
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად
„უნეტარესი პატრიარქის თეოფილეს შეშფოთება ჩვენს გულთან ძალიან ახლოსაა“, – ბრძანა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა მიწაზე ქრისტიანობის არსებობის შენარჩუნების პრობლემაზე კომენტირებისას, რომლის აქტუალურობაზეც ხაზგასმით მიუთითა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა რადიკალური იუდეური ჯგუფების ქმედებებთან დაკავშირებით. კარგად ჩანს, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანია იერუსალიმიდან და მისი გარეუბნებიდან ქრისტიანული სამრევლოების განდევნა.
„ჩვენ ვიცით მთელი ეს ისტორია და, ზოგადად, ვიცით იმ სირთულეების შესახებ, რასაც იერუსალიმის ეკლესია აწყდება“, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტრადიციულ საშობაო ინტერვიუში, რომელიც გადაიცა ტელეარხ „Россия“-ზე. – ჩვენ სოლიდარულები ვართ უნეტარესთან, მხარს ვუჭერთ მას და, რა თქმა უნდა, გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად, მათ შორის მისი კუთვნილი ქონების შენარჩუნებისთვის“.
იერუსალიმის ქრისტიანულ კვარტალში იერუსალიმის საპატრიარქოს მთელი რიგი მომლოცველთა სახლების კუთვნილებაზე უსამართლო რეტენზიას აცხადებს იუდეური რადიკალური საზოგადოებრივი ორგანიზაციები. იმ შემთხვევაში, თუ ეს შენობები რადიკალებს გადაეცემა, მილიონობით ქრისტიანისთვის, რომლებიც ყოველწლიურად იერუსალიმში ადიან, შეიძლება მიუღწეველი აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებული „მომლოცველობითი გზა“ – რომელიც იწყება ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭედან და მაცხოვრის საფლავის ტაძრამდე მიდის, და ამ გზაზე უდიდეს სალოცავამდე გავლის უფლება მომლოცველებისთვის შეიძლება დაიკარგოს.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიუთითა რელიგიური იდეით ხელოვნურად ნასაზრდოები რადიკალიზმის უზარმაზარ საშიშროებაზე, „რადგან რელიგიური ომები – ეს არის, რის გამოც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდა“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა გაიხსენა, რომ ქრისტიანობა მშვიდობის რელიგიას წარმოადგენს, და რადგან ქრისტიანთა უმთავრესი მცნებაა „და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი... და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (იხ. მარკოზი 12:30-31), ამიტომ ქრისტიანულ იდეას შეუძლებელია ახლდეს რაიმენაირი რადიკალიზმი. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქადაგებას ყოველგვარი იძულების გარეშე მიიღებენ ისინი, ვისკენაც მიმართულია ეს ქადაგება “, – აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ.
მოახდინა რა კონსტანტირება იმისა, რომ რადიკალიზმისა და ფანატიზმის გამოვლინებები რელიგიათაშორის ურთიერთობებში ძალზე საშიშია, და ეს არა მხოლოდ წმინდა მიწას ეხება, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც, მისმა უწმინდესობამ თქვა: „ამიტომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს დიალოგს, მათ შორის დიალოგს სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, რათა საერთო პოზიციები მოიძებნოს და ვესწრაფვოთ საერთო მიდგომის შემუშავებას იმის მიმართ, რაც ახლა ხდება მსოფლიოში და რელიგიათაშორის ურთიერთობებში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სამუშაოს“.
***
ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა 2021 წლის 9 დეკემბრის საღამოს გამართული აქციის ფარგლებში ყველას შეახსენეს იერუსალიმში ძველი ქალაქის სტატუს-კვოს, განსაკუთრებით, ე.წ. „მომლოცველობითი გზის“ შენარჩუნების აუცილებლობაზე. აქციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III.
13 დეკემბერს ცამეტმა ქრისტიანმა პატრიარქმა და იერუსალიმის ეკლესიების მეთაურებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს სასულიერო პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმებისა და შეურაცხყოფის, ქრისტიანულ ტაძრებზე შეტევისა და სიწმინდეების წინააღმდეგ ვანდალიზმის ფაქტებზე, ასევე ძველი ქალაქის ქრისტიანული უბნის მთლიანობისა და კულტურული იდენტობის დარღვევის მცდელობებზე, რათა საბოლოო ჯამში იერუსალიმიდან განდევნონ ქრისტიანული თემი.
21 დეკემბერს, იორდანიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას, უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფების ასეთი ქმედებები ნაკარნახევია იერუსალიმიდან და წმინდა მიწის სხვა ადგილებიდან ქრისტიანების განდევნის სურვილით.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021