
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე
საშობაო ეპისტოლე
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესგან
მწემსთმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მონაზვნებს
და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნე შვილს
უფლის მიერ საყვარელო მწყემსთმთავრებო, ყოვლადპატიოსანო მღვდლებო და დიაკვნებო, ღვთისმოყვარე მონაზვნებო, ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს
ამ ნათელ ღამეს ყველა ქმნილება ხარობს, რამეთუ მოახლებულ-არს და მოვალს აწ უფალი, მოლოდება წარმართთა და ცხოვრება სოფლისა (სერობის კანონი ქრისტეს შობის წინადღესასწაულზე). მრავალი წლის განმავლობაში მაცხოვრის მოსვლას იმედოვნებდნენ ადამიანები, რომლებმაც სამოთხიდან განდევნის შემდეგ კავშირი დაკარგეს შემოქმედთან, რომლებსაც დაავიწყდათ, რაოდენ სასიხარულოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთის დასწრების შეგრძნება და მისი ხმის ძალიან ახლოდან მოსმენა, მისთვის მიმართვის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ პასუხის მიღება, ცოდნა იმისა, რომ სრულ უსაფრთხოებაში ხარ, რადგან უფალი შენთანაა.
სწორედ ამ უსაფრთხოების, დაცულობისა და სიმშვიდის განცდა ძალიან გვაკლია დღეს, როდესაც დამღუპველ ეპიდემიას ჯერ კიდევ შემოაქვს თავისი კორექტივები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ძნელია რაღაცის პროგნოზირება და გეგმების შედგენა, როდესაც ხვალინდელი დღეში დაურწმუნებლობა მუდმივად გბოჭავს და განგაშს იწვევს. თუმცა, ამ რთულ გარემოებაში განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენით ადამიანური ყოფიერების სიმყიფე, მივხვდით, რომ ყოველი ახალი დღეს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის უდიდეს ძღვენს, მივხვდით, რა მძიმე ტვირთი ყოფილა იძულებითი მარტოობა და რაოდენ მნიშვნელოვანია რეგულარული პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა ოჯახთან და ახლობლებთან.
აწ ვუმზერთ რა ბაგაში მწოლიარე ჩვილ ქრისტეს, მის უწმინდეს დედას და მართალ იოსებ დამწინდველს, ჩვენ ვხვდებით, რომ მხოლოდ ღვთისა და ადამიანების სიყვარულს შეუძლია გაგვაძლიეროს სხვადასხვა განსაცდელში, განდევნოს შიში ჩვენი გულებიდან, მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების საკეთებლად.
რამეთუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ასევე იმყოფებოდა შეჭირვებულ მდგომარეობაში – უცხო ქალაქში, უკაცრიელ ადგილას, პირუტყვის სადგომში. თუმცა უბადრუკი გამოქვაბული მას მოეჩვენა ვითარცა ბრწყინვალე პალატი (წინადღესასწაულის ტროპარი), რადგან მისი გული სავსე იყო ძისა და ღმერთის სიყვარულით: ამ სიყვარულმა შეცვალა ყველაფერი ირგვლივ, და უწმინდესმა ქალწული ვერ ამჩნევდა ვერც სივიწროვეს და ნაკლულოვანებას, ვერც გამოქვაბულის ყოვლადუბადრუკებას. შემოქმედისადმი მადლიერებამ და ახალშობილი ჩვილისადმი სისათუთემ მას საშუალება მისცა, სიძნელეები არაფრად ჩაეთვალა და ღვთის კეთილი განგებულება დაენახა ყველა იმ გარემოებაში, რასაც მას უფალი უქმნიდა. რამდენად განსხვავდება ეს ღვთის მიერ მოცემული განსაცდელების ჩვენეული აღქმისაგან, როდესაც, მაგალითად, იზოლაციის დროს, ბევრმა საკუთარი სახლი ციხედაც კი აღიქვა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ყველაფერს შავ ფერში ხედავდა.
დღეს, ვართ რა გონებით მაცხოვრის ბაგასთან პირისპირ წარმდგარნი, სადაც ყველა ქმნილება შემოქმედის გვერდით იმყოფება – ადამიანებიც, ცხოველებიც, ანგელოზებიც, ყოვლადწმიდა და სამ-მზის ნათლის მსახურები (მე-5 ხმის კანონი ორშაბათ დილას) – შევიგრძნოთ, რომ გარშემორტყმული ვართ ღვთის სიყვარულით და ქრისტეს ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი. მოვიშოროთ შიშისა და უნდობლობის ბორკილები, განგაში და სასოწარკვეთა ჩვენი სულიდან, მოვისმინოთ ძისა ღმრთისა, რომელიც გარდამოდის ცოდვილ მიწაზე და თავისთან მოუწოდებს ყველას, მაშურალთ და ტჳრთმძიმეთ, გასუენებას ჰპირდება (მთ. 11:28). მოდის იგი და გვასწავლის – ისე ვიცხოვროთ, რომ დაკარგული სამოთხის ნეტარება კვლავ რეალობად იქცეს, და უფრო მეტიც – რომ ადამიანი გონებით მიუწვდომელი და იდუმალი სახით უფალთან შეერთდეს.
სოფლად შობილმა ზეციურმა მეუფემ (დღესასწაულის სტიქარონი) უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი გადასარჩენად. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მივიღოთ მისი სიყვარული და ამ სიყვარულზე მას ჩვენი საქციელებით ვუპასუხოთ – მცნებების დაცვით და მოწყალების საქმეებით, მტკიცე რწმენით და ღმერთთან ყოფნის სურვილით, მისი მამობრივი ხელიდან არა მხოლოდ უხვი სიკეთის მიღების მზადყოფნით, არამედ მის მიმართ მტკიცე სასოებითა და ნდობითაც ამა თუ იმ სიძნელეების გადალახვაში.
ჩემო ძვირფასებო, ისევ და ისევ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. „არავინაა მოკვეთილი ამ მხიარულებაში მონაწილეობას, – მოწმობს წმინდა ლეონ დიდი, – რამეთუ სიხარულის მიზეზი ყველასთვის საერთოა. დაე იხაროს წმინდანმა, რამეთუ უახლოვდება დიდებას; დაე იხაროს ცოდვილმა, რამეთუ ეძლევა მიეტევება ცოდვათა“ (I სიტყვა ქრისტეს შობის შესახებ). დაე უფალმა გარდამოუვლინოს თითოეულ თქვენგანს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, მოუკლებელი სიხარული და სულის სიფხიზლე, გაგაძლიეროთ თქვენზე დაკისრებულ შრომაში და ცხონების გზაზე შემდგომ სვლაში. ამინ.
+ კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
ქრისტეს შობა
2021/2022 წწ.
მოსკოვი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021