მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ორმა უდიდესმა ქრისტიანულმა ეკლესი…

მიტროპოლიტი ილარიონი: ორმა უდიდესმა ქრისტიანულმა ეკლესიამ უნდა ითანამშრომლოს – ეს დროის მოთხოვნაა


2021 წლის 25 დეკემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ „Россия 24“-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს 2021 წლის ბოლო გადაცემა, სადაც ჩვენ შევაჯამებთ განვლილ წელს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: თქვენო მეუფებავ, ამას წინათ თქვენ ვატიკანში იყავით, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდით და იქიდან სულ ახლახან დაბრუნდით. მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ არ გამორიცხა, რომ ძალიან მალე ის შესაძლოა მოსკოვში ჩამოვიდეს, მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში პატრიარქ კირილეს თავისი ძმაც კი უწოდა. „ძმასთან დიალოგისთვის პროტოკოლები არ არის საჭირო. ძმა – ეს ძმაა“, – აღნიშნა მან. პატრიარქი კირილეც ასე ეპყრობა პაპ ფრანცისკეს – როგორც ძმას?

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქი კირილე პაპ ფრანცისკეს 2016 წელს შეხვდა. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, ის ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ძმური ურთიერთობა იყო. იქ არაფერი თქმულა ერთმანეთთან დაახლოების, გაერთიანების შესახებ, როგორც ამჟამად ბევრი ეჭვობს, რომ თითქოს მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები. არანაირი ფარული მოლაპარაკება არ იმართება, არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ ის, რომ ორმა უმსხვილესმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ერთად უნდა იმოქმედოს, ახლა სრულიად აშკარაა.

ჰავანაში პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ქრისტიანთა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ეს მდგომარეობა კვლავ რჩება, სამწუხაროდ, ძალიან რთული. ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანობამ არამცთუ კლება დაიწყო, არამედ ფაქტიურად არსებობაც კი შეწყვიტა. ეს ტრაგიკული სიტუაციაა მილიონობით ქრისტიანისთვის. ორი უმსხვილესი ქრისტიანული ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა − ეს დროის მოთხოვნაა.

ე. გრაჩევა: უნდა ველოდოთ თუ არა რომის პაპის ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს ახალ შეხვედრას?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ, მიმდინარეობს მზადება ასეთი შეხვედრისთვის. როდესაც ყველა დეტალი შეთანხმებული იქნება, რაც ეხება შეხვედრის დროსა და ადგილს, ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ. ჯერ ნაადრევია ამის შესახებ რაიმე განცხადების გაკეთება.

ე. გრაჩევა: ჩვენ ბუკვალურად ახლახან შევაჯამეთ რთული 2020 წელი – პანდემია, ადამიანური დანაკარგები, დიდი დატვირთვა ჩვენს სამედიცინო სისტემაზე. მეჩვენება, რომ 2021 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არც თუ ისე მდიდარი იყო მოვლენებით, ან იქნებ მე ვცდები? თქვენ როგორი შეგრძნება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

მიტროპოლიტი ილარიონი: ის არ იყო მდიდარი მასობრივი ღონისძიებებით, რადგან ძირითადად ყველა ღონისძიება გაუქმდა სანიტარული ხელძმღვანელობის მითითებით. მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით, გაგვეხსენებინა წმინდა ალექსანდრე ნეველი, რომლის დაბადებიდან 800 წლის იუბილეს მთელი წლის განმავლობაში აღნიშნავდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. სექტემბერში ზეიმი გავმართეთ სანკტ-პეტერბურგში. დეკემბერში უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის სამახსოვრო წელი საზეიმო ღვთისმსახურებით დაასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. გარდა ამისა, ლოცვითა და სენაკურად აღვნიშნეთ უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილე. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ძირითადი ზეიმი 2022 წლისთვის გადაიდო და მაისში გაიმართება, თუ ეპიდემიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

ეკლესიისთვის ეს წელიწადი არ ყოფილა იოლი იმ გაგებით, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები (და ეს, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი მთავარი კონტიგენტია), ღვთისმსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ. ჩვენ მათთვის ბევრის გაკეთება ვცადეთ: მოხუცების სახლში მღვდლები მიდიოდნენ, აღსარებას იბარებდნენ და აზიარებდნენ მათ.

გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობდით აქტიურად განგვევითარებინა საღმრთო მსახურების ტრანსლირება ინტერნეტში, ტელეკომპანია „სპას“-ისა („Спас“) და სხვა მედია საშუალებებით, რათა ხალხი ეკლესიას არ მოწყვეტილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ შეეძლო ტაძარში მოსვლა.

ასევე, ჩვენ ავითვისეთ დისტანციური კომუნიკაციის ტექნოლოგიები უმაღლესი საეკლესიო ხელმძღვანელობის დონეზე: ჩვენს ისტორიაში წელს პირველად ჩავატარეთ წმინდა სინოდის სხდომა დისტანციური კომუნიკაციის გზით. ბევრი შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა გამართულიყო, დისტანციური კავშირით მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის ეს მეთოდი მომავალშიც მოთხოვნადი იქნება.

ე. გრაჩევა: წლის ბოლოს ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენებს. 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლიდან ზუსტად 30 წელი გავიდა. გასაგებია, რომ ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ამის წინაპირობები ადრეც არსებობდა, მაგრამ სწორედ 25 დეკემბერს მოსკოვის კრემლის სენატის სასახლის შენობაზე დაუშვეს საბჭოთა კავშირის დროშა. რუსეთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ მოვლენებზე ინტერვიუში ისაუბრა: „ჩემი მისამართით ხშირად მომისმენია კრიტიკა, რომ მე ვნანობ საბჭოთა კავშირის დაშლას. უპირველესი და ყველაზე მთავარია ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთ ღამეში 25 მილიონი რუსი ადამიანი საზღვარგარეთ აღმოჩნდა, ეს რეალურად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა“. თქვენ, მეუფევ, საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდად კატასტროფად მიიჩნევთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: უწმინდესი პატრიარქი კირილეც საუბრობდა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფა იყო. მართლაც, მილიონობით ადამიანისთვის ის კატასტროფად იქცა, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხისთვის, რომლებიც თავიანთი სამშობლოს მიღმა აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში ხდება რუსი ხალხის თანდათანობითი და საკმაოდ მასიური გამოსვლა მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან, რომლებიც ოდესღაც ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის დიდი ტრაგედია ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის.

თუ ვისაუბრებთ საბჭოთა კავშირის დაშლაზე, მაშინ ჩემიც, როგორც ბევრი მორწმუნის მოგონებები საბჭოთა კავშირზე, სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია იმასთან, რომ საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ათეიზმი ინერგებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო არა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების შეცდომა, არამედ დანაშაული რუსი ხალხის წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლა იყო ის ნამდვილი ტრაგედია, რომელმაც განსაზღვრა მე-20 საუკუნის ყველა სხვა ტრაგედია ჩვენი სახელმწიფოსთვის. რუსეთის იმპერია იყო ის სახელმწიფო, სადაც მრავალი ხალხი მშვიდობით და თანხმობით ცხოვრობდა. რუსეთი იყო თავისი ეკონომიკური განვითარების პიკზე, იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა მსოფლიოში. ეს ყველაფერი გადაიხაზა, როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ კარგად ვიცით, რაც მოჰყვა ამას: რევოლუცია, წითელი ტერორი, დიდი ტერორი, მასობრივი რეპრესიები, გაკულაკება, გაკაზაკება, ეკლესიის დევნა და მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჩვენს ხალხს თავს დაატყდა.

