მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკე…

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს


2021 წლის 26 დეკემბერს სულთმოფენობიდან 27-ე, წმინდა მამათმთავართა კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე.

მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ ტაძრის კლირიკოსები.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ლოცვითი ვედრება.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.

ლიტურგიის დასასრულს მეუფემ დამსწრეთ ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა!

დღეს ღვთისმსახურებაზე ლუკას სახარებიდან მოვისმინეთ უფალ იესო ქრისტეს იგავი სადღესასწაულო ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მასში მოთხრობილია ადამიანებზე, რომლებიც საქორწილო ნადიმზე იყვნენ მიწვეულები, მაგრამ უარი თქვეს სხვადასხვა საბაბით: ერთმა თქვა, რომ მიწა იყიდა და ის უნდა დაათვალიეროს, მეორემ ხარები იყიდა და მათ უნდა მიხედოს, მესამე დაქორწინდა. და მას დრო არ ჰქონდა. მაშინ კი ბატონმა უთხრა თავის მსახურს: „განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა“ (ლკ. 14:21).

როგორც უფალი იესო ქრისტეს ნებისმიერი იგავი, ეს იგავიც განსაზღვრულ სიტუაციაში, კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში იყო წარმოთქმული. მოწოდებულ ხალხში ისრაელი ერი იგულისხმებოდა. ნადიმზე მისვლაზე უარის მთქმელები – ესენი იუდეველები არიან, რომლებმაც არ მიიღეს მათთან გაგზავნილი მესია – მაცხოვარი. ისინი კი, რომლებიც შემდეგ ჯერზე მიიწვიეს – ესენი ადამიანების მომავალი თაობებია, მათ შორის არა ისრაელის ხალხის წარმომადგენლები, არამედ წარმართები, რომლებმაც უფალი იესო ქრისტე ირწმუნეს.

სწორედ ამ კონტექსტში აღიქვამდა იგავს ქრისტიანთა პირველი თაობა.

მაგრამ ყოველთვის, როცა ჩვენთვის, ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანებისთვის, გაისმის უფალი იესო ქრისტეს იგავები, ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს: „რა კავშირი აქვთ მათ ჩვენთან?“. თურმე – პირდაპირი, რადგან უფალი – ერთი და იგივეა ყოველთვის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. როგორც მაშინ მოუწოდებდა უფალი ხალხს, ახლაც ისევე მოუწოდებს. როგორც მაშინ იყვნენ მოწოდებულთა შორის ისეთები, ვინც უარს ამბობდა მისი მოწოდების მოსმენაზე, ასევეა ჩვენს დროშიც. როგორც მაშინ იყვნენ ისეთები, რომელთაც უფალმა მეორე ჯერზე მოუწოდა, ასევე არიან ახლაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც ღმერთი მოუწოდებს და ისინი საიდუმლო სერობაზე იკავებენ ადგილს, რომელიც შესაძლოა, თავდაპირველად სხვა ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.

ადამიანებთან ღმერთის ურთიერთობის საიდუმლო ამოუცნობი და ამოუწურავია. თითოეულმა ადამიანმა თავის ცხოვრებაში შეიძლება იპოვოს ღმერთი, ან ვერ იპოვოს იგი. ყველას შეუძლია თავის ცხოვრებაში რეალიზება მოახდინოს იმ მოწოდების, რომელიც მან ღმერთისგან მიიღო, ან შეიძლება არ გაიგინოს, ვერ შეამჩნიოს საკუთარ თავში და რეალიზება არ მოახდინოს.

უფალი ცხონებისკენ თითოეულ ადამიანს სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს. ღმერთს ყოველი ადამიანი ხსნისკენ მიჰყავს. მაგრამ ადამიანი ადვილად მიდრეკილია ბოროტებისკენ და ამიტომ ბევრი მათგანი უარს ამბობს ღვთის გამოეხმაუროს ღვთის ძახილს. ისეთებიც არიან, რომლებიც პასუხობენ, სწორ გზაზე მიდიან, მაგრამ შემდეგ შემოვლით ბილიკებზე უხვევენ, რადგან ვერ პოულობენ ძალას თავი დაიმდაბლონ უფლის ნების წინაშე, დაემორჩილონ ღმერთს, დაძლიონ საკუთარი მიწიერი ვნებები და გულისთქმები და იმ სწორ გზაზე იარონ, რომლითაც მცხოვარს იგი ცათა სასუფევლისკენ მიჰყავს. ადამიანები ამ შემოვლით გზებზე იბნევიან, უცნობ ადგილებში ხვდებიან, ავაზაკების ხელში უვარდებიან, გზაში სხვადასხვა უბედურებას ეყრებიან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ღმერთს მიიქცნენ და მას დახმარება სთხოვონ, ისინი საკუთარი ნებით თავსმოწეულ უბედურებებს გარემოებებს აბრალიან.

უფალი თავის სერობაზე ყოველ ჯერზე მოგვიწოდებს, როცა საღმრთო ლიტურგია აღევლინება. როდესაც კვირა დღე ან დღესასწაული დგება, უფალი მოგვიწოდებს მივიდეთ ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს ვეზიაროთ. მაგრამ ძალიან ბევრი ქრისტიანი პოულობს საბაბს იმისთვის, რომ ტაძარში არ მივიდეს და სხვადასხვა ვითარებით ახსნას კვირა დღეს და დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიაზე თავისი დაუსწრებლობა. არიან ისეთებიც, რომლებიც მოდიან, დგანან მსახურებაზე, მაგრამ არ ეზიარებიან ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. უფალი ეუბნება მათ: „მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი“ (მათ. 26, 26), ისინი კი მას პასუხობენ: „შემდეგ ჯერზე“. უფალი მოუწოდებს: „სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28), მაგრამ ისინი უარს ამბობენ: „მე არ მოვმზადებულვარ, სხვა დროს“.

უფალი ისე ჩუმად და დაჟინებით მოგვიწოდებს, როგორც აპოკალიფსის წიგნშია ნათქვამი: „აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა ვჰრეკ“ (აპოკ. 3:20). ღმერთი არ იჭრება ჩვენს კარებში, ის მშვიდად დგას და აკაკუნებს, მოგვიწოდებს, გავყვეთ მას. ის მოგვიწოდებს მისი ხორცი და სისხლი მივიღოთ, რათა სულითა და ხორცით მასთან გავერთიანდეთ. და ჩვენ ვპოულობთ ხან ერთ საბაბს, ხან მეორეს, შემდეგ მესამეს, რათა ან უარი ვთქვათ, ან მომავლისთვის გადავდოთ.

მოდით, არ გადავდოთ ჩვენი ხსნა შემდეგისთვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი დრო დაგვრჩა. ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ამ დედამიწაზე და უფალი აქ კიდევ რამდენ შესაძლებლობას მოგვცემს ღვთის ტაძრის მოსალოცად და ქრისტეს წმინდა საიდუმლოებთან საზიარებლად.

ერთი მეორის მიყოლებით მიდიან ამქვეყნიდან ადამიანები: მოხუცებიც, ახალგაზრდებიც, ჯანმრთელებიც, ავადმყოფებიც, მსუქნებიც და გამხდრებიც. მიდიან სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ჩვენში უკვე ორი წლის განმავლობაში არსებული მძვინვარე ვირუსის მიზეზით. და როგორც ამბობენ, ჩვენ ყველანი დავდივართ ღვთის განგების ქვეშ. ამიტომ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც უფალი გვაძლევს. თუ ის თავის სერობაზე გვპატიჟებს, ნუ ვეტყვით უარს მასზე, არამედ მივიდეთ, რწმენით მივიღოთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებები, და გვწამდეს იმის, რომ უფალი ამ ცხოვრებაში ყოველგვარი ბოროტებისგან დაგვიფარავს და ხსნის გზაზე დაგვაყენებს, რომელიც მომავალ ცხოვრებაში მიგვიყვანს. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს!“.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების ინგლისურ ენაზე შემსწავლელი კურსების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. კურსები წმინდა ფელიქს ბურგუნდელის საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე ტარდებოდა.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب