
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ არ იყოს ომი – არც მსოფლიო, არც ლოკალური
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ იყოს ომი – არც დიდი, არც პატარა, არც მსოფლიო ომი, არც ლოკალური ომი“, – თქვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საერთაშორისო ურთიერთობებში დამყარებულ ფეთქებად ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ლიდერების მიერ განხორციელებული სტრატეგიული სტაბილურობის დამყარების მცდელობებზე კომენტარებისას.
„ძალიან ბევრი ძალაა, ვისაც ჩვენი ჩათრევა სურს რაიმე სახის ომში და ისინი არიან არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნითაც“, – განაცხადა მწყემსთმთავარმა გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს ეთერში. – ისეთებიც არიან, იარაღის ჟღარუნი რომ უყვართ, უძლეველნი ვართო, – ამბობენ, – შეუმუსრავი, ნებისმიერ მტერს პასუხს გავცემთ“.
მეუფე ილარიონმა ასეთი კურსის მიმდევრებს შესთავაზა, გაიხსენონ პირველი მსოფლიო ომის ისტორია, რომელშიც რუსეთი იქნა ჩათრეული: „როდესაც ის დაიწყო, პატრიოტული გრძნობების უზარმაზარი ტალღა აიზვირთა, ყველას ეგონა, რომ ეს იქნებოდა მოკლე გამარჯვების მომტანი ომი. შედეგად კი, აღმოჩნდა, რომ მან ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. და არა რაიმე სამხედრო ნაკლულევანების გამო, რადგან რუსეთს სამხედრო სფეროში გამარჯვების ყველა შანსი ჰქონდა. ჩვენი ქვეყნის მტრები ცბიერები აღმოჩნდნენ: მათ ჩვენთან დალუქული ვაგონით შემოგზავნეს ხალხი, რომლებმაც მისი შიგნიდან დაშლა დაიწყეს. რამდენიმე თვეზე მეტი არც კი დასჭირდა, რომ რუსეთს ომი ფაქტიურად წაეგო, რომლის მოგების ყველა შანსი ჰქონდა, და დიდი რუსეთის იმპერია დაინგრა. ვფიქრობ, ასეთი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ“.
მიტროპოლიტი ილარიონი დარწმუნებულია: საჭიროა გაკეთდეს „ყველაფერი აუცილებელი და შესაძლებელი იმისათვის, რომ ამჟამად დაგროვილი საერთაშორისო წინააღმდეგობები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021