
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვის საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს შექმნის შესახებ. კლინის მიტროპოლიტ ლეონიდეს ინტერვიუ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 29 დეკემბერს გამოაქვეყნა ეპოქალური გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს შექმნის შესახებ. ახალ საეგზარქოსოში მიღებულია ალექსანდრიის ეკლესიის ასზე მეტი მღვდელი, რომლებმაც ალექსანდრიის ეკლესიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისმა მეთაურმა, პატრიარქმა თეოდორემ უკრაინელი სქიზმატები კანონიკურ ეკლესიად სცნო. ახალ საეგზარქოსოს სათავეში ჩაუდგა კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩევი). რია-ნოვოსტისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ილაპარაკა ეკლესიის უახლოეს გეგმებზე აფრიკაში: მომავალ სამღვდელოებაზე, მრევლზე, საკათედრო ტაძრების მშენებლობაზე, ასევე,ალექსანდრიის საპატრიარქოსთან დამოკიდებულებაზე.
– მეუფევ ლეონიდე, გეგმავთ თუ არა უახლოეს ხანში აფრიკაში გამგზავრებას საეგზარქოსოს საქმეების ორგანიზებისათვის?
– მე ვგეგმავ სამღვდელთმთავრო ვიზიტს აფრიკაში. ამჟამად რიგ ქვეყნებში ჩასვლა შეუძლებელია ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების გამო. და მაინც, საექზარქოსო სტრუქტურა გაიშლება, საჭირო გახდება ადამიანურუ რესურსი, კადრების საკითხი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიოტიტეტულია.
საეგზარქოსოს ბირთვი მოსკოვში გამოიჭედება. ეს კონტინენტალური მასშტაბის აბსოლუტურად ახალი მძლავრი სტრუტურაა რომელიც მოითხოვს სკრუპულოზურ, დეტალურ შესწავლასა და დამუშავებას.
– ალექსანდრიის ეკლესიის 102 მღვდელი რუსეთის ეკლესიაში თავის მრევლთან ერთად გადმოვიდა?
– დიახ, სამრევლოებითა და მრევლით, და ჩვენი პროგნოზით ეს მხოლოდ დასაწყისია.
– სად განთავსდება ახალი საეგზარქოსოს კათედრა და აშენდება თუ არა აფრიკაში ახალი საკათედრო ტაძრები, მაგალითად, კაიროში?
– საეგზარქოსოს ადმინისტრაციული საჭიროებისათვის უწმინდესი პატრიარქის მიერ გამოყოფილია ქ. მოსკოვის კულიშკებზე ყოველთა წმინდანთა ტაძრის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეტოქიონი. აუცილებლობიდან გამომდინარე აიგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები აფრიკის ქვეყნებში. გადაწყდება საკითხი კვიპროსზე მიწების ნაკვეთების გამოყოფის შესახებ საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის. იოჰანსბურგში – სამხრეთ აფრიკის ეპარქიის ცენტრში – 1999 წლიდან მოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლო. სატაძრო კომპლექსი ტაძრის გარდა შეიცავს რამდენიმე დამატებით შენობას სამრევლო ცხოვრების საჭიროებისათვის. ეს სრულფასოვანი მატერიალური ბაზაა იმისათვის, რომ იქ შეიქმნას ეპარქიალური ცენტრი საკათედრო ტაძრით.
– სინოდის გადაწყგვეტილებასთან დაკავშირებით როგორ იცვლება ჩვენი ეკლესიის პერსპექტივები აფრიკაში?
– ჩვენი აზრით ეს ისტორიული ნაბიჯია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სხვა სტატუსს იძენს და ამ ეპოქალურ მოვლენასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ შევურიგდეთ უსამართლობას და ეკლესიის კანონების გათელვას, ვის მიერაც არ უნდა ხდებოდეს მათი დარღვევა.
გარდა ამისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსია ყოველთვის ზრუნვითა და ყურადღებით ეკიდებოდა ქტისტიანული იუმცირესობის მდგომარეობას მთელს მსოფლიოში, და არც აფრიკა არის ამ მხრივ გამონაკლისი. ამის შესახებ ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვსაუბრობთ. ქრისტიანების უფლებები არ უნდა იყოს შელახული და ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი დაცული და შენარჩუნებული იქნეს.
– რაკი საეგზარქოსოში ორი ეპარქიაა მოქმედებს, შეუძლიათ თუ არა რუსეთის ეკლესიაში გადმოსულ მღვდლებს იქ ეპისკოპოსებად ეკურთხონ?
– როგორც უკვე აღინიშნა, საკადრო საკითხი ერთ-ერთი მთავარია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ აუცილებლობის შემთხვევაში საეგზარქოსოსო სტრუქტურების გაფართოებას. რაც შეეხება სხვა ეპარქიების ჩამოყალიბებას და მათ კათედრებზე რუსული ან აფრიკული სამღვდელობიდან კანდიდატის დადგინებას, ეს საკითხი შეიძლება წმინდა სინოდს გადაეცეს განსახილველად. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს რომელიმე ეპოსკოპოსმა რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის წიაღში გადმოსვლის სურვილი გამოთქვას.
– აქვს თუ არა თქვენს მეუფებას ვარაუდი, როგორი რეაგირება ექნება საეგზარქოსოს შექმნაზე აელქსანდრიის ეკლესიის ხელმძღვანელობასა და სამღვდელოებას – საეგზარქოსო ხომ მის კანონიკურ ტერიტორიაზე იქმნება?
– მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიიღო ანტიკანონიკური, მოღალატური, ერთპიროვნული გადაწყვეტილება „მეუ“-ს სქიზმატური დაჯგუფების აღიარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ხანგრძლივი პაუზა გავაკეთეთ – ველოდებოდით ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრისგან საკუთარი შეცდომის სიღრმის, ტრაგიკულობის და გამოუსწორებლობის გააზრებას, მაგრამ ეს არ მოხდა. არ იქნა მოწვეული სინოდი, რომლის წევრებსაც შესაძლებლობა ექნებოდათ გამოეთქვათ საკუთარი აზრი პატრიარქ თეოდორეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – არ მიეღოთ ის ან მხარი დაეჭირათ. ჩვენ ორი წელი ველოდეთ, უფრო მეტი, ვიდრე შეიძლებოდა. ახლა უკვე ალექსანდრიის ეკლესიის ხელმძღვანელობის რეაქციის საკითხი ჩვენთვის აღარ არსებობს.
სამღვდელოების რეაქციაზე ციფრები ლაპარაკობს. 102 მღვდელმსახურმა უკვე მოგვმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ომოფორის ქეშ მიღების თხოვნით. ეს სერიოზული პროცენტია ალექსანდრიის ეკლესიის კლირიკოსთა რიცხვიდან. ზოგიერთი მათგანი პასუხს 2019 წლიდან ელოდება. ჩვენ ვვარაუდობთ მთხოვნელთა რიცხვის გაზრდას.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021