ე.გრაჩევა: ახლა ყველა დაკავებულია 2022 წლის პროგნოზებით. დანიურმა Saxo Bank-მა საინტერესო „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველური პროგნოზი“ გააკეთა. ბანკის ინფორმაციით, ისინი ათია. 2022 წლის მთავარ ფობიებს შორის, რისიც ეშინიათ დანიელებს: ცივი ომის ახალი რაუნდის ალბათობა, კოსმოსური რბოლა (ჰიპერბგერა და კოსმოსი აქ ყურადღების ცენტრში); ახალგაზრდებმა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად შესაძლოა ფეისბუქის პლატფორმა დატოვონ. ასევე, Saxo Bank-ი არ გამორიცხავს შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შემდეგ კონსტიტუციურ კრიზისს, და ბიომედიცინაში მნიშვნელოვან გარღვევას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კაცობრიობის რეპროდუქციულ ასაკს და სიცოცხლის მთლიან ხანგრძლივობას დაახლოებით 25 წლით გაზრდის. მეუფევ, თქვენ როგორ პროგნოზს მისცემდით მომავალ წელს? რა შეიძლება იყოს, თქვენი აზრით, „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებები“?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე მიმაჩნია, რომ ყველაზე საშიში, რასაც შეიძლება ველოდოთ და რასაც მთელი ძალებით უნდა გავექცეთ – ეს შეიარაღების რბოლის მორიგი რაუნდია, დაპირისპირება და კონფლიქტის ესკალაცია ბირთვულ ზესახელმწიფოებს შორის. თუკი ამის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება, თუკი მთელს მსოფლიოში შენარჩუნდება სტაბილურობა და კაცობრიობის სტაბილური განვითარება, მაშინ ეს იქნება უკვე მომავალი 2022 წლის შესანიშნავი შედეგი.

ხოლო თუკი იმაზე ვისაუბრობთ, თუ როგორ რეაგირებენ ახალგაზრდები სხვადასხვა პლატფორმის ქმედებებზე, მაშინ, რამდენადაც მე შემიძლია განვსაჯო, იმაზე დაკვირვებით, რაც მედიასფეროში ხდება, ახალგაზრდები რაღაც დროით ერთ პლატფორმით არიან გაიტაცებულები, შემდეგ გადადიან სხვა პლატფორმაზე. მე ვფიქრობ, რომ ფეისბუქის მიმართ ინტერესის პიკი უკვე წარსულშია. რომც არ მოხდეს ახალგაზრდების მასობრივი გასვლა ფეისბუქიდან, მაინც ამ სოციალური ქსელით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა თანდათან შემცირდება. ისინი სხვა რომელიმე პლატფორმაზე გადავლენ.

თუ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ვისაუბრებთ, მაშინ, ერთი მხრივ, მივესალმებით მედიცინის მიღწევებს, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ეკლესია, ყოველთვის შევახსენებთ, რომ მთავარი – ეს არ არის სიცოცხლის წლების რაოდენობა, არამედ – ცხოვრების ხარისხი. ამიტომ ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ, თავს კარგად გრძნობდნენ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, – ეს როგორც სახელმწიფოსი, ისე ეკლესიის საერთო ამოცანაა.

რაც შეეხება სამედიცინო ტექნოლოგიებს, უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხელოვნური გზით ერთბაშად გახანგრძლივდება ადამიანების სიცოცხლე, ვთქვათ, 25 ან 30 წლით, როგორც ამას ბანკი პროგნოზირებს, ამან შეიძლება ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, დიდი ალბათობით, სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივი ვადით გაზრდის სასწაულებრივი მეთოდი რომც იქნეს ნაპოვნი, ის მაინც თანდათანობით დაინერგება.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ახლა საკმაოდ გრძელი დღესასწაულები გველოდება. ტრადიციულად ამ დროს ონლაინ-პლატფორმებზე ფილმებისა და სერიალების მიმართ ინტერესი იზრდება. ამასთან დაკავშირებით არის სიახლე: შინაგან საქმეთა სამინისტრო Netflix-ს შეამოწმებს გეი პროპაგანდის კანონის დაცვაში. ადრე ომბუდსმენი ოლგა ბარანეცი ჩიოდა, რომ ახლა ლგბტ პროპაგანდით და 16+ ნიშნით ძალიან ბევრი კონტენტი გამოდის, თუმცა ასეთი სერიალების სხვაგვარი მარკირება უნდა ხდებოდეს. თქვენ გაქვთ Netflix გამოწერილი? რომელი ფილმები და სერიალები გაქვთ ნანახი Netflix-ზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე გამოწერილი მაქვს Netflix. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მე ამ სერვისს ვიყენებ, რომ ფილმებსა და სერიალებს ვუყურო. მათგან, რაც დამამახსოვრდა, მე დავასახელებდი ფილმს „ორი პაპი“: ის კათოლიკური ეკლესიისადმი დიდი პატივისცემით არის გაკეთებული და ლამაზად გადაღებულია, მე მას სიამოვნებით ვუყურე. გარდა ამისა, ნანახი მაქვს სერიალ „გვირგვინის“ რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ეძღვნება. ის ასევე ძალიან ხარისხიანად არის გადაღებული. ეს ფილმი ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან მოქმედი პერსონაჟების ნაწილს პირადად ვიცნობ, დაწყებული დედოფალი ელისაბედიდან, პრინცებს ფილიპესა და ჩარლზს, პრინცესა მარგარიტას და მთელ რიგ სხვა ადამიანებს. ამიტომ ამ სერიალს ინტერესით ვუყურე.

რაც შეეხება ლგბტ კონტენტს Netflix-ზე, ის ნამდვილად არსებობს იქ, მათ შორის სერიალებში, რომლებიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, არის სერიალი „ელიტა“, სადაც ესპანეთის ერთ-ერთი ელიტური სკოლის ცხოვრებაზეა მოთხრობილი, და იქ მსგავსი კონტენტი ძალიან ბევრია.

ე.გრაჩევა: თქვენო მეუფებავ, ვხედავ, რომ ყველა სიახლეს უყურებთ, რაც გამოდის. დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, ხომ არ გქონიათ სურვილი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ სერიალის თანაავტორად გამოსულიყავით?

მიტროპოლიტი ილარიონი: საინტერესო იქნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების შესახებ სერიალის შექმნა, რადგან ეკლესიის ცხოვრება ბევრისთვის დახურულ ან ტაბუდადებულ თემადაც კი რჩება. ბევრმა არ იცის, რითი ცხოვრობენ მღვდლები, რითი არიან დაკავებულნი. მე, რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი, რომ სერიალი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების შესახებ არ ეხებოდეს პატრიარქს, წმინდა სინოდის წევრებს ან საერთოდ, რასაც ოფიციალურ ეკლესიას უწოდებენ, არამედ მღვდლის რეალური ცხოვრება იყოს ნაჩვენები – ამის შესახებ ძალიან ცოტას წერენ და საუბრობენ, ცოტა რამ იციან.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: რუსეთის ფედერაციაში რატომ არ არსებობს რელიგიურ-პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი ეკლესიისა და ყველა მართლმადიდებელი მორწმუნის ინტერესებს?

მიტროპოლიტი ილარიონი: იმ მიზეზით, რომ ეკლესია არ აკურთხებს ცალკე პარტიის შექმნას, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. ეკლესია ღიაა ყველა სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებისთვის. როდესაც ჩვენ პატრიარქის ეგიდით და მისი თავმჯდომარეობით ყოველწლიურად ვატარებთ საყოველთაო რუსულ სახალხო კრებას, იქ საუბრობენ სახელმწიფო დუმაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები, მათ შორის, სხვათა შორის, კომუნისტური პარტიისაც.

