
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: თუ ბავშვებს შემოვზღუდავთ ტრადიციული რელიგიების ზეგავლენისგან, მაშინ ისინი ადვილად მოხვდებიან სექტების გავლენის ქვეშ
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, სატელევიზიო გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო“-ს ეთერში მიუთითა იმ ჩინოვნიკების ქმედებების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც სკოლებში მღვდელმსახურების დაშვების საკითხის გადაწყვეტას ეწინააღმდეგებიან.
„მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ რელიგიური კულტურის საფუძვლები სკოლაში“, – ხაზგასმით აღნიშნა მწყემსთმთავარმა.
მან აღნიშნა, რომ სასკოლო პროგრამაში არის სასწავლო მოდული „რელიგიური კულტურის და საერო ეთიკის საფუძვლები“, მაგრამ ის ისწავლება არასაკმარისი მოცულობით და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ამავდროულად, რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებს არ უშვებენ ასწავლონ საერო სკოლაში, რაც, მეუფე ილარიონის აზრით, დიდი დანაკლისია.
„ვფიქრობ, არ უნდა შემოვზღუდოთ ჩვენი შვილები ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების ზეგავლენისგან, რადგან თუ ისინი გავლენას არ მოახდენენ ბავშვებზე, მაშინ ბავშვები ძალიან ადვილად მოხვდებიან სექტების ან დესტრუქციული ორგანიზაციების გავლენის ქვეშ“, – ბრძანა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021