მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს


2022 წლის 2 იანვარს სანკტ-პეტერბურგის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარში აღსრულდა საღმრთო ლიტურგია და სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძრის საპატიო წინამძღვრის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს უფროსი ძმის დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგება. მამა ნიკოლოზმა 2021 წლის 30 დეკემბერს 82 წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

ტაძრის ცენტრში დაბრძანებული იყო სასახლე ახლადშესვენებული დეკანოზის ნიკოლოზ გუნდიაევის ნეშტით.

სასახლეს ამკობდა გვირგვინები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინისგან, უწმინდესი პატრიარქი კირილესაგან, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ა.დ. ბოლოტოვისგან, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საკრებულოს თვმჯდომარისა და დეპუტატებისაგან, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის ბარსანუფისგან და სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სამღვდელოებისგან, ყვავილების კალათი სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან.

საღმრთო ლიტურგიაზე მსახურებას წარუძღვა სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი.

ლიტურგიაზე საკურთხეველში ლოცულობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე.

საკურთხეველში ასევე ლოცულობდნენ: ვიბორგისა და პრიოზერსკის ეპისკოპოსი ეგნატე; ტიხვინისა და ლოდეინოპოლის ეპისკოპოსი მსტისლავი; გატჩინისა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე; სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს საეპარქიო სამმართველოს მდივანი დეკანოზი სერგი კუკსევიჩი; სანკტ-პეტერბურგის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ბრინდინი; სანკტ-პეტერბურგის წმ. ნიკოლოზის სახ. საზღვაო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვლადიმერ სოროკინი; ქ. ჟენევის (შვეიცარია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი;   სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის ვიბორგის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, ქ. სანკტ-პეტერბურგში პოროხოვზე ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ბუდნიკოვი; უწმინდესი პატრიარქი კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), ქ. სანკტ-პეტერბურგის სამება-იზმაილოვის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გენადი ბარტოვი; ვიბორგის ეპარქიის ტოქსოვის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი ლევ ნეროდა და სხვა ღვთისმსახურები.

განსვენებულ მამა ნიკოლოზთან გამოსათხოვრად მოვიდნენ მისი ნათესავები და ახლობლები, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სამღვდელო და სამონაზვნო დასების წარმომადგენლები, ერისკაცები. ტაძარში მოვიდა ასევე სანკტ-პეტერბურგის მერი ა.დ. ბეგლოვი.

ლიტურგიის დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგების მსახურება ჩაატარა.

წესის აგების ღვთისმსახურების დაწყებამდე უწმინდესმა მეუფემ გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:

„ჩვენ აღვასრულებთ ამ წმინდა ტაძრის საპატიო წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგების მსახურებას და მე, როგორც მის ძმას, მსურს ორიოდ სიტყვა ვთქვა გარდაცვლილზე, ვთქვა შესაძლოა რაღაც ისეთი, რასაც სხვა ვერავინ იტყვის, რადგან ეს გარეშე თვალისთვის შეუმნეველი რჩებოდა.

მე მინდოდა მეთქვა, რომ მამა ნიკოლოზი ძალზე უბრალო და თავმდაბალი ადამიანი იყო. მიმადლებული ჰქონდა რა დიდი ნიჭი, მათ შორის საკუთარი აზრების როგორც ზეპირად, ისე წერილობით გადმოცემის უნარი, ის როგორც ახლა იტყვიან, ძალზე მოთხოვნადი იყო. თავის დროზე ზოგადსაეკლესიო ხასიათის ყველა დოკუმენტი მისი პირდაპირი მონაწილეობით იქმნებოდა. არცთუ იშვიათად ის იყო ამ დოკუმენტების ავტორი, მაგრამ ისინი არასოდეს გამოდიოდა მისი სახელით, ვინაიდან ზოგადსაეკლესიო ავტორიტეტისა იყო. ის მრავალ მწყემსთმთავარს ეხმარებოდა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების შედგენაში, რომლებსაც ისინი საჯაროდ წარმოთქვამდნენ, როგორც საეკლესიო მსახურების მნიშვნელოვანი მიმართულებებისათვის პასუხისმგებელნი, ხოლო მამა ნიკოლოზი ჩრდილში რჩებოდა. და აი, რა არის მნიშვნელოვანი: ჩრდილში ყოფნა ხომ იმგვარადაც შეიძლება, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს ამის შესახებ. განა ცოტა გვყავს სხვადასხვა ჯურის სპიჩრაითერები, რომელთა შესახებაც მთელმა ქვეყანამ იცის, ვის და რას უწერერნ? ცოტაა სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც არ ერიდებათ ხაზი გაუსვან საკუთარ მნიშვნელობას? აი, მამა ნიკოლოზი კი ყოველთვის საკუთარი სურვილით რჩებოდა ჩრდილში და ცოტამ თუ იცოდა, რომ ისტორიაში ზოგადსაეკლესიოს სახელით შესული დოკუმენტები მისი კალმით იყო დაწერილი.

მისი ნიჭი გამოიხატებოდა ასევე მის შესანიშნავ ქადაგებებში, რომელთა მეშვეობითაც, როგორც ჩემთვის უკვე მაშინ იყო ცნობილი, მრავალი ადამიანი მოექცა. სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარში შემთხვევით შესული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მორწმუნენი, მოისმებდნენ რა მამა ნიკოლოზის ქადაგებას, ვეღარ ივიწყებდნენ მის სიტყვებს და საბოლოოდ, მისი მრევლი ხდებოდნენ.

ახლა მის სასახლესთან ამ ყველაფრის თქმა შესაძლებელი და აუცილებელია, მაშინ კი ეს ცოტამ იცოდა. მამა ნიკოლოზი ძალიან უბრალოდ მსახურებდა, ამასთან, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვით. როგორც ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი წერილობითი ტექსტების შედგენის უნარი ჰქონდა, ის ძალიან საჭირო იყო მოსკოვში საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში. მას ამ მნიშვნელოვანი საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მაგრამ ამავე დროს სანკტ-პეტერბურგის, მაშინ ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი და ამ ტაძრის წინამძღვარი იყო. ამიტომ მისი განრიგი ასეთი იყო: ორშაბათიდან პარასკევამდე მოსკოვში, შაბათს ლექციები აკადემიაში, შაბათ საღამოს ღამისთევით ლოცვა პრეობრაჟენსკის ტაძარში, კვირას კი აქვე ლიტურგია, შემდეგ კი მატარებლით –მოსკოვში. და როცა ვინმე, მათ შორის მეც, მის უშუალო უფროსობას მიმართავდა თხოვნით, რომ შესაძლებლობა მიეცათ მისთვის თუნდაც ორშაბათობით დარჩენილიყო ლენინგრადში, რომ ოჯახისთვის დაეთმო დრო, პასუხი მუდამ ასეთი იყო: „მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ მამა ნიკოლოზის გარეშე? არა, ჩვენ ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ის ადგილზე უნდა იყოს ორშაბათს, დილის 10 საათზე“. და ასე არა ერთი და ორი, არამედ მრავალი წელი მისი ცხოვრებისა...

მინდა ერთხელაც ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ადამიანების უმრავლესობისათვის ცნობილი არ იყო, მე პირველი ვამბობობ ამას, რადგან ეს ცნობილი უნდა იყოს. ის უბრალო და ძალიან ნიჭიერი, ღვთისგან უხვად დაჯილდოებული ადამიანი იყო. არასოდეს ცდილობდა თავისი ნიჭიერებით თავის მოწონებას, არ გამოჰკიდებია ჯილდოებს, არ გაუწევია განზე არავინ უფრო გამოსაჩენი ადგილის დასაკავებლად, ის ყოველთვის ოდნავ ჩრდილში იდგა და ნამდვილად არ ისწრაფოდა ადამიანური დიდებისკენ. გარკვეული თვალსაზრისით მამა ნიკოლოზი ყოველი ჩვენგანისთვის მაგალითი იყო – მათთვის, ვინც იცოდა მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი ცხოვრების წესი. მაგრამ ალბათ თუ ვეცდებით რაღაც შევაჯამოთ და მისი მსახურების ერთგვარი საშუალო მნიშვნელობა გამოვიყვანოთ, სრულიად ცხადი გახდება, რომ მრავალ მორჩილებათა და საქმეთა შორის მისთვის უმთავრესი იყო საღმრთო ლიტურგიის აღსრულება და ღვთის სიტყვის ქადაგება. ქადაგებისთვის ის ყოველთვის ემზადებოდა და მას მართლაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საქმედ თვლიდა, ამიტომაც მრავალი ადამიანი რეალურად მივიდა რწმენამდე, ერთხელ მოისმინა რა მისი სიტყვები.

მამა ნიკოლოზს მძიმე მოხუცებულობა ერგო – არა იმიტომ, რომ რაიმე გარეშე გარემოებებით იყო დამძიმებული, არამედ მძიმე ავადმყოფობის გამო. მაგრამ ბოლო წუთამდე თვალებში – სიტყვის წარმოთქმა უკვე აღარ შეეძლო – რაღაც განსაკუთრებული სხივი ედგა. მე ის აღსასრულამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვინახულე და როცა ვკითხე: „მიცანი?“ – მან ვერ მიპასუხა, მაგრამ თვალები ისე გაუნათდა, რომ მე მივხვდი, რომ მიცნო და ამ ხანგრძლივი მზერით გამომემშვიდობა.

ვფიქრობ, მრავალი ადამიანი არ დაივიწყებს მამა ნიკოლოზს თავის ლოცვებში. ახლა კი გავაცილოთ ერთგული მონა ღვთისა, შევასრულოთ დეკანოზ ნიკოლოზის წესის აგების საიდმულო. დაე შეუნდოს უფალმა ცოდვანი ნებსითნი და უნებლიეთნი, დაე, შერაცხოს იმათ დასში, ვინც ღირს იქმნენ დაემკვიდრებინათ მარადიული საღვთო სასუფეველი! ამინ“.

წესის აგების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მადლობა გადაუხადა ღვთისმსახურების მონაწილეთ ლოცვისთვის, ასევე ყველას, ვინც სამძიმარი გამოთქვა მამა ნიკოლოზის გარდაცვალების გამო:

„მინდა ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლოცვებისთვის, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო რუსეთის ფედერციის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მიმართ, მისი სამძიმრისა და ამ შესანიშნავი გვირგვინისთვის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სამძიმარი, ისევე როგორც გუბერნატორის, უამრავი სასულიერო პირისა და ჩვენი მორწმუნეთა სამძიმარი, ერთგვარი შეჯამებაა განსვენებული მამა ნიკოლოზის განვლილი ცხოვრებისა.

ახლა მას არავითარი მადლობა აღარ სჭირდება, მას ახლა მხოლოდ ლოცვა სჭირდება, და მე ყველას გთხოვთ მოიხსენოთ ის თქვენს ლოცვებში, როგორც შინ, ისე ტაძარში. მოიხსენეთ ერთგული და მდაბალი მონა ღვთისა დეკანოზი ნიკოლოზი, დაე განუსვენოს უფალმა თავის ზეციურ სავანეებში. ამინ!“.

შემდეგ სასახლე მამა ნიკოლოზის ნეშტით ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრაში გადაასვენეს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

 

გაზიარება:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب