
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს უფლისა და მაცხოვრისა იესო ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა. მისალოცებში, რომლებიც დაეგზავნათ დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქს იოანე X-ს, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქს თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II -ს, სერბეთის უწმინდეს პატრიარქს პორფირეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქს დანიელს, ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქს ნეოფიტეს, ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს არქიეპისკოპოსს ანასტასის, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტს საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტს როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტს ტიხონს, კერძოდ, ნათქვამია:
მიიღეთ ქრისტეს შობის ნათელი დღესასწაულის გულითადი მილოცვები.
ამ ნათელ დღეებში ჩვენ ვიხსენებთ იმას, რაც საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო (ღვთისმშობლისა, ხმა მე-4) და დიდებასა აღვუვლენთ უფლის გამოუთქმელ გარდამოხდომასა და მის საკვირველ განგებას მთელს ქმნილებაზე. თავისი ყოვლად საკვირველი შობით უფალმა მორწმუნეთ ცხონებისა და საუკუნო ნეტარების იმედი მისცა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა (1 კორ. 2:9). ეს იმედი განამტკიცებს ქრისტიანებს სახარებისეულ სათნოებათა მოხვეჭასა და ღვთის სადიდებლად შრომაში, მოწყალების საქმეებსა და სხვადასხვა სირთულის დაძლევაში.
ლოცვით გისურვებთ სულიერი და ხორციელი ძალების სიმრთელეს, გულის სიმხნევესა და ყოვლისმპყრობელი უფლის მოუკლებელ შემწეობას შემდგომ სამწყემსმთავრო მსახურებაში.
შობილი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021