
მოსკოვის საპატრიარქო
შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2021წლის 29 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოს ლეონიდეს პატაკი იმის თაობაზე, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელზე კვლავ შემოდის ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მრავალი მიმართვა მათი მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის მფარველობაში მიღების თხოვნით.
ალექსანდრიის პატრიარქის თევდორეს სქიზმაში გასვლასთან, მის მიერ საღმრთო ლიტურგიაზე 2019 წლის 8 ნოემბერს ეგრეთ წოდებული „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის“ მეთაურის ავტოკეფალურ ეკლესიათა მეთაურებს შორის მოსხენიებასთან დაკავშირებით, ამ სქიზმატური დაჯგუფების აღიარებისა და მის მეთაურთან 2021 წლის 13 აგვისტოს თანამსახურების გამო ალექსანდრიის საპატრიარქოს სამღვდელო დასის ნაწილმა, განაცხადა რა, რომ არ ეთანხმება მეთაურის პოზიციას, მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მათი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიღების თხოვნით.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოს ლეონიდეს მიერ შესწავლილ იქნა ალექსანდრიის საპატრიარქოს სამღვდელოების მრავალრიცხოვანი თხოვნები, შედგა პირადი შეხვედრები თემების ლიდერებთან – აფრიკის რიგი ქვეყნების სამღვდელოებასთან, რომელთაც სურთ მოსკოვის პატრიარქის ომოფორის მფარველობაში შემოსვლა. ამჟამად ალექსანდრიის საპატრიარქოს არანაკლებ ასი სამრევლო მათი წინამძღვრებით აცხადებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გადმოსვლის სურვილს. ბევრმა მათგანმა შესაბამისი თხოვნა გამოგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელზე ჯერ კიდევ 2019 წელს, მას შემდეგ რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა პატრიარქმა თეოდორემ აღიარა სქიზმაში გასულთა დაჯგუფება.
წნინდა სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია გაგრძელდეს უარი ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ წარმოდგენილ შესაბამის თხოვნებზე, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორქვეშ მათ მიღებას ეხება. შემოსული თხოვნების შესაბამისად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მიღებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 სასულიერო პირი აფრიკის რვა ქვეყნიდან.
გარდა ამისა, სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ეპარქიების შემადგენლობით. საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს მეთაურს მიენიჭა ტიტული „კლინელი“.
ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის სამწყესო პასუხისმგებლობის ქვეშ შედიან შემდეგი ქვეყნები: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფო ერითრეა, რესპუბლიკა ჯიბუტი, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, რესპუბლიკა სეიშელის კუნძულების, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რესუბლიკა კამერუნი, რესპუბლიკა ჩადი, ფედერაციული რესპუბლიკა ნიგერია, რესპუბლიკა ნიგერი, სახელმწიფო ლივია, ტუნისის რესპუბლიკა, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, რესპუბლიკა კაბო-ვერდე, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, რესპუბლიკა სენეგალი, რესპუბლიკა გამბია, რესპუბლიკა მალი, ბურკინა-ფასო, რესპუბლიკა გვინეა-ბისაუ, გვინეის რესპუბლიკა, რესპუბლიკა სიერა-ლიონე, რესპუბლიკა ლიბერია, რესპუბლიკა კოტ-დივუარი, რესპუბლიკა განა, ტოგოლეზის რესპუბლიკა, რესპუბლიკა ბენინი. ამავე ეპარქიის შემადგენლობაში იქნა ასევე შეყვანილი მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიალური სამრევლოები ეგვიპტეში, ტუნისსა და მაროკოში.
ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მღვდელთმთავარს მიენიჭა ტიტული „კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის“.
ახალშექმნილი სმხრეთ აფრიკის ეპარქიის სამწყემსო პასუხისმგებლობას დაექვემდებარა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტოს სამეფო, ესვატინის სამეფო, რესპუბლიკა ნამიბია, რესპუბლიკა ბოტსვანა, რესპუბლიკა ზიმბაბვე, რესპუბლიკა მოზამბიკი, რესპუბლიკა ანგოლა, რესპუბლიკა ზამბია, რესპუბლიკა მალავი, რესპუბლიკა მადაგასკარი, რესპუბლიკა მავრიკი, კომორის კუნძულთა კავშირი, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, რესპუბლიკა კენია, რესპუბლიკა უგანდა, რესპუბლიკა რუანდა, რესპუბლიკა ბურუნდი, დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო, რესპუბლიკა კონგო, გაბონის რესპუბლიკა, რესპუბლიკა ეკვატორიული გვინეა, დემოკრატიული რესპუბლიკა სან-ტომე და პრინსიპი. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიალური სამრევლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
სამხრეთ აფრიკის ეპარქიის მღვდელთმთავარს მიენიჭა ტიტული „იოჰანესბურგისა და სამხრეთ აფრიკის“.
კლინის მიტროპოლიტად, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დანიშნა ერევნისა და სომხეთის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე, რომელსაც დაევალა ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მართვა და სამხრეთ აფრიქის ეპარქიის დროებითი მართვა. მეუფე ლეონიდე გათავისუფლდა სსკგ-ის თვმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ერევან-სომხეთის ეპარქიის დროებითი მართვის შენარჩუნებით.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021