
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა













2021 წლის 29 დეკემბერს მოსკოვში დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა.
სხდომის გახსნისას უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სინოდის წევრებს სიტყვით მიმართა, სადაც დღის წესრიგი წარადგინა.
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი პავლე; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი.
სინოდის ზამთრის (სექტემბერ-თებერვლის) სესიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ: ვილენის და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი; ბორისოპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი; სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე; ხაბაროვსკისა და ამურისპირეთის მიტროპოლიტი არტემი; კამენსკისა და კამიშლოვის ეპისკოპოსი მეთოდე.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021