
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა შორეული საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ტრადიციის სახელმწიფოთა მეთაურებს – საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეკატერინე საკელაროპულუს, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისს, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რუმენ რადევს, სერბეთის რსპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის.
მილოცვაში კერძოდ ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულსა და ახალ წელს.
დღეს ჩვენ გონების თვალით ვჭვრეტთ ბაგაში მწოლიარე ღვთაებრივ ყრმას და ვხარობთ ქვეყნად მის მოსვლას ყოველი ჩვენგანის გამოსახსნელად. ვადიდებთ რა უფლის კაცთმოყვარებას, მის ზრუნვას ადამიანებზე, ჩვენ მოწოდებულნი ვართ თავადაც ვიყოთ მზრუნველნი და ყურადღებიანნი, მომთმენნი და მიმტევებელნი გარშემო მყოფთა მიმართ, ვიღვაწოთ ცხოვრებაში სიკეთისა და მოწყალების მარადიული ფასეულებების დამკვიდრებისათვის, ახალგაზრდა თაობის ზნეობრივი აღზრდისა და საზოგადოებრივი თანხმობის განმტკიცებისათვის.
გისურვებთ სხეულის სიჯანსაღეს, სულის სიმშვიდეს და შობილი ქრისტეს შეწევნას შემდგომ საპასუხისმგებლო საქმიანობებში.
პატივისცემით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021