმსახურების მსვლელობაზე ეს ტრადიციები არ იმოქმედებს.
– არ მიგაჩნიათ თქვენ, რომ აფრიკის სამრევლოების შეერთება სხვა ეკლესიებშიც რუსეთის ეკლესიასთან შეერთების მოძრაობას გახსნის, რომლებმაც აღიარეს უკრაინის არაკანონიკური ეკლესია (მეუ), კვიპროსის ეკლესიაში, საბერძნეთის ეკლესიაში?
– ჩვენ ადრეც ვამბობდით და კვლავ გავიმეორებთ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ექსპანსიით არ არის დაკავებული. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კანონიკური დანაშაული ჩაიდინა, სქიზმატიკოსებთან საეკლესიო კავშირში შევიდა. რიგმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა ამ უკანონო გადაწყვეტილებას და თანაიმსახურა იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ კანონიკური, ანუ კანონიერი ხელთდასხმა, რომლებიც არ წარმოადგენენ მღვდელმსახურებს.
ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის სწავლების მიხედვით, „სქიზმატიკოსებთან ურთიერთობის მქონე, თავად ხდება სქიზმატიკოსი“. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ მართლმადიდებლებს, რომლებიც სქიზმასთან ასოცირებაზე უარს ამბობენ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021