ჩვენ გვჯერა, რომ ეკლესიის ინტერესები – ეს ხალხის ინტერესებია, ამიტომ არ მიგვაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენი ინტერესები უნდა წარმოადგინოს. თუკი მსგავსი რამ მოხდება, მაშინ ჩვენ ამით ფაქტიურად გამოვრიცხავთ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეკლესიიდან, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ეკლესია თითოეულისთვის ღიაა. მისი ინტერესები, ისევე, როგორც ხალხის ინტერესები, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება წარმოადგინოს.

კითხვა: იოანე მახარებელი ამბობს: „უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა“ (ინ. 11:48). ეს როგორ უნდა გავიგოთ ისტორიულ კონტექსტში? იუდეა ხომ უკვე რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო.

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთი საქმეა – ძალაუფლების ქვეშ ყოფნა, ხოლო მეორეა – ოკუპაციის ქვეშ ყოფნა. რომაელები ბოლოს და ბოლოს მივიდნენ ქრისტეს შობიდან 70 წელს. მათ გაანადგურეს იერუსალიმი, დაიპყრეს მთელი იუდეა. ბევრი იუდეველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. სწორედ ამის ეშინოდათ მღვდელთმთავრებს, როცა თქვენ მიერ ციტირებული ფრაზა წარმოთქვეს.

კითხვა: მე არ მაქვს შეკითხვა, არამედ უფრო სურვილი მაქვს გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები. ხანდახან ეკლესიაში შევდივარ, რომ სანთელი დავანთო მიცვალებულის სულის განსასვებელად, გავიღო შესაწირი. ამავდროულად მესმის ქადაგებები რომელიღაც ენაზე მთელი რიგი ანაქრონიზმებით, ეს ნამდვილად არ არის თანამედროვე რუსული ენა. ტაძარში ბნელი გარემოა. არ არსებობს განცდა, რომ რაღაც ნათელს შეეხე, რომელიც გაიმედებს და გარწმუნებს. მაპატიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შესაძლოა, პრაქტიკულ მორწმუნეებს მოსწონთ, რომ რუსული ეკლესია მე-XVIII საუკუნეში ცხოვრობს.

მიტროპოლიტი ილარიონი: რა თქმა უნდა, ეკლესია მე-XVIII საუკუნეში კი არ ცხოვრობს, არამედ XXI-ე საუკუნეში. ეკლესია ცხოვრობს იმავე ცხოვრებით, როგორითაც მთელი გარშემო სამყარო. ეკლესიის წევრები – ესენი არ არიან მოძველებული სწავლებების მიმდევრები, არამედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამქვეყნად, მუშაობენ თქვენ გვერდით იმავე სამუშაოებზე და არიან თანამედროვე ადამიანები.

ეკლესიაში ქადაგება თანამედროვე ენაზე წარმოითქმება, მაგრამ ღვთისმსახურება მართლაც მოძველებულ ენაზე სრულდება – საეკლესიო სლავურზე, რაც ყველასთვის გასაგები არ არის და განსაკუთრებით ადამიანებისთვის, ვინც თქვენსავით ეკლესიაში მხოლოდ სანთლის დასანთებად შედის. თქვენ რომ ეკლესიაში მუდმივად დადიოდეთ, სწავლობდეთ ლიტერატურას, რომელიც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას ეძღვნება, მაშინ დაინახავდით, რომ ღვთისმსახურება სიღრმისეული აზრითაა სავსე, და რაც მთავარია – დაინახავდით მართლმადიდებლური ღვთისმსახურების სილამაზეს. ახლა ის, როგორც ყოველმხრივ ჩანს, თქვენთვის საერთოდ არ არის გამჟღავნებული.

თუ კლასიკური მუსიკის კონცერტზე, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიაზე ან ბრამსის მე-4 სიმფონიაზე ადამიანს დაპატიჟებთ, რომელიც ბავშვობიდან მხოლოდ პოპ-მუსიკას ან რეპს უსმენდა, მაშინ, ალბათ, ასეთი ადამიანი ძალიან მოიწყენს და იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მე-XIX საუკუნეში იყო საინტერესო. სინამდვილეში, ბევრი რამ თქვენს სულიერ და ესთეტიკურ განათლებაზე და თვითგანათლებაზეა დამოკიდებული. თუ გსურთ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მშვენიერების აღმოჩენა, მაშინ ამისთვის ახლა ყველა შესაძლებლობა არსებობს.

კითხვა: ზოგიერთი ჩემი ნაცნობი იმისთვის, რომ კონკრეტულ ყოველდღიურ კითხვაზე პასუხი გაიგოს, მიმართავს ამ პრაქტიკას: სპონტანურად ხსნიან სახარებას ნებისმიერ გვერდზე და წაკითხულიდან გამომდინარე აგებენ თავიანთ გონებრივ დასკვნას შემდგომი ქმედებებისთვის. ნუთუ სწორია ეს? ნუთუ ეს მისაღებია?

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანს, რომელიც მე-19 საუკუნეში თქვენს ქალაქში, სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, თეოდორე მიხეილის ძე დოსტოევსკის, იგივე ჩვევა ჰქონდა. ის სახარებას შემთხვევით ადგილზე გადაშლიდა, წაიკითხავდა და შემდეგ საკუთარ დასკვნებს აკეთებდა. მაგრამ ეს მაგიური პრაქტიკა არ იყო, ის არ ცდილობდა ამ გზით ეპოვა პასუხი ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე. ის უბრალოდ სახარებას გადაშლიდა და ათვალიერებდა, ხომ არ დაინახავდა იქ რამე ისეთს, რაც მისთვის ერთგვარი კარნახი იქნებოდა. ხშირ შემთხვევაში, უფალი კარნახობდა მას კონკრეტული წაკითხული ტექსტის მეშვეობით იმას, რაც მას უნდოდა გაეგო. ასე რომ, ამ პრაქტიკაში დასაძრახი არაფერია.

ყოველ ჯერზე, როცა სახარებას ვეხებით, ვხსნით ამ წმინდა წიგნს, ჩვენ მისგან რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ. უბრალოდ, არ არის საჭირო სახარებას მოექცეთ, როგორც თილისმას და ეცადოთ ყოველ ჯერზე, როდესაც ალალბედზე ხსნით ამა თუ იმ გვერდს, გამოიტანოთ დასკვნები კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ბევრად უფრო სწორია სახარების ყოველდღიურად, რეგულარულად კითხვა. წაიკითხეთ, მაგალითად, თავების მიხედვით ან ერთი დასაწყისი ყოველდღიურად, ამ სახით განაწყვეთ საკუთარი თავი წინამდებარე დღისთვის.

სახარების მეშვეობით უფალი ყოველთვის შემოგთავაზებთ იმას, რაც თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე, თქვენს საყვარელ ადამიანებზე, ღმერთზე და იმ გარემოებებზე, რომლებსაც შეხვდებით. თუ თქვენი გონება და გული სავსე იქნება სახარებით (სწორედ ამას აკეთებდა დოსტოესვსკი: ის მუდმივად კითხულობდა სახარებას, არასოდეს არ შორდებოდა მას, სახარება მუდამ მის მაგიდაზე იდო და ის არა მხოლოდ ხანდახან შლიდა მას შემთხვევით ადგილზე, არამედ გამუდმებით, რეგულარულად კითხულობდა), მაშინ, ასეთ შემთხვევაში, სახარების მეშვეობით გამუდმებით მიიღებთ ღმერთისგან სხვადასხვა მითითებებს, რომლებიც დიდად დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს გადაცემა მინდა დავასრულო იმ სიტყვებით, რომლითაც უფალმა იესო ქრისტემ, მარკოზის სახარების მიხედვით, დაიწყო თავისი ქადაგება: „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ ( მარკ. 1:15).

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით თქვენს საყვარელ ადამიანებს, დაე დამდეგი 2022 წელი ყველა ჩვენგანისთვის ყოფილიყოს კეთილი, ბედნიერი და მადლით აღმავსებელი.

ღმერთი